ამონარიდებიგამონათქვამები

მარკ ტვენის საუკეთესო გამონათქვამები

UNSPECIFIED – CIRCA 1800: Samuel Langhorne Clemens 1835 to 1910 known by pen name Mark Twain American humorist, satirist, writer, and lecturer From photograph taken in his old age (Photo by Universal History Archive/Getty Images)

  1. სიმართლეს თუ იტყვი, არაფრის დამახსოვრება დაგჭირდება.
  2. როცა შენს თავს უმრავლესობის მხარეს აღმოაჩენ, ესეიგი ცვლილების დროა.
  3. ადამიანი რომელიც არ კითხულობს, არაფრითაა უპირატესი ადამიანზე, რომელიც ვერ კითხულობს.
  4. ‘კლასიკა’ – წიგნი, რომელსაც ადამიანები ადიდებენ, თუმცა არ კითხულობენ.
  5. სიკვდილის შიში სიცოცხლის შიშისგან გამომდინარეობს. ადამიანი, რომელიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ყოველთვის მზადაა სიკვდილისთვის.
  6. ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო მოიაროს, სანამ სიმართლე თავის ფეხსაცმელს მოირგებს.
  7. არასდროს უთხრა სიმართლე იმათ, ვინც არ იმსახურებს.
  8. ღმერთმა ომი იმისთვის შექმნა, რომ ამერიკელებს გეოგრაფია ესწავლათ.
  9. და ვინ ლოცულობს სატანისთვის? ვის აღმოაჩნდა საკმარისი ადამიანობა, რომ იმ ცოდვილისთვის ელოცა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს?
  10. წიგნები იმათთვისაა, ვისაც სურს სადღაც სხვაგან იყვნენ.
  11. ჯანსაღი გონება და ბედნიერება შეუძლებელი კომბინაციაა.
  12. ტანსაცმელი ქმნის კაცს. შიშველ ადამიანებს ნაკლები გავლენა აქვთ საზოგადოებაზე.
  13. შენ თვალებს ვერ ენდობი, როცა შენი წარმოსახვა ფოკუსს ცდება.
  14. თუ გაზეთებს არ კითხულობ არაინფორმირებული ხარ, და თუ კითხულობ დეზინფორმირებული.
  15. ყველა მთვარეა, ბნელი მხარე გააჩნია, რომელსაც არასდროს არავისთან აჩვენებს.
  16. პრობლემა მეგობრისთვის სიკვდილი არაა, პრობლემაა ისეთი მეგობრის პოვნა, რომლისთვისაც ღირს სიკვდილი.
  17. საუკეთესო გამომგონებლის სახელი. შემთხვევა.
  18. ყველაზე ცუდი მარტოობა მაშინაა, როცა საკუთარ თავთან არ ხარ კომფორტულად.
  19. ერთადერთი რაც ამ ცხოვრებაში გჭირდება ესაა უმეცრება და თავდაჯერებულობა. და წარმატება გარანტირებულია.
  20. ისტორია თავის თავს არ იმეორებს, თუმცა გააჩნია რითმი.
  21. სუფთა სინდისი ცუდი მეხსიერების უტყუარი ნიშანია.
  22. იმ ყველაფრიდან რაც ოდესმე დამიკარგავს, ყველაზე მეტად ჩემი გონება მენატრება.
  23. ნებისმიერი გულწრფელი ემოცია უნებურია.
  24. ადამიანების რასას ერთი რალურად ეფექტური იარაღი გააჩნია და ეს არის სიცილი.
  25. ძაღლი ჯენლტმენია. მის სამოთხეში მინდა წასვლა და არა ადამიანების.
  26. ხმის მიცემა რომ რაიმეს ცვლიდეს, ჩვენ ამის უფლებას არ მოგვცემდნენ.
  27. შეგვიძლია რეალობა საკმარისი წარმოსახვით დავამარცხოთ.
  28. უკეთესია, ვიმსახურებდეთ პატივს და არ გვქონდეს ის, ვიდრე გვქონდეს და არ ვიმსახურებდეთ.
  29. ჩემი წიგნები წყალია. გენიოსების წიგნები ღვინო. წყალს ყველა სვამს.
  30. სწორი სიტყვა შეიძლება ეფექტური იყოს, თუმცა არცერთი სიტყვა არაა ისეთი ეფექტური, როგორც სწორ დროს აღებული პაუზა.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button