ფსიქოლოგია
ცხოვრების პრიორიტეტების ფსიქოლოგიური ტესტი
ხშირად ვართ ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როცა გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის გარეშე უნდა მივიღოთ. ვნახოთ რას გვეტყვიან ისინი…
რას გააკეთებდით პირველად, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით.
- ბავშვი ტირის
- გარეთ ტანსაცმელები გაქვს გაფენილი და წვიმას იწყებს.
- ონკანიდან წყალი წვეთავს.
- კარზე ზარია.
- ტელეფონი გირეკავთ.
რომელი იქნებოდა პირველი, მეორე და მომდევნოები.
დაალაგეთ თანმიმდევრობით, ბევრი ფიქრის გარეშე.
…
…
…
ყველა მოქმედება იმ პრიორიტეტებს ასახავს, რომელიც ცხოვრებაში გაქვს განსაზღვრული.
მაგალითად, თუ პირველად ტელეფონს უპასუხებდით, თქვენთვის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტი კარიერა და სამსახურია. შესაბამისად, თუ ბოლოს ბავშვს დააწყნარებდით, ოჯახი ყველაზე დაბალპრიორიტეტული იქნებოდა თქვენთვის.
- ბავშვზე ზრუნვა – ოჯახი
- ტანსაცმლის ჩამოხსნა – სექსი
- ონკანის დაკეტვა – მატერიალური ფასეულობები (სიმდიდრე)
- შეამოწმო, ვინაა კარზე – მეგობრები და ახლობლები
- ტელეფონის პასუხი – კარიერა და სამსახური