სტატიაში თქვენ იხილავთ შოტლანდიის ულამაზეს ციხესიმაგრეთა ათეულს,რომლებიც შუა საუკუნეებში აიგო და დღესაც აქტიურად იპყრობს ტურისტების ყურადღებას.შოტლანდია ლანდშაფტების საოცარი სილამაზით გამოირჩევა.მასთან შეხამებული ბებერი,ხავსმოდებული ციხეები თუ ციხე-კოშკები უფრო ალამაზებს,ამასთანავე ლირიკულს და შთამბეჭდავს ხდის მას.
1. ეილენ დონანი
შოტლანდიის ერთ-ერთი შთამბეჭდავი შუასაუკუნოვანი ცისემიაგრე – ეილენ დონანი,XIII საუკუნის შუა ხნებში აშენდა.იგი ჩრდილოეთის მაღალ მიწებზე,მომცრო კუნძულზეა აშენებული.1719 წელს იგი აჯანყებას ემსხვერპლა.ციხე მთლიანად დაინგრა XX საუკუნემდე იგი მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევებს წარმოადგენდა.XX საუკუნეში მას რესტავრაცია ჩაუტარეს და იგი დღეს ასე გამოიყურება.ეილენ დონანი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკულტო ნაგებობად შოტლანდიაში.
2. ედინბურგის ციხე
XII საუკუნემდე ედინბურგის ციხე შოტლანდიის სამეფო ძალების ცენტრი გახლდათ.შუა საუკუნეების დროიდან ციხე ბევრჯერ გადაკეთდა,მაგრამ ძირითადი მედიევასტიკური სტილი შენარჩუნებულია.ამის ბრწყინვალე მაგალითი წმინდა მარგარიტას სამლოცველოა.
3. სტირლინგის ციხესიმაგრე.
სტირლინგის ციხე XIV საუკუნით თარიღდება.სიმაგრეში შემავალ ფორტიფიკაციების უმრავლესობა შოტლანდიის მეფემ ჯეიმს IV-მ ააგო. (1488-1513).ციხე შოტლანდიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.აღსანიშნავია,რომ იგი 8-ჯერ მოაქციეს ალყაში.
4. სტალკერის ციხე.
სტალკერის ციხე 4 სართულისაგან შედგება და XIV-XV საუკუნეებშია აგებული.პაწია ციხესიმაგრე შეგიძლიათ იხილოთ ლოხ ლაიხში,დასავლეთ შოტლანდიაში.
6.ბლექნესის ციხე
ბლექნესის ციხე,რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შოტლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე.ეს უჩვეულო ნაგებობის ციხესიმაგრე თავისი ფორმით გემს წააგავს.
7. დუნის ციხე
დუნის ციხე ცენტრალურ შოტლანდიაში მდებარეობს.იგი შოტლანდიის მეფის რობერტ II-ის ვაჟმა ააგო XIV საუკუნეში.ედინბურგის ციხის მსგავსად,შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ციხესიმაგრე ბევრჯერ გადაკეთდა.დღეს კი ასე გამოიყურება.
8. დუნგევანის ციხე.
დუნგევანის ციხე მდებარეობს,შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულ – ცაზე.ციხე ერთ-ერთი ყველაზე ძველია შოტლანდიის სიმაგრეთა შორის.იგი შედგება 6 დამოუკიდებელი ნაგებობისაგან.ზოგიერთი კი შუა საუკუნეებშია აგებული.
9.ბროუთის ციხე.
ბროუთის ციხე 1495 წლისათვის აიგო.მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდგომარეობა ეკავა და დიდ როლს თამაშობდა აღმოსავლეთ შოტლანდიის დაცვის სისტემაში.ციხე,თავისი მდებარეობის გამო მეორე მსოფლიო ომშიც გამხდარა ყურადღების მიზეზი.ბროუთის ციხე დღეს მუზეუმადაა გადაკეთებული.
10.სმაილჰოულმის კოშკი.
სტრატეგიულად მეტა მნიშვნელოვანი სმაილჰოულმის კოშკი,შოტლანდიისა და ინგლისის საზღვარზე მდებარეობს.კოშკი XV საუკუნით თარიღდება.1980 წელს მას რესტავრაცია ჩაუტარეს და მისი ნაწილი აღადგინეს.სმაილჰოულმის კოშკი აქტიურად იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გიგა ჩალიგავა
წყარო: Medievalists.net