ისტორია

სელევკიდების იმპერია აღზევება და დაცემა ნაწილი II

სელევკიდების იმპერია-აღზევება და დაცემა ნაწილი I

მის შემდეგ გამეფდა ანტიოქე II ტეოსი (ძვ.წ. 261-246წწ). ანტიოქე ტეოსმა კავშირი შეკრა მაკედონიასთა, მოახდინა დიდი ჯარების მობილიზაცია და პალესტინაში გაანახლა ომი პტოლემაების ეგვიპტის წინაამღდეგ. მან ისარგებლა ეგვიპტის ფლტის დამარცხების კოესთან (ძვ.წ. 258წ) და დაეუფლა ქალაქ მილეტს. ამის შემდეგ მან ასევე შემოიერთა პამფილია და კილიკია. ანტიოქოს II-ის ჯარებმა ასევე ბრძოლებით შესძლეს მთელი ფინიკიის დაპყრობაც.

ამის შემდეგ ეგვიპტეს დიდი საფრთხე დაემუქრა სელევკიდების მხრიდან. ამიტომაც ეგვიპტის მეფე პტოლემაოს II იძულებული გახდა ზავი დაედო ანტიოქე II-თან და გადაწყვიტა მშვიდობა დინასტიური ქორწინებით განემტკიცებინა. ამის გამო ანტიოქოს II-ე გაეყარა თავის ცოლს, ლაოდიკეას და პტოლომაოსის ასულზე, ბერენიკეზე დაქორწინდა. ძვ.წ. 246 წელს ლაოდიკეამ თავისი ყოფილი ქმარი მოწამლა, ხოლო დედოფალი ბერენიკე და მისი მცირეწლოვანი ვაჟი მოაკვლევინა. ამის შემდეგ ტახტი სელევკოს II კალინიკამ დაიკავა. მოკლული ბერენიკას ძმამ, ეგვიპტის მეფე პტოლემაოს III-ემ ომი წამოიწყო სელევკიდების წინაამღდეგ. მან დიდიძალი არმია შეკრიბა და ბრძოლებით აიღო სირია და სამხრეთ მესოპოტამია. ამავდროულად ისარგებლეს აღმოსავლეთის სათრაპიებმა და ბაქტრია სელევკიდების სამეფოს გამოეყო. ანტიოქე მცირე აზიაში გაიქცა. მალე ეგვიპტეში აჯანყებები დაიწყო რამაც ძლიერ დაასუსტა სამეფო ხოლო დაბყრობილ რაიონებში შესუსტდა მისი გავლენა. ამით ისარგებლა ანტიოქემ. შეკრიბა არმია და ბრძოლით აიღო ეგვიპტის მიერ წართმეული ტერიტორიები. მან შესძლო დანგრევის პირას მისული იმპერიის აღდგენა და ისევ მოიპოვა კონტროლი მთელს იმპერიაზე. მაგრამ ამ ომიდან სელევკიდები მაინც დამარცხებულები გამოვიდნენ რადგან ვეღარ შესძლეს ფინიკიისა და მილეტის დაბრუნება.

seleucid47cr


                                                               სელევკიდთა არმია

მალე სელევკოს II-ის წინაამღდეგ მისი ძმა ანტიოქე ჰირერაკსი ამოქმედდა. ორივე ძმა ერთმანეთს ანკირასთან(დღევ. ანკარა) შეხვდა. სელევკოს II ბრძოლაში დამარცდა. მცირე აზიის მმართველად ანტიოქე დაინიშნა. ამის შემდეგ სელევკოს II-ს აუჯანყდა პართია. სელევკოსმა აჯანყების მეთაური არშაკი დაამარცხა და პართია სევ სელევკიდების ვალასი გახდა, მაგრამ ბაქტრიამ დამოუკიდებლობა ისევ შეინარჩუნა.

Antioche III


                                                                        ანტიოქე III

18 წლის სელევკოსის მემკვიდრემ ანტიოქოს III-ემ(ძვ.წ. 241-187წწ) ენერგიულად დაიწყო იმპერიის მართვა და გადაწყვიტა ისევ დაებრუნებინა იმპერიისათვის უწინდელი ძლიერება. პირველ რიგში მან ძვ.წ. 212-205 წწ-ში დაიბრუნა აჯანყებული ბაქტრია და პართია, ხოლო ამის შემდეგ საომარი მოქმედებები გადაიტანა დასავლეთით და დაიწყო ომი პტოლემაების ეგვიპტის წინაამღდეგ. ძვ.წ. 203 წელს ეგვიპტელები განდევნა ფინიკიიდან. ანტიოქეს ძვ.წ. 222 წელს ორი სათრაპი მოლონი და ალეხანდრე აუჯანყდა. მოლონმა თავდაპირველად დიდ წარმატებებს მიაღწია დაიბყრო ბაბილონი სუზა, სელევკია და მესოპოტამია. ძვ.წ. 221 წელს სელევკოსმა დიდი არმია შეკრიბა და პირადიად უხელმძღვანელა მას მოლონთან ბრძოლებში. ძვ.წ. 220 წელს იოლად დაამარცხა მოლონის არმია, რადგან მისი არმიის დიდი ნაწილი ანტიოქეს მხარეს გადავიდა. მოლონმაც და ალექსანდრემაც თავი მოიკლეს. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ანტიოქემ ატროპატენას შუტია, რომლის მეფე არტაბაზანი მოლონის მოკავშირე იყო ანტიოქესთან ომში. არტაბაზანი დანებდა და სელევკიდების ვასალი გახდა. სწორედ ამ დროს აჯანყდა სელევკიდების მცირეაზიული პროვინციების მმართველი აქეასი, მაგრამ მალე იძულებული გახდა ლიდიაში დაბრუნებულიყო.
ძვ.წ. 219 წელს ანტიოქემ ომი წამოიწყო პტოლემაების ეგვიპტის წინაამღდეგ. მან საკმაოდ წარმატებულად აწარმოა საომარი მოქმედებები და დაიკავა ორი მნიშვნელვანი ქალაქი, ტიროსი და პტოლემიადა. სხვა ქალაქებმა დიდი წინაამღდეგობა გაუწიეს სელევკიდებს და მათი წინსვლის შეჩერება შესძლეს. ანტიოქოსმა ზავი შეკრა ეგვიპტის მეფე პტოლემაოს IV ფილოფატორთან.
მალევე ძვ.წ. 218 წელს ანტიოქემ გაანახლა ომი ეგვიპტესთან. თავდაპირველად მან წარმატებებს მიაღწია დაამარცხა ეგვიპტის ჯარი ბერიტესთან ბრძოლაში და აიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი. ეგვიპტესთან ომი გაგრძელდა. ძვ.წ. 217 წელს პტოლემე IV და ანტიოქოს III ერთმანეთს რაფიასთან შეხვდნენ, ძველი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში. სელევკიდები დამარცხდნენ, ხოლო ანტიოქოს III იძულებული გახდა სამარცხვინო ზავი დაედო პტოლომაებთან.

t2HXo


                                                             ბრძოლა რაფიასთან

ძვ.წ. 216 წელს ანტიოქემ დაიწყო ომი ლიდიის მეფე აქაესთან. სელევკიდების არმიამ ალყა შემოარტყა დედაქალაქ სარდესს და 2 წლიანი ალყის შემდეგ აიღო იგი, ხოლო აქაესი დაიჭირეს და მოკლეს.
ძვ.წ. 212-205 წლებში ანტიოქე აწარმოებდა აღმოსავლეთის კამპანიას. იგი შეიჭრა სოფენაში თუმცა მალე ამ ქვეყნის მეფე ქსერქსესთან კარგი ურთიერთობა დაამყარა და ცოლად თავისი და ანტიოქიადა მისცა. ძვ.წ. 209 წელს ანტიოქემ პართიის დედაქალაქი ჰეკატომპილი აიღო, შემდეგ კი ჰირკანია დალაშქრა. ჰირკანიიდან ძლევამოსილი მეფე ბაქტრიისაკენ დაიძრა და დაამარცხა მისი მეფე ევტიდემ I. ბაქტრიელებმა შესძლეს სელევკიდებთან ზავის დადება და დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს. ამავე დროს ანტიოქემ გაანალა ურთიერთობები ინდოეთთანაც. აღმოსავლეთიდან დაბრუნების შემდეგ ძლევამოსილმა მეფემ მიიღო ტიტული “დიდი”.
ძვ.წ. 205-204წწ-ში ანტიოქემ წარმატებულად ილაშქრა არაბეთში. ამის შემდეგ ანტიოქემ ისარგებლა ეგვიპტის ენერგიული მმართველის პტოლომე IV-ის სიკვდილით და გაანახლა ომები ეგვიპტესთან, მან კავშირი შეკრა მაკედონიასთან და დაიწყო ეგვიპტის მიწების დაკავება. მალე მან გაანთავიუფლა პალესტინა, ეგვიპტელებმა დროებით შესძლეს დაებრუნებინათ იუდეა, მაგრამ სელევკიდებმა ისევ შესძლეს მისი დაბრუნება.
ეგვიპტესთან წარმატებული ომის შემდეგ ანტიოქემ დაიწყო ომი მცირე აზიის შემოსაერთებლად. მან მთელი მცირე აზია დაიმორჩილა და ძვ.წ. 196 წელს მან ჰელესპონტი გადალახა და ევროპაში დადგა ფეხი. მეფემ მაშინვე დაიწყო თრაკის წინაამღდეგ ომი. მას თრაკიაში ყოფნის დროს ესტუმრა რომის ელჩი ლუციუს კორნელიუსი და ლეგატები კავდინი და ტერენციუსი. რომაელებმა მას მოსთხოვეს თრაკიის განთავისუფლება და ეგვიპტისათვის წართმეული ქალაქების დაბრუნება, ანტიოქემ ისინი ცივი უარით გაისტუმრა.
ძვ.წ. 195 წელს ქალაქ ეფესოში ანტიოქე შეხვდა გენიალურ კართაგენელ მხედართმთავარს ჰანიბალს. ჰანიბალი ყოველნაირად ცდილობდა ანტიოქე დაერწმუნბინა და რომის წინაამღდეგ ომში ჩაება მაგრამ ანტიოქე არ ჩქარობდა და რომისაგან რეაქციას ელოდა ელჩების უარით გასტუმრებისათვის.
ძვ.წ. 193 წელს რომმა ისევ გაგზავნა ელჩები ანტიოქესთან მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა და ომიც დაიწყო.
ძვ.წ. 192 წელს ანტიოქემ გადალახა ეგეოსის ზღვა და შეიჭრა თესალიაში, მაგრამ ძვ.წ. 191 თერმოპილესთან გამართულ ბრძოლაში იგი რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს და ანტიოქე იძულებული გახდა დროებით უკან დაეხია.
ანტიოქოსი მცირე აზიაში დაბრუნდა, შეკრიბა დიდი არმია და პერგამონს შეუტია, რომელიც რომის მოკავშირე იყო. მალე რომაელებმა გაანადგურეს სელევკიდთა ფლოტი ეგეოსის ზღვაში და გადავიდნენ მცირე აზიაში.

მაგნეზია


                                                           ბრძოლა მაგნეზიასთან

ძვ.წ. 190 წელს რომაელებმა მაგნეზიასთან ბრძოლაში გაანადგურეს ანტიოქოსის მთელი არმია. სირიელები საბოლოოდ დარცხდნენ ამ ომში. ანტიოქე იძულებული გახდა დაეთმო მცირე აზიის პროვინციების ნაწილი და გადაეხადა დიდი კონტრიბუცია. სელევკიდების დასუსტებით ისარგებლეს სომხურმა სამეფოებმა და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
ძვ.წ. 187 წელს რომის მიერ დაკისრებული დიდი კონტრიბუციის დასაფარად ანტიოქე ელიმაიდეში შეიარაღებული რაზმით თავს დაესხა ბელას ტაძარს. როდესაც მაცხოვრებლებმა ამის შესახებ გაიგეს მათ დახოცეს სირიელი მძარცველები, მათ შორის იყო თვით დიდი მეფე ანტიოქე III…

Antioche IV


                                                                        ანტიოქე IV

ანტიოქე დიდის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ანტიოქე IV (ძვ.წ. 175-163წწ). მან აქტიური ომები წამოიწყო ეგვიპტის წინაამღდეგ. მან ორჯერ ილაშქრა ეგვიპტეში და მხოლოდ რომის ჩარევის შემდეგ გაიყვანა ჯარები პალესტინამდე. თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი მან აჯანყებული სათრაპიების დაბრუნებისათვის წამოწყებულ ომებს შეალია მაგრამ მხოლოდ სომხეთის დაბრუნება შესძლო.
მისი სიკვდილის შემდეგ სელევკიდების იმპერიამ ნგრევა დაიწყო. სათრაპთა და დაბყრობილ ხალხთა აჯანყებებმა ძლიერ დაასუსტა იმპერია. ახალდაარსებულმა პართიის არშაკიდულმა სამეფომ სელევკიდებს მიდია, ჰირკანია და პართია წაართვა. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს პერსიდამ, სოხეთმა და იუდეამ.
შინაომი მძვინვარებდა სამეფო კარზეც. მის ინტრიგებს 100 წლის განმავლობაში 19 მეფის სიცოცხლე შეეწირა.
ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს სელევკიდთა სამეფოს მხოლდ ფინიკია, სირია და კილიკია შერჩა. ძვ.წ. 69 წელს როდესაც ლუკულუსმა დაამარცხა ტიგრანი, მან სირიის მეფედ გამოაცხადა ანტიოქე XIII (ძვ.წ. 69-64წწ). ძვ.წ. 64 წელს გნეუს პომპეუსმა სირიას დამოუკიდებლობა ჩამოართვა და რომის პროვინციად აქცია. ასე დასრულდა დიდი იმპერიის არსებობის 250 წლიანი ხანა.

სტატიის დასასრული.

ივერი კოპალიანი
iveri-kopaliani.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button