ისტორია

პიერ დე არნუს მემორანდუმი ლუი XIV-ის მიმართ

სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიური მისიით მარსელში 1714 წლის იანვარში ჩავიდა.სადაც შეხვდა მარსელის მერს-შარლ კუსტანს და ვაჭრობის სფეროს წარმომადგენელს პიერ დე არნუს (ნ.ასათიანი-საქართველოს ისტორია,თბილისი 2001,გვ:324-325) მარსელში შეადგინეს მემორანდუმი (დიპლომატიური დოკუმენტი) , რომელიც პარიზში უნდა გაგზავნილიყო ,,მეფე მზესთან” ლუდოვიკო XIV-სთან.გთავაზობთ ნაწყვეტს პიერ დ’არნუს მემორანდუმიდან.

,,სულხან-საბამ საფრანგეთში მოგზაურობა საკუთარი გულისწადილით წამოიწყო.ჩვენ,გვგონია,რომ მის წინადადებებსა და ზრახვებს და ყველაფერ იმას,რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს,ადგილი უნდა დაეთმოს ერთ-ერთ უდიდეს პროექტში,რომელიც შეიძლებოდა შედგენილიყო თანამედროვე ვითარებაში,იმისათვის რომ გავრცელებულიყო რომის კათოლიკური სარწმუნოება…. გაძლიერებულიყო მეფე ლუი XIV ის ვაჭრობა .
ეს ძირს დასცემდა ჰოლანდიელთა ვაჭრობას და მათ ძლიერებას შეასუსტებდა.გაუწევდა მათ კონკურენციას ინდოეთში,საიდანაც მთელი სიმდიდრე გამოაქვთ.მოწიწება გაუჩნდებოდათ პორტუგალიელებსაც.ინგლისელებს კი აიძულებდა,რომ შიში ჰქონოდათ და პატივი ეცათ ჩვენთვის (ფრანგებისათვის) ასევე თურქები და სპარსელები ირთგვარად დამოკიდებულნი იქნებოდნენ ფრანგებზე.

e18395e18390e183aee183a2e18390e1839ce18392-vi-e18393e18390-e183a1e183a3e1839ae183aee18390e1839c-e183a1e18390e18391e183901

ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბას,როგორც ჩანს გავლენა აქვს საქართველოში: ხალხზე და სამეფო ოჯახზე.ისიც ჩანს,რომ იგი მეტად კეთილგანწყობილია რომის კათოლიკური სარწმუნოებისადმი იმ იმედით რომ მასში გააერთიანოს თავისი ქვეყნის ყველა ხალხი.ერთადერთმა მიზანმა მოიყვანა ის საფრანგეთში.გამოითხოვოს მისიონერები, ის ამბობს რომ საქართველოს მეფეს ვახტანგს ყველაზე მეტად ის სურს,რომ მაგალითი მისცეს თავის ქვეშევრდომებს.ახლა რაც შეეხება სხვა გეგმებს,რომლებიც შეიძლება გვქონდეს საქართველოს მიმართ.მე მგონია რომ სულხან-საბას მიზნად აქვს ვაჭრობის შესახებ სხვა წინადადებების შემოთავაზება,რაც იმაში მდგომარეობს,რომ საქართველოზე გატარდეს აბრეშუმი,რომელსაც გილანისა და შემახის პროვინციებში აწარმოებენ.ისინი აბრეშუმის ერთადერთი მწარმოებლები არიან სპარსეთში.


ლუდოვიკო XIV- ,, მეფე მზე “

მე დავავალე მას (იგულისხმება სულხან-საბა ორბელიანი),შეედგინა რუკა,რომელიც ამას წინათ გამოგიგზავნეთ. მართლაც ამ რუკიდან და ახსნა-განმარტებებიდანაც,რომლებიც ამის შესახებ მივიღე,რომ სომხები იძულებულნი არიან ხმელეთით იარონ თურქეთის გავლით შავ ზღვაზე,რათა ქარავნებით მიიტანონ აბრეშუმი სპარსეთის ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე.სადაც ის თითქმის მთლიანად იყიდება.საქართველოს გავლით სამი მეოთხედით შემცირდებოდა.კითხვას,სომხები,რომლებიც მოგებას არიან დახარბებული ამ გზით რატომ არ დადიან,როცა ეს გზა უმოკლესიცაა და ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს? სულხან-საბა ასე უპასუხებს:,,ეს ხალხი არ არიან ჩვენი მფარველობის ქვეშ და ისინი ვერ ბედავენ,რომ გარისკონ და გადაიარონ ისეთ ქვეყანაზე,როგორიც საქართველოა,რადგან მის მოსახლეობას არასანდოდ თვლიან.აქ არ არის ქარვასლები,როგორიც თურქეთშიაო.სულხან საბა ამბობს ვახტანგი თვითონ წამოიწყებდა ამ ვაჭრობას და ჩაიტანდა აბრეშუმს კონსტანტინეპოლში თუ კი შეძლებდა თავისი სამფლობელოების დაბრუნებასო.მისი თქმით ძნელი არ იქნებოდა,თუ საფრანგეთის მეფე მოწყალებას მიიღებდა და დაადასტურებდა,რომ დაინტერესებულია საქართველოს მეფით.


კლოდ ჟოზეფ ვერნე-,,მარსელი”,1749

ყველა საფუძველი გვაქვს იმედი ვიქონიოთ,რომ ამ პროექტს წარმატება ექნებოდა.ამას შეიძლება დაემატოს ვაჭრობა:ცვილით,მატყლით,ტყავით ან ენდროს ფესვით,რომელიც წითელ საღებავს იძლევა და ის,როგორც ამბობენ,უხვად მოიპოვება საქართველოს ბაზრებზე,სადაც საფრანგეთისთვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა სხვა საქონელთან ერთად თავისი მაუდის ნაწილიც გაესაღებინა…

Source
https://msoflioistoria.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button