როგორ ცდილობენ დრამის დედოფლები შენს კონტროლს?
დრამის დედოფალი რომ აღვწეროთ ალბათ დაახლოებით ასეთი ვიღაც გამოგვივა: ყურადღების მაძიებელი, ისტერიული და ადამიანი, რომელსაც მცირე დეტალებიც საოცრად აღელვებს.
ჩვენ ყველას გვესაჭიროება ყურადღება და მიღება ადამიანებისგან. ეს ადამიანის ბუნებაა, რომ უნდოდეს აღიარება და ცნობადობა საკუთარი წრისგან. ჩვენი პიროვნების მიღება მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც პირველ რიგში მეგობრებისგან და ახლობლებისგან ვიღებთ. ეს თავს სხვა ადამიანებისთვის ფასეულად და მნიშვნელოვნად გვაგრძნობინებს.
კარგად დაბალანსებული და თავდაჯერებული ადამიანი სხვებისგან მისი პიროვნების მიღებას რაციონალურად ახერხებს და არ სჭირდება მათი ქმედებებით ამის ფაბრიკაცია და სხვების წაქეზება.
ის ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს და არათავდაჯერებულია მსგავს სიტუაციაში შეიძლება არაადექვატურად გამოიხატოს. მათ შეიძლება შექმნან სიტუაციები, რომლებშიც მხოლოდ ისინი იქნებიან ცენტრში, ყველას ყურადღების.
რას აკეთებენ დრამის დედოფლები შენს გასაკონტროლებლად?
- ისინი ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ
ეს არის დრამის დედოფლების გამომარჩეველი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნიშანი. ისინი ყურადღებას ეძებენ და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გზით მიიქცევენ ყურადღებას.
- ყველაფერს პიროვნულად იღებენ
ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება პერსონალურად დრამის დედოფლებისკენაა მიმართული. ალბათ დაკვირვებიხართ, რაიმე ტრაგედიის შემდეგ, როგორ აქვეყნებენ პოსტებს, რომელშიც ამბობენ, თუ როგორ განიცადეს ესა თუ ის ტრაგედია. მათ გონებაში, ყველაფერი მათ ეხებათ და მცირე კომენტარის ჩამატებით ყველა მოვნელის ცენტრში ხვდებიან.
ყველაფრის გაპორსონალურებით, ყოველთვის იერარქიის მეორე პოზიციაზე აღმოჩნდები.
- ისინი ყველაფრის პროპორციებს არღვევენ
უმცირესი დეტალიც კი, დრამის დედოფლისთვის უდიდესი კატასტროფაა. იქნება ეს ხალიჩაზე ღვინის დაღვრა, თუ შეცდომით აღებული სხვა შემადგენლობის სენდვიჩი, ყველაფერი უდიდესი გამოწვევა და ტრაგედიაა.
- ისინი დრამატულ სიტუაციებს აღძრავენ
დრამის დედოფლები ქმნიან სიტუაციებს, რომლების საშუალებას აძლევთ იბრწყინონ. ისინი ჭორაობენ და მანიპულირებენ, რათა სიტუაცია მსხვილად წარმოაჩინონ და შემდეგ უკანა რიგებში ჯდებიან და დრამის გაშლას ელიან. ბოლოს კი, საკუთარ თავებს მხსნელებად გვივლენენ, ან ერთადერთად, რომელსაც ორივე მხარის ესმის. ეს კლასიკური კონტროლის მექანიზმია.
- მათ უყვართ სხვების გაჭორვა
დრამის დედოფალი სიტუაციებით პროვოცირებს და ჭორების აგორებაში პირველია. მათ უყვართ როცა რაიმე ჭორის პირველწყარო ხდებიან და ამას სხვებს უყვებიან. როგორც წესი, ასეთი ჭორები აზიანებს იმ ადამიანებს, რომლებისკენაცაა მიმართული, ან ბულინგის მსხვერპს ხდის.
- სხვების პრობლემებში ეკვეხებიან
დრამის დედოფლების სხვა ადამიანების დრამებში ჩრიან საკუთარ თავებს, სიტუაციას საკუთარ თავზე ირგებენ და ცდილობენ საკუთარი პერსპექტივიდან მოაგვარონ პრობლემა. როგორც წესი, ასეთ დროს რეალური პრობლემის მქონე ადამიანი უკანა რიგში ინაცვლებს.
- ყველაფრის და ყველას მიმართ კრიტიკულები არიან
არაფერია იმდენად კარგი, რომ მათთვის საკმარისი და შესაბამისი იყოს. ისინი საუბრობენ ისე, თითქოს ავტორიტეტები იყვნენ.
შენი ხედვები და იდეები შეუსაბამოა. ისინი ექსპერტები არიან, რასაც არ უნდა ეხებოდეს საუბარი. მათ იციან რა იქნება იდეალური, როგორც კი შეხედავენ.
- წუნიები არიან
საჭმელებში, ტანსაცმლის არჩევაში, მეგობრებში, ყველაფერში თითქოს იდეალურს ეძებენ და ყველაფერს იწუნებენ. დრამის დედოფლები ისინი არიან, ვინც საჭმელს მაღაზიაში ან რესტორანში მიაბრუნებს, სასტუმროს მიმღებს ეჩხუბება, ან გამყიდველი ჭკუიდან გადაჰყავს.
მაშინ როცა ისინი იდეალურის ძებნაში არიან შენ, გვერდზე რჩები, შენი საჭიროებები და სურვილები არავის აინტერესებს, როცა მათ გზაზე ხარ.
- შეპყრობილები არიან იდეალურად გამოიყურებოდნენ
სოციალურ ქსელებში უამრავ სელფს პოსტავენ და ყველაში იდეალურად გამოიყურებიან. თითოეული დეტალი მათთავის მნიშვნელოვანია, იდეალური მაკიაჟი, იდეალურად გაკეთებული ფრჩხილები.
- უმცირეს რამეებზეც ისტერიას იწყებენ
პატარა პრობლემა მათ ცრემლების ზღვაში აგდებს, გადადებენ შეხვედრას, ფანჯრიდან მოისვრიან ტელეფონს.
ასეთი ტემპერამენტის მქონე ადამიანთან ერთად ცხოვრება, არამარტო მათი კონტროლის ქვეშ გამყოფებთ, გამოგფიტავთ კიდეც.
სიტუაციების გაცნობიერება, საკუთარი ცხოვრების სადავეების ხელში დასაბრუნებლად გამოგადგებათ.
მომზადებულია Janey Davies, B.A. (Hons)-ის სტატიის მიხედვით