კინემატოგრაფიასიასურათები

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც თვითონვე დაღუპეს თავიანთი კარიერები

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც თვითონვე დაღუპეს თავიანთი კარიერები.

ჩარლი შინი
55d059c43710
ჩარლი შინის კარიერა 90-იან წლებში იყო უბრალოდ დიდების პიკზე, “უოლ-სთრითის” შემდეგ კრიტიკოსებმა მსახიობს უწინასწარმეტყველეს ვარსკვლავური მომავალი. ის მართლაც ვარსკვლავური გამოდგა, მაგრამ სხვა გაგებით. ალკოჰოლი, ნარკოტიკები, რამდენიმე საავტომობილო ავარია ნასვამ მდგომარეობაში, ავადმყოფური მიდრეკილება უძველესი პროფესიის წარმომადგენლების მიმართ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ 90-იანი წლების ბოლოს ჩარლი შინმა დაკარგა პოპულარობა და სტუდიებმა უარი თქვეს მასზე. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სცადა ფეხზე წამოდგომა და მიიღო როლები სერიალებში “სპინ-სითი” და “ორნახევარი ადამიანი”. მცდელობა გამოდგა წარუმატებელი: 2011 წელს შინმა მესამედ შედგა ფეხი ნარკოდამოკიდებულებისგან სარეაბილიტაციო ცენტრში და სტუდიებმა გაწყვიტეს მასთან კონტრაქტი.

ხოაკინ ფენიქსი
27f631017fa2
მას შემდეგ რაც ფენიქსმა მბრწყინვალედ შეასრულა იმპერატორ კომუდუსის როლი ფილმ “გლადიატორში”, ფენიქსისთვის ყველა გზა ხსნილი იყო ჰოლივუდისკენ, მაგრამ მსახიობს ხელი შეუშალა თავისმა ხასიათმა. ის არასოდეს არ ერიდებოდა ჰოლივუდის წესების გაკრიტიკებას, ხოლო ბოლოს კი ენაზე კბილის ვერ დაჭერის გამო ვერ მიიღო “ოსკარი”. ხოაკინ ითვლებოდა ფავორიტად მოცემულ კატეგორიაში, მაგრამ აკადემიკოსებიდან ერთ-ერთს გაახსენდა, რომ მსახიობმა “ოსკარს” უწოდა “სრული ნაგავი” და ოქროს ქანდაკება ხელიდან “გაუსრიალდა” ფენიქსს.

შელი ლონგი
4565f8863d4f
დღეს შელი ლონგი ცოტას ახსოვს – ხოლო ერთ დროს ის იყო ამომავალი ვარსკვლავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაინგრა რადგან შელიმ დაარღვია ჰოლივუდის დაუწერელი კანონი: არასოდეს არ წახვიდე წარმატებული სერიალიდან. 1982 წელს მსახიობმა მიიღო მთავარი როლი სერიალში “მხიარული კომპანია”. სერიალი აღმოჩნდა წარმატებული და შელი მაშინვე გამოჩნდა ყვითელი პრესის ფურცლებზე, ის ღებულობდა შემოთავაზებებს, რომ მონაწილეობა მიეღო სრულმეტრაჟიან ფილმებში და სწორედ ამან დაუნგრია მას კარიერა. შელიმ გადაწყვიტა, რომ კინო მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და წავიდა “მხიარული კომპანიიდან” დიდი ეკრანისთვის. საბოლოო ჯამში ვერცერთ კინოროლში მან ვერ გაიბრწყინა, ხოლო სერიალში აიყვანეს ახალი მსახიობი, ამგვარად პოპულარობამ შელის გვერდით ჩაიარა.

შაია ლაბაფი
8f0ca62fd06e
ჯერ კიდევ ცოტახნის წინ ყველას ეგონა, რომ შაია ლაბაფს გაუმართლა: როლებმა “ტრანსფორმერებში” და “ინდიანა ჯონსში” უზრუნველყვეს მისი პოპულარობა ჰოლივუდში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შაიას არ შეუძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა და იქცევა ისე როგორც გაფუჭებული მოზარდი. 2005 წელს ის თავსდაესხვა მეზობელს, 2007 წელს დააკავეს სუპერმარკეტში ქურდობისთვის, შემდეგ ამას მოჰყვა მრავალი დაკავებები ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის და ბოლო იყო ცნობილი გამოსვლა ბროდვეის მიუზიკლში “კაბარე”, სადაც მსახიობი ეწეოდა და ხმამაღლა იგინებოდა პირდაპირ დარბაზში, ამის გამო ის დააპატიმრეს და ღამე გაატარა პოლიციის განყოფილებაში. მოსამართლემ ის გაგზავნა ალკოჰოლისგან განსაკურნებელ სარეაბილიტაციო ცენტრში.

მელ გიბსონი
dc41890f395e
10 წლის წინ მელ გიბსონი იყო სუპერპოპუალრული მსახიობი და თითქოს არაფერი არ ემუქრებოდა მის კარიერას, მაგრამ დაიწყო ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები. 2006 წლიდან მსახიობს რეგულარულად აპატიმრებენ ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის, ამას ემატება პოლიციის შეურაცხყოფა სქესის ნიშნის მიხედვით: ერთხელ მელმა გოგონა პოლიციელს რომელმაც ის გააჩერა უწოდა “ტკბილი ძუძუები” – სრულიად არაპოლიტკორექტული შეურაცხყოფა. ქალების საჯარო დამცირებების გარდა ის ასევე აკეთებდა რასისტულ და ანტისემიტურ განცხადებებს. საბოლოო ჯამში გიბსონი სუპერვარსკლავიდან იქცა “ჩამოგდებულ მფრინავად”.

ჯენიფერ გრეი
19dade223d0c
ფილმ “ჭუჭყიანი ცეკვების” გიჟური წარმატების შემდეგ, რომელმაც პატრიკ სუეზი მთავარი როლის შემსრულებელ – ჯენიფერ გრეისთან ერთად გახადა სუპერპოპულარული, მაგრამ მსახიობმა დაუშვა შეცდომა როდესაც გადაწყვიტა იმის გაუმჯობესება რასაც ნამდვილად არ სჭირდებოდა გაუმჯობესება – მან გაიკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ჯენიფერს ეგონა, რომ უნაკლო ცხვირი მას კიდევ უფრო მეტ როლებს მოუტანდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ოპერაცია აღმოჩნდა წარუმატებელი და ექიმებმა მას გაუკეთეს მეორე – კორექტირებადი ოპერაცია. საბოლოოდ მსახიობი გამოვიდა კლინიკიდან და მისი სახე აღარ გავდა “ჭუჭყიანი ცეკვების” ვარსკვლავურ სახეს არანაირად, ხოლო რეჟისორებს არ ქონდათ სურვილი, რომ მისთვის შეეთავაზებინათ როლები. ჯენიფერ გრეი იმ ოპერაციას დღემდე უწოდებს “ყველაზე დიდ შეცდომას თავის ცხოვრებაში”.

ბონუსი

იზოლდა იზვიცკაია
67bfc69d833e
მას შემდეგ რაც იზოლდა იზვიცკაიამ მონაწილეობა მიიღო პავლ ჩუხრის სურათ “ორმოცდაერთში”, ის გახდა საბჭოთა პუბლიკის სიყვარულის ობიექტი. პუბლიკაზე და დიდებაზე მეტად იზვიცკაიას უყვარდა თავისი ქმარი – მსახიობი ედუარდ ბრედუნი, ხოლო მან კი მეუღლეს ამჯობინა სასმელი. იმის გამო, რომ ქმარი არ დაეკარგა იზოლდამ დაიწყო მასთან ერთად სმა, მაგრამ მუდმივი სმა ვერ დაიმალებოდა საბჭოთა რეჟისორებისგან. მსახიობს აღარ იწვევდნენ როლებზე, თან მისი ქმარი მაინც წავიდა თავის საყვარელთან რომელიც იყო უბრალო გამყიდველი. ეს იზოლდამ უკვე ვეღარ გადაიტანა. მისი ფსიქიკა გაუარესდა და ყველასგან დავიწყებული მალევე მოკვდა თავის ბინაში. ის იყო 38 წლის.

ვალენტინა სეროვა
494cd6b6ae33
საბჭოთა კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლამაზმანს საშინლად არ უმართლებდა პირად ცხოვრებაში. მისი პირველი სიყვარული – მფრინავი ანატოლი სეროვი დაიღუპა გამოსაცდელი ფრენების დროს. მეორე მეუღლე გახდა პოეტი კონსტანტინ სიმონოვი, მაგრამ მათი საერთო ცხოვრება არ დალაგდა და სიმონოვმა მოითხოვა განქორწინება. განქორწინების შედეგად სეროვას ერგო ერთი ოთახი კომუნალკაში, სადაც განგრძობდა ცხოვრებას მარტოობაში, გამოდიოდა თეატრალური სცენების მცირე როლებში და მონაწილეობას არ ღებულობდა კინოში. ის გარდაიცვალა 1975 წელს გაურკვეველ პირობებში თავისივე ბინაში.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button