ნიჰილიზმის წინააღმდეგ ანუ ნიცშემ გაიცნო დოსტოევსკი
გთავაზობთ დოსონის კოლეჯის პროფესორის, მაია სტეპენბერგის ინტერვიუს თარგმანს, რომელიც შეეხება მის წიგნს, “ნიჰილიზმის წინააღმდეგ ანუ ნიცშემ გაიცნო დოსტოევსკი”
კითხვა 1. რა აქვთ დოსტოევსკისა და ნიცშეს საერთო?
ორივე ღმერთის იდეითაა შეპყრობილი. ნიცშეც და დოსტოევსკიც ინტერესდებიან ღმერთის რაობით, მაგრამ ყველაზე საინტერესო არაა ის, თუ სად ხდება მათი აზრების გადაკვეთა, არამედ სად მჟღავნდება უთანხმოება. თითოეული მათგანის სიღრმისეული წაკითხვა მიახვედრებს ადამიანს, რომ ისინი პრაქტიკულად ყველაფერზე თანხმდებიან, გარდა ერთისა: დოსტოევსკი საბოლოოდ იწამებს ღმერთს, მაშინ როცა ნიცშე რწმენას უარყოფს.
კითხვა 2. რა კითხვები აწუხებდა ამ ორ მოაზროვნეს?
მშვენიერება, სიმართლე, სიკარგე ის სამი ენიგმაა, რომლებიც განსაზღვრავენ მათი ნაწერების ხასიათს. ეგზისტენციალური კრიზისი, დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლება, მორალისა და ესთეტიკის დაპირისპირება და ნიჰილიზმის კრიტიკულობის პრობლემა ის თემებია, რომლებიც ასახულია მათ ნაშრომებში.
კითხვა 3. რატომ ფიქრობთ, რომ ნიჰილისტური დამოკიდებულებები ასე კრიტიკულია თანამედროვე მსოფლიოში?
ნიჰილიზმი დღევანდელი მსოფლიოს პირველი პრობლემაა. არაფრის განცდა საზოგადოებისთვის საშიშია. გლობალიზაციის ეპოქამ დაამსხვრია საზღვრები და ადამიანური გრძნობების გაუფასურება გამოიწვია. ნიცშეც და დოსტოევსკიც, გარკვეულწილად, შიშობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ კიდეც ამას.
კითხვა 4. შემოგვთავაზეს თუ არა ნიცშემ და დოსტოევსკიმ ნიჰილიზმიდან გამოსავალი?
კი. მათ განსაზღვრეს ერთი და იგივე პრობლემა, თუმცა სხვადასხვა გამოსავალი ნახეს. ერთი მხრივ, ნიცშეს იდეა არასწორად იქნა გაგებული ადამიანების მიერ, კერძოდ, ფაშისტებმა ნიცშეს “ძალაუფლების ნება” გაიგეს, როგორც ძლიერის მიერ სუსტის დათრგუნვა. მეორე მხრივ, დოსტოევსკის გამოსავლის გაგებაც კი არ უცდიათ ადამიანებს. მისი იდეა აისახა “ძმებ კარამაზოვებში” – სამყაროს დაძლევა მისი სიყვარულით შეიძლება.
დოსტოევსკისა და ნიცშეს კითხვის მთავარი არსი ისაა, რომ მათ ღრმად აინტერესებდათ ყველაფერი, რასაც ისინი წერდნენ. ეს ორი ადამიანი წერდა დიდი სიყვარულითა და ენერგიით. ესაა სწორედ, რაც მკითხველებს მათში იზიდავს უკვე მრავალი ხანია.
ინტერვიუს სრული სახით ხილვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bloggerskaramazov.com/2018/08/22/nietzsche-meets-dostoevsky-interview/