განხილვამუსიკა

Edi Line – Echo From The Future (2014)

traditional electronic, pop, new age

ტრეკლისტი:

  1. Runaway To The Future (3:07)
  2. Mermaids (3:03)
  3. Rhapsody Of Mystical Mountains (3:51)
  4. RimpiTimpiTam (3:24)
  5. Aphrodite’s Thoughts (3:25)
  6. Levitation (3:38)
  7. Dance Of The Romantic Fairies (3:39)
  8. Spiral Galaxy (3:48)
  9. Symphony Of Spring Clouds (3:49)
  10. Prometheus’ Awakening (3:24)
  11. The Little Hadron Collider (2:37)
  12. Echo From The Future (4:42)

შემადგენლობა:

  • ედნარ მგელაძე – ელექტრონული ინსტრუმენტები

როდესაც მუსიკალური ინდუსტრიის ორომტრიალით დავიღლებით, კარგი იქნება გაგვახსენდეს, რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც მუსიკას, უბრალოდ, თავისი სიამოვნებისთვის ჰქმნიან – სახლში, თავისუფალ დროს, ყოველგვარი ტრანსცენდენტული პრეტენზიების გარეშე. ამიტომაცაა, რომ ხშირად ასეთ სამოყვარულო მუსიკაში სიმსუბუქე და პოზიტიურობა იგრძნობა. ასეთია ედნარ მგელაძის მიდგომაც. ფსევდონიმ Edi Line-ს ქვეშ მან მუსიკის წერა ერთი 10 წლის წინ დაიწყო; მისი პირველი ალბომი („Begin”) კი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე – უბრალოდ ფრჩხილებში ჩასმულმა ქართულმა გვარმა მიიქცია ყურადღება. ალბომის სმენისას კი ხელში შემრჩა მოკლეფორმატიანი, მაგრამ საკმაოდ ხალასი ელექტრონული მუსიკა, რომელშიც Jean Michel Jarre-სა და თანამედროვე ტექნოს ღირებულებები იყო შერწყმული.

იმის შემდეგ გავიდა 9 წელი და 2014 წელს Edi Line ახალი, რიგით მესამე ალბომით გვიბრუნდება. შემოქმედებითი მიდგომა მსგავსია – უბრალოდ სტილისტური ორიენტირებია ოდნავ მორფირებული. აქ Jarre-თი ინსპირირებული ატმოსფერული ელექტრონიკა მარტივ პოპ-მელოდურობასთანაა დაკავშირებული და ალბომის მანძილზე ეს სხვადახვა სემპლირებულ პერკუსიულ ბაზას ეფუძნება.

ალბომში 12 საშუალოტემპიანი ნაწარმოებია, რომელიც თავის თავს არ გახვევს, მაგრამ მუდმივად გართობს პატარ-პატარა, ლამაზი, მაჟორული მელოდიური მოტივებით; შედეგად ვიღებთ ინტელიგენტურ, ცოტათი მორიდებულ, მაგრამ განწყობის შესაქმნელად იდეალურ მუსიკას. ის შეიძლება მოისმინოს როგორც ფონად, ასევე დიდი ყურადღებით, არანჟირების საინტერესო ნიუანსების აღმოსაჩენად. ესაა ნამუშევარი შედევრალურობაზე ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, მაგრამ უნარით, თავისი დადებითი განწყობით იმდენად მიგიზიდოს, რომ რამდენჯერმე ზედიზედაც კი ჩართო.

7/10.

————————————————————————————————————

When we get tired by the vanity of the musical industry, it might come handy to remember there are people who make music simply for their own pleasure – at home, in their free time, without any transcendental pretentions. That’s why this kind of music often feels light and positive. Such is Ednar Mgeladze’s approach. He started writing music about 10 years ago under Edi Line alias; actually I stumbled on his debut album (“Begin”) by sheer chance – it was just the Georgian last name that drove my attention. Listening, I was left with short-format, but quite fresh electronic music, where Jean-Michel Jarre’s and modern techno values were welded.

Nine years have passed and Edi Line returns with his third outing, The creative approach isstill similar, just with some morphing of stylistic orienting points. Here, Jarre-inspired atmospheric electronics are connected with pop melodicity and this all is built upon different sampled percussion bases throughout the album.

There are 12 mid-paced pieces on the album – they never dictate, but are always ready to entertain the listener with small, beautiful, major-key melodic motives. As a result, we get music that is intelligent, a bit reserved butideal for creating a certain mood. It can be used either as a background or foreground listening, so you can get all of those small arrangement nuances. This work doesn’t ever pretend to be a masterpiece, but it has the special skill of attracting the listener with its positivity, so one might even well put it on repeat.

7 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Edi Line – Echo From The Future (2014)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button