ესელიტერატურასაკითხავი

ჯონი ველში – გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო სიტყვა

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პაწაწინა ნაგლეჯს ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველი გადავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თოთოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როცა ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს.
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვმდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა, მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებით ვარსკვლავებს დავხატავდი, ბენდეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა…
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა… არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ კაცსა თუ ქალს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი, თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ სიყვარულის უნარს პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი, რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის.

რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხო… დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგანაც როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ უკვე მომაკვდავი ვიქნები.

ყოველთვის თქვი, ის რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვივოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია გეტყოდი “მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი…

ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ მე ახლა ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ, და რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდასა თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა “ვწუხვარ”, “მაპატიე”, “გეთაყვა”, “გმადლობ”, და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატად, უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის. გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას ვისაც გსურს… თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი, და თუ ამას არასოდეს გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე… დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ეს მომენტია!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button