განხილვალიტერატურაწიგნები

დაკარგულთა არქივები. ანუ: წითელი ზურგის ქარით

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ: სტეფანის სააგენტო იუწყებოდა: ლატაკიიდან გემ პიემონტით რამდენიმე ასი სომხის ემიგრანტი მოვიოდაო. რომლებსაც მერე რასალბაზიტში გადასხამენ. რომ პიემონტი ბრიუსელში გაემგზავრება. ეს ჩანაწერი ძველი გაზეთის გადაცრეცილ კუთხეში ვნახე. იმ დროისთვის, როგორც გითხარი, ამ ძველ კედლებში თანამშრომლად ვითვლებოდი. ახლა დავბრუნდი. მინდა ძველი ეს ამბავი ერთხელ კიდევ გადავამოწმო. პერიოდიკის გალერეა-დარბაზში ვზივარ. დღეს უჩვეულოდ ბევრი მკითხველი ირევა. და მე ძველისძველ ჩანაწერებს ველოდები. ამ მასალას არქივი იცავს. 15-20 წუთში გამოიტანენ. ჩვევად მექცა დრო არ დავკარგო. ამ კალამს ვიღებ და ის წამისად ჩემწინაა. ეს მეტისმეტად სასიამოვნო წამებია. _ დილამშვიდობის. მომენატრე. _ ამას ჩემი ღიმილიც მოწმობს. _ ანნა, მეც როგორ… _ მე წინა რიგის განაპირა მერხზე ვზივარ.

საქმე ისაა, ის ძველი და სხვისი ამბები მიმდინარეს და საკუთარს იმდენად გავდა, რომ მე შემეძლო შემეცვალა ადგილის და დროის მხოლოდ კოორდინატები, მოქმედი ზმნისთვის ხელიც არ მეხლო და ის იგივე წარმატებით გამოხატავდა მოვლენის არსს. მოგიყვებოდა აწმყოს ამბავს. შეგეძლო ამდღის პერიოდული მიმოხილვისთვის თვალიც აღარ გედევნებინა. მოკლედ გეფიქრა, ჩემობიძი. ნუ გგონია წუთისოფლის ორ-ომტრიალი საფუძვლიანად რამეს ცვლიდეს. გარდა აი, ამ (ჩემგან)დაცვის (სევდიანი) თანამშრომლების; მათგანი ამწუთს თვალს არ მაცილებს. მომჩერებია. აშკარაა ჩემი ღიმილის ადრესატად ჩათვალა თავი.

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button