ფსიქოლოგია

შესაძლებელია გონების ტოტალური კონტროლი?

შეუძლია ჰიპნოზს აიძულოს ადამიანი თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება? ეს კითხვა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ფსიქოლოგებს შორის.

რა არის რეალობა?

ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი კვლევა ჩატარებულა. ამერიკის და რუსეთის საიდუმლო სამსახურები ყოველთვის ცდილობდნენ ჰიპნოზის გამოყენებით შეექმნათ იდეალური ჯაშუში, ან თუნდაც ასასინი. თუმცა რთულია მათი წარმატების საბუთის პოვნა.

ალბათ ყოველგვარი ექსპერიმენტები მისაღებია ჯაშუშების და შეშლილების იატაკქვეშეთში. თუმცა, უნივერსიტეტის კვლევები, ამ თემასთან დაკავშირებით, ყოველთვის შეზღუდულია ეთიკის ნორმებით.

შეიძლება დაგაჰიპნოზონ და გაიძულონ რაიმე არალეგალური, ან გიბიძგონ სისასტიკისკენ?

არა. ზოგადი პასუხი ასე ჟღერს.

თუმცა, შეიძლება ვიღაც შეშლილმა, ვისაც არც თავისუფალი დრო აკლია, არც ფული და არც ძალაუფლება, ბოროტული გეგმები დააწყოს. რეალურადაც, ყოფილა ბევრი საიდუმლო ექსპერიმენტალური პროგრამა, მაგალითად MK-Ultra, რომლებიც ჰიპნოზს და ნარკოტიკებს იყენებდნენ გონებაზე კომტროლის ლიმიტის გასაქრობად. მაგრამ, შეიძლება კი, შენი კეთილი მეზობელი ისე დააპროგრამონ, რომ მკვლელად გადაიქცეს?

დოკუმენტირებულად ცნობილია, რომ თუ ადამიანის პერსონალურობა დარღვეულია რაიმე სახის ანომალიით, იმისათვის რომ მისი გონება რაიმე ექსტრემისტულისკენ მიმართო, მკვლელობა ან თავის აფეთქება, შენ უნდა შეგეძლოს მისი მიმთითებელი (მასწავლებელი) გახდე ამ საქმეში, ჰიპნოზის დახმარებით, ან მის გარეშე.

ჰიპნოტიური მდგომარეობა, ცნობიერების ის დონეა, როცა ადამიანის დარწმუნება გაცილებით მარტივდება. მაგრამ, დარწმუნების ხელოვნება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ნორმალური ადამინის მკვლელად ჩამოყალიბებაში დარწმუნება ნაკლებად სავარაუდოა.

მაგრამ, თუ შენ მოიტაცებ მის შვილს და მოკვლით დაემუქრები, ცხადია ის შენს ყველა დავალებას შეასრულებს, შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

იგივე პრინციპით, შენ შეგიძლია დაარწმუნო ადამინი, რომ რაიმე საშინელება მოხდება, თუ ის მკვლელობას არ ჩაიდენს.

ჰიპნოზი სწორედ იმისთვის შეიძლება გამოიყენო, რომ უდანაშაულო ადამიანს ამ თემასთან დაკავშირებული ამბები, სურათები და გრძნობები ჩაუნერგო. რომლებიც უკვე ცნობიერ ცხოვრებაზეც იქონიებენ გავლენას.

ალბათ წაგიკითხავთ, ან ფილმებში გინახავთ, როგორ იყენებენ ადამინებს რობოტებივით, ვინმეს მოსაკლავად ჰიპნოზის დახმარებით. ვინაიდან, ასეთი რამ უდანაშაულო ადამინთან ნაკლებად სავარაუდოა, ამ ამბების შემოქმედნი ისეთ ადამიანებს იყენებენ, რომლებიც პერსონალურად უკვე მზად არიან.

შესაძლოა, არა ბოროტების გასაკეთებლად, მაგრამ უკვე მომართულები არიან ძალადობისკენ. იგულისხმება ომის ვეტერნები, რომლებმას ბრძოლისას ბევრი მტერი გაანადგურეს.

კიდევ ერთი ფაქტორია რწმენა. ასეთ ადამიანებს ძრითადათ გააჩნიათ რწმენა, რომ განკარგულებების შესრულება სწორია, მიუხედავათ შედეგებისა.

თუ ასეთი ტიპის ადამიანი საიდუმლო პროექტში მოხალისეობის სურვილს გამოთქვამს. დიდი ხნის განმავლობაში იქნება გაწვრთნილი და მისი გონების რეპროგრამირებაზე სერიოზულად იმუშავებენ, ყველაფერი შესაძლებელია.

დასკვნისთვის

საბედნიეროდ, მსგავს პროექტებში ჩართვის მსურველი ძალიან ცოტაა. თუმცა, არსებობენ ფანატიკოსები, რომელთაც საერთოდაც არ სჭირდებათ ჰიპნოზი იმისთვის, რომ ასასინები გახდნენ.

ყველას გვსმენია კამიკაძეების შესახებ, რომლების რელიგიური შეხედულებების გამო თავს სწირავენ.

მსოფლიოში ისედაც მრავლად არიან ბოროტად განწყობილები და ჰიპნოზის გზით ახლების დამატება ნამდვილად არ გვჭირდება.

შენი ცოდნის გარეშე, ვერავინ გაიძულებს მკვლელობა ჩაიდინო.

ჰიპნოზი შეიძლება გახდეს დამარწმუნებელი მექანიზმი, მაგრამ მას ვერ ექნება კონტროლი შენს გონებაზე, მორალზე, ან განსჯის უნარზე.

ასე რომ, ნუ შეგეშინდება ჰიპნოზის ბოროტული ეფექტების. ის მძლავრი იარაღია, რომელიც დადებითი მიზნებისთვის უნდა გამოვიყენოთ და არა ბოროტი ჩანაფიქრების განსახორციელებლად.

სტატიის ავტორი: John Ryder, Ph.D.,

Source
https://eon.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button