Hi-Techკოსმოსი

SpaceX-მა წარმატებით გაუშვა Crew Dragon ეკიპაჟით საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ

კომპანია SpaceX-მა წარმატებით გაუშვა რაკეტა Falcon 9 კოსმოსურ ხომალდ Dragon-ით პილოტირებული მისია Crew-1-ის ფარგლებში. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაფრინდნენ ამერიკელი ასტრონავტები Michael Hopkins, Victor Glover, Shannon Walker, აგრეთვე იაპონელი ტაიკონავტი Soichi Noguchi.

თუ არ ჩავთვლით Crew Dragon-ის სატესტო პილოტირებული ფრენებს, 16 ნოემბრის ღამის  Crew-1-ის მისია გახდა ცხრა წლის მანძილზე პირველი დამოუკიდებელი პილოტირებული კოსმოსური ფრენა, რომელიც აშშ-მა განახორციელა. 

რაკეტის აფრენა განხორციელდა ფლორიდის შტატში არსებული კანავერალის კოსმოდრომიდან. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: SpaceX 

გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ რაკეტა Falсon 9-ის მრავალჯერადი პირველი დონე წარმატებით დაეშვა SpaceX-ის მცურავ პლატფორმაზე ფლორიდის სანაპიროზე. 

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე რაკეტა SpaceX Crew Dragon მისია Crew-1-ის ეკიპაჟთან ერთად გაშვების დროიდან დაახლოებით 16 საათში მიაღწევს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button