განხილვაწიგნები

ჯორჯ ორუელი George Orwell – ცხოველების ფერმა – განხილვა

ალეგორიული სამყარო. შეგონებათა განსაცვიფრებელი სიმახვილე, რომელიც დროის სვლასთან ერთად კი არ კლებულობს, არამედ იზრდება.
სიესტა: ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” პირველად დაიბეჭდა 1945 წელს როგორც პოლიტიკური სატირა, მიმართული ზოგადად ტოტალიტარიზმის, კომუნიზმის, ფაშიზმის, კაპიტალიზმის წინააღმდეგ.ნაწარმოებში ჯადოსნური ამბის მოწმეები ვხდებით – ფერმის ჩაგრული ცხოველები აჯანყებას აწყობენ და განდევნიან სასტიკ ფერმერს, ფერმის სახელწოდებას ცვლიან და ცხოვრების მოწყობასაც ცდილობენ ახალი სამართლიანი თეორიის – ანიმალიზმის –საფუძველზე, რომელიც ბებერმა ღორმა მაიორმა მოიგონა. აჯანყებულებმა შვიდი მცნებაც კი ჩამოაყალიბეს, რომლის მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ: “ყველა ცხოველი თანაბარია”, “არცერთი ცხოველი არ მოკლავს მეორე ცხოველს”, “ცხოველი არ სვამს ალკოჰოლს” და ა.შ. ადამიანები ფერმერ ფრედერიკის მეთაურობით შეეცდებიან დაიბრუნონ ფერმა, მაგრამ უშედეგოდ. ფრედერიკზე გამარჯვების შემდეგ მაიორის მოწაფე ნაპოლეონი და სხვა ღორები თანდათანობით გადაიღებენ ადამიანთა მოდგმის მანკიერებებს და უკანა ფეხებზე დადგომასაც შეეცდებიან…“ცხელი შოკოლადი”,”ლიტერატურა”: ცხოველებმა აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები; მათი გადაწყვეტილება შემდეგნაირია _ შექმნან საკუთარი მმართველობის სისტემა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. აკრძალულია ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ფაქტორები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დროთა განმავლობაში ფერმა მაინც “ეცემა ადამიანის დონემდე” _ კეთილშობილი ცხოველები ადამიანურდებიან. “ცხოველთა ფერმა” პოლიტიკური იგავ-არაკია, რომელიც აკრიტიკებს ადამიანურ ბუნებას და შესაბამისად, ყველა იმ ფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი _ უფრო.”______________________კონტრდაზვერვა ჯორჯ ორუელის კვალზეინგლისში მწერალ ჯორჯ ორუელის საიდუმლო დოსიე იპოვეს. აღმოჩნდა, რომ 20 წლის განმავლობაში “1984”-ის ავტორი კონტრდაზვერვის ეჭვმიტანილი იყო კომუნისტებთან თანამშრომლობაში. პირველი ჩანაწერები მის დოსიეში მაშინ გაჩნდა, როცა მწერალი საფრანგეთში ცხოვრობდა. მან ბრიტანულ გაზეთს ”Working Lifes” საზღვარგარეთის კორესპონდენტად თანამშრომლობა შესთავაზა და სწორედ აქედან გახდა იგი დაკვირვების ობიექტი. პარიზში მომუშავე აგენტი, მართალია, აღნიშნავდა, რომ ორუელი დიდი რაოდენობით ფრანგულ გაზეთებს კითხულობდა, და მათ შორის კომუნისტურ L’Humanite-საც, მაგრამ კომუნისტებთან უშუალო კავშირში არ შეუნიშნავს. 1937 წელს მწერალი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც რესპუბლიკელების მხარეზე იბრძოდა. ამის შესახებ დოსიეში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ”ერთის მხრივ ანარქისტია და უპირატესობას ანიჭებს ექსტრემისტების წარმომადგენლებთან ურთიერთობას”. 1941 წელს ორუელმა BBC-ში დაიწყო მუშაობა. 1945 წელს კი, ”ცხოველთა ფერმის” გამოსვლის შემდეგ, მის დოსიეში ასეთი ჩანაწერი გაჩნდა: ”ბლერის (ორუელის ნამდვილი გვარი) შეხედულებები, რა თქმა უნდა, მემარცხენეობისკენ იხრება, მაგრამ ის ძალიან შორსაა კომუნიზმისგან”.“ცხელი შოკოლადი”, “ლიტერატურა”

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button