“ცისარტყელა” ჭიანჭველები ანუ შენ ის ხარ, რასაც ჭამ
შენ ის ხარ, რასაც ჭამ – ეს ცნობილი გამოთქმა ამ მწერებზე უკეთ ალბათ ძნელად თუ მიესადაგება ვინმეს ან რამეს. მოჰამედ ბაბუმ საზოგადოებას ეს გასაოცარი ფოტოები წარუდგინა, რომლებშიც ჭიანჭველებს შაქრის ფერადი წვენების დალევის შემდგომ მუცელი შესაბამისი ფერის უხდებათ.
მოჰამედს ეს იდეა მაშინ დაებადა თავში, როცა მისმა ცოლმა, შამიმმა უთხრა, რომ მოფუსფუსე არსებები რძის შეხვრეპის შემდეგ გათეთრდნენ და თან რამდენიმე მათგანიც აჩვენა.
მოჰამედმა შეკრიბა ჭიანჭველები და შაქრის ფერადი წვეთები დაალევინა, თან აკვირდებოდა, მათი გამჭვირვალე მუცლები როგორ ფერადდებოდნენ იმის მიხედვით, რას სვამდნენ. მან შაქრის სიროფში საჭმელად ვარგისი წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი წვენები გაურია და ბაღში დააწვეთა, რათა ეს მშრომელი მწერები მოეზიდა. ზოგიერთმა ჭიანჭველამ რამდენიმე ფერიც კი მიიღო და სხეულში ახალი კომბინაცია შექმნა.
53 წლის მეცნიერმა დაკვირვებისას ისიც შენიშნა, რომ ჭიანჭველები ყვითელსა და მწვანე ფერს ამჯობინებდნენ. მუქი მწვანე და ლურჯი წვენები ნაკლებად მოექცა ყურადღების ცენტრში, მათ მხოლოდ მას შემდეგ მიაშურეს, როცა სხვაგან ადგილები გამოილია.
“გადაღება მას შემდეგ გადავწყვიტე, როცა ჩემმა ცოლმა მაჩვენა, რომ სამზარეულოს კუთხეში დაწვეთებული რძის მოწრუპვის შემდგომ ჭიანჭველები გათეთრდნენ. ფოტოები ბაღში გადავიღე, რომ ბუნებრივ განათებაზე უკეთ გამოჩენილიყო ეფექტი. რამდენიმე წუთში უამრავი ჭიანჭველა მოგროვდა, მაგრამ შედეგით რომ დავკმაყოფილებულიყავი, რამდენიმე წყება გადავიღე.”
სამხრეთ ინდოეთის ქალაქ მაისურში მცხოვრები მუჰამადი ამ ეფექტს იმით ხსნის, რომ ჭიანჭველების მუცელი ნახევრად გამჭვირვალეა, ამიტომ ფერადი წვენის დალევისას ვხედავთ, რითი აქვთ მუცელი სავსე. “წვენში პარაფინი გავურიე. სწორედ ამიტომ წვეთები მყარად იყვნენ და როცა ჭიანჭველები მათ ეხებოდნენ, არ იღვრებოდნენ.”