ბუნება & სამყარო

ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიები

შპიცბერგენი – ნორვეგიის კუნძული რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და მისი დედაქლაქი ასევე ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია ლონგირი სადაც ოფიციალური ვალუტა ნორვეგიული კრონაა და ოფიციალური ენა კი ნორვეგიული ამ კუნძულზე 2500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულის ეთნიკურ ჯგუფებში ყველაზე მრავლად ნორვეგიელები არიან წარმოდგენილნი აქ ასევე ცხოვრობენ უკრაინელები შვედები დაინიელები რუსები და პოლონელები რომლებიც ასევე მრავლად არიან. შპიცბერგენის შემადგენლობაში არის 90-ზე მეტი პატარ-პატარა კუნძული რომელთა ერთობლიობისგანაც საბოლოოდ ეს ზღვისიქითა ტერიტორია იქმნება მეორე ნაირად ამ კუნძულს სვალბარდისაც უწოდებენ კუნძულზე ნორვეგიულთან ერთად ოფიციალურ ენად გამოცხადებულია რუსულიც იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეებს შორის რუსებიც არიან და ჭარბობენ აქ ასევე ცხოვრობენ გერმანელები და მცირე ოდენობით აზიელები. კუნძულს ფინანსურად სერიოზული მხარდაჭერა აქვს ნორვეგიის მთავრობისგან რომელიც უზრუნველყოფს შპიცბერგენი უსაფრთხოებას და განვითარებას. 90-ზე მეტი კუნძულიდან რომლისგანაც ეს ტერიტორია შედგება აქტიურად დასახლებულია მხოლოდ 2 ესენია ლონგირი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეული და ბარენცბურგში ამ ორ დასახლებაში მუდმივად არის მოსახლეობა.

67e8a3db5a22

დედოფალ მოდის მიწა – ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორია რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანეში ანტარქტიდის სანაპიროზე ამ ადგილის დიდი ნაწილი სწორედ ყინულს უკავია. ინფორმაცია ვერ მოვიძიე ადგილობრივი მოსახლეების შესახებ ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დედოფალ მოდის მიწას ადგილობრივი და მუდმივი მცხოვრებლები არ ყავს მაგრამ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ რომ აქ არის ნორვეგიული, რუსული და გერმანული სამეცნიერო სადგურები რომლებიც ტერიტორიაზე ატარებენ გარკვეული სახის ცდებს და დაკვირვებებს. დედოფალ მოდის მიწაზე თავის დროზე პრეტენზია ჰქონდა მესამე რაიხს მაგრამ როდესაც ნორვეგიამ პრეტენზია გამოთქვა ამ ტერიტორიაზე საბოლოოდ სწორედ ამ უკანასკნელს დარჩა ეს მიწა.

2a2b46c849a7

ბუვე – მსოფლიოში ყველაზე შორეული კუნძული და ამავდროულად ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორია რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანეში. ბუვეში არ სახლობს მოსახლეობა რადგან კუნძული მუდმივად თოვლითა და ყინულითაა დაფარული ბოლო მონაცემებით აქ 0 მოსახლეა მაგრამ ტარდება ექსპედიციები და გემით მოგზაურობები სწორედ ამ ტურების ფარგლებში ათვალიერებენ და აკვირდებიან ამ ტერიტორიას. ბუვე-დან ყველაზე ახლოს მაშტაბური დასახლებული პუნქტია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი და ერთ-ერთი უდიდესი დასახლება კეიპტაუნი. კუნძულის ფართობი 49 კვადრატული კილომეტრია.

e43910dfd2f7

იან-მაიენი – ნორვეგიის შემადგენლობაში მყოფი კუნძული რომელზეც ადგილობრივი და მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს აქ დაახლოებით 18-მდე ადამიანია რომელიც შორეული ნავიგაციის მომსახურე პერსონალია რთული კლიმატის გამო აქ დიდხანს ყოფნა ძალიან ძნელია კუნძულის თითქმის ნახევარი ყინულითაა დაფარული აქ ასევე ხშირია შტორმები და ნისლი ზოგადად იან-მაიენი ვულკანური წარმოშობის კუნძულია. აქ ოდითგანვე იყო ვულკანები რომელთაგან ბოლო ერთერთი 1970 წელს ამოიფრქვა ეს ტერიტორია 1929 წლიდან ნორვეგიის სამეფოს შემადგენლობაშია შესაბამისად იმართება მათი მხირდან როგორც უკვე მოგახსენეთ კუნძულზე არ არსებობს ადგილობრივი და მუდმივი მოსახლეობა აქ მდებარეობს ნატოს საზღვაო ძალების ბაზა.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button