ნახევარი საუკუნის წინ მსოფლიო გლობალური ცვლილებების ზღვარზე იყო: აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქიდან შედიოდა ცივი ომისა და კოსმოსის ათვისების ერაში. 1961 წელს ჯონ ფიცჯერალდ კენედი გახდა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი იქცა კოსმოსში გაფრენილ პირველ ადამიანად, ადამიანის უფლებათა დამცველი ამერიკელებით სავსე ფერადი ავტობუსები აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ, რათა შავკანიანთა სეგრეგაციის წინააღმდეგ ებრძოლათ, გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კი ბერლინის კედლის შენება დაიწყო. ამავე წელს პრეზიდენტმა კენედიმ ღორების ყურეზე (კუბა) თავდასხმის ბრძანება გასცა, ასევე ხელი მოაწერა მთვარეზე გაფრენის ოპერაციას, რომელსაც “ნასა” მეთვალყურეობდა. კენედის დროსვე, 1961 წლის მიწურულს, დაიწყო აშშ-ის მიერ საბრძოლო ოპერაციების განხორციელება ვიეტნამის წინააღმდეგ 2000 ჯარისკაცის გადასხმით.
ჯონ კენედი პირველად მიმართავს აშშ-ის მოსახლეობას პრეზიდენტის რანგში ვაშინგტონის კაპიტოლიუმის წინ, 1961 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიის დროს.
მომღერალი ბობი დარინი 1961 წლის 31 მარტს ჰოლივუდში ხელნაკეთ მანქანასთან ერთად, რომელსაც შეარქვეს “ბობ დარინის ოცნების მანქანა”. მანქანის მფლობელმა ენდრიუ დიდიამ, რომელსაც მის ასაგებად 150 000 დოლარი დასჭირდა, მომღერალი მსოფლიოს მოატარა.
წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის მღვდელი ჯონ კოლინსი, ბირთვული იარაღის აკრძალვის მომხრეთა ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი, აღდგომას, 1961 წლის 3 აპრილს, ტრაფალგარის მოედანზე ავრცელებს მიმართვას შეკრებილი ხალხის თანდასწრებით.
დამცავ კოსტუმში გამოწყობილი კენეტ გელპი ანტირადიაციული თავშესაფრიდან გამოდის ხელში გეიგერის მთვლელით, რომელიც რადიაციის დონეს ზომავს. 1961 წლის 23 ოქტომბერი, ქალაქი რედფორდი, მასაჩუსეტსის შტატი. გელპმა ოჯახთან ერთად მთელი უიკენდი გაატარა თავშესაფარში, რათა მოწყობილობებისა და ტანისამოსის ვარგისიანობა შემოწმებულიყო.
აფროამერიკელი გოგონა, რომელსაც ღვთისმშობლის ქანდაკება აქვს ჩაბღუჯული და თვალებზე ცრემლი ეტყობა, პოლიციის მანქანაში ზის და ჯორჯიის უნივერსიტეტის კამპუსს ტოვებს 1961 წლის 12 იანვარს. 18 წლის შარლეინ ჰანტერი მისივე სასიკეთოდ მიჰყავთ, რადგან სტუდენტები აჯანყდნენ მათ ჯგუფში განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანის ყოფნის გამო.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იური ბრეჟნევი ხელს ართმევს კოსმონავტ იური გაგარინს ლენინის ორდენითა და საბჭოთა კავშირის ოქროს ვარსკვლავით დაჯილდოების შემდეგ.
21 წლის ოქსფორდელი მაიკ ჰეილვუდი მოტოციკლ “ნორტონზე” საერთაშორისო ტურისტული რბოლის დროს დიდ ბრიტანეთში, 1961 წლის 16 ივნისს. მან მოიგო რბოლა სიჩქარით 161.9 კმ/სთ და ისტორიაში შევიდა, როგორც 1 კვირაში სამი რბოლის გამარჯვებული.
1961 წლის 19 იანვარს პოლიციელები და საიდუმლო აგენტები ამაოდ ცდილობენ, გამოიყვანონ პრეზიდენტი ჯონ კენედი ჰარვარდის სტუდენტების ბრბოდან. პრეზიდენტს დროებით საერთო საცხოვრებელში შესვლა მოუწია, სანამ პოლიცია მანქანის მიყვანას მოახერხებდა.
მალეკონ დრაივის უდაბნოს გზა ჰავანაში, რომელიც კარგადაა ცნობილი ამერიკელი ტურისტებისთვის, ფიდელ კასტროს შეპყრობის დროს. მარტოსული ჯარისკაცი მარტოსულ გზაზე, რომელიც ერთ დროს ავტომობილებით იყო გადატვირთული. 1961 წლის 6 იანვარი.
ტანკში მჯდომი ფიდელ კასტრო ღორების ყურეში მიმდინარე ოპერაციების დროს 1961 წლის აპრილში. აშშ კუბას კუნძულზე შეიჭრა, რათა ფიდელ კასტრო დაემხო. ოპერაციამ მარცხი განიცადა, დაიღუპა 90 დაუპატიჟებელი სტუმარი, დანარჩენები კი შემდგომი 3 დღის განმავლობაში შეიპყრეს.
ავიაინჟინრების გაფიცვის დროს ჩაბნელებული ჩიკაგოს აეროპორტის ანგარები ისევ ნათდება 1961 წლის 23 თებერვალს.
ადამიანის ტვინის კონტროლის სისტემის ელექტრომოდელი, რომლის დემონსტრაციასაც ახდენს დოქტორი ა.გ. მაკლეოდი ამერიკის სამედიცინო ასოციაციაზე ნიუ-იორკში 1961 წლის 16 ივნისს. დახვეული მილებისა და მოციმციმე ნათურების ლაბირინთი განასახიერებს იმას, თუ როგორ იღებს ჩვენი ტვინი ინფორმაციას, გარდაქმნის ფიქრებად და შემდეგ მოქმედებად.
უცნობი მომიტინგე იაპონელი სტუდენტი ორმა პოლიციელმა დაახრჩო, როცა ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქცია დაეშალათ 1961 წლის 8 ივნისს. მასიურ გამოსვლებში 10 000 სტუდენტზე მეტი იღებდა მონაწილეობას.
ჯეინ ლოიდი ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ ლოდერდეილიდან კარგავს კონტროლს სარბოლო მანქანაზე იუნიორთა რბოლისას სებრინგის აეროპორტში, 1961 წლის 24 მარტს. გოგონა არ დაშავებულა.
მშვიდობის მხედრები სამხრეთისკენ ყიდულობენ ბილეთებს მონტგომერის ავტობუსის გაჩერებასთან, ალაბამას შტატში, 1961 წლის 24 მაისს. ცენტრშია ინტეგრაციის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი.
მშვიდობის ერთ-ერთი მხედრის დაპატიმრება.
თავისუფლების მხედრების ავტობუსი იწვის მას შემდეგ, რაც ფანჯარაში ბომბი შეაგდეს. ალაბამას შტატის ქალაქი ანისტონი, 1961 წლის მაისი.
პოლიციელმა ძაღლს უბრძანა, თავს დასხმოდა აფროამერიკელს, რომელმაც მისი მითითება დროზე არ შეასრულა და ნელა მოძრაობდა. ცოტა ხნით ადრე კი გაიმართა 9 სტუდენტის სასამართლო პროცესი, რომლებმაც ბიბლიოთეკაში მჯდომარე გაფიცვა მოაწყეს 1961 წლის 29 მარტს.
ჯორჯ ლინკოლნ როკველი (ცენტრში), ამერიკული ნაცისტური პარტიის ლიდერი, და მისი “სიძულვილის ავტობუსი” მოძრაობის რამდენიმე წევრთან ერთად, რომელთაც მკლავებზე სვასტიკის ნიშანი აქვთ. ალაბამას შტატის ქალაქი მონტგომერი, 1961 წლის 23 მაისი.
1961 წლის 14 მაისს, ცოტა ხნით ადრე, სანამ ფოტოგრაფ ტომი ლენგსტონს თავს დაესხმოდნენ, მან მოახერხა და ეს ფოტო გადაიღო. კუ-კლუქს-კლანის წევრები ფიზიკურად უსწორდებიან თავისუფლების მხედარს ავტობუსის გაჩერებაზე ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში.
ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები აირსაწინააღმდეგო ნიღბებითა და ხიშტებით ვარჯიშისას ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერში, ფორტ დიქსი გრეივში 1961 წლის 3 მაისს.
თავისუფლების მხედრის ჯოან ტრუმპაიერის ფოტოები, გადაღებული 1961 წლის 8 ივნისს. ეს 19 წლის გოგონა დიუკის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სენატორ კლერ ენგლის ოფისში მუშაობდა მდივნად ქალაქ ვაშინგტონში. 1961 წლის 4 ივნისს ჯოანი ჩავიდა მისისიპის შტატის ქალაქ ჯექსონში და თავისუფლების მხედრებს შეუერთდა. ის 8 თანამოაზრესთან ერთად დააკავეს, რადგან დანებებაზე უარი განაცხადეს. გოგონა 3 თვით ჩასვეს ციხეში, გამოშვებისას კი ტუგალუს კოლეჯში შევიდა, სადაც მხოლოდ თეთრკანიანები სწავლობდნენ.
ბეისბოლის ცნობილი გუნდის “ნიუ-იორკის იანკების” მოთამაშე მიკი მანტლი “დეტროიტის ვეფხვების” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სტადიონ “იანკიზე” ქალაქ ნიუ-იორკში, 1961 წლის 3 სექტემბერს.
1961 წლის 21 ივნისს ჩიკაგოში გამართული მომავლის ტელევიზორის პრეზენტაცია, რომელიც 70-იანებში უნდა გავრცელებულიყო. ქვემოთ მოწყობილობაა, რომელიც სატელევიზიო პროგრამებს იწერს, თუკი ოჯახის წევრები სახლში არ არიან. 81х55 სმ პროპორციების ტელევიზორის სისქეა 10 სმ.
სპეის ნიდლის (ინგლ. Space Needle — კოსმოსური ნემსი) მშენებლობა სიეტლში – ქალაქი ემზადება 1962 წლის მსოფლიო ექსპოზიციისთვის.
არგენტინელი ალექს მიტეფი წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებს კასიუს კლეის დარტყმების შემდეგ მატჩის მეექვსე რაუნდში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა 1961 წლის 7 ოქტომბერს. მიტეფმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და ტექნიკური ნოკაუტი გამოცხადდა.
ალან შეპარდი სპეციალური დამცავი ტანსაცმლით კანავერალის კონცხში 1961 წლის 5 მაისს გამოცდისას, სანამ ის პირველად გაფრინდებოდა კოსმოსში.
შიმპანზე სახელად ჰემი მოთავსებულია კაფსულაში კოსმოსში გაფრენის დროს 1961 წლის დასაწყისში. ჰემი პირველი შიმპანზე იყო, რომელიც ღია კოსმოსში გაუშვა აშშ-მ. 16 წუთისა და 39 წამის შემდეგ კაფსულა წარმატებით ჩაეშვა ატლანტის ოკეანეში.
“ნასას” პროექტი “ლოლა” – სიმულატორი, რომელიც მთვარეზე დაჯდომასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა. პროექტი თითქმის 2 მილიონი დოლარი დაჯდა. სიმულატორი იმისთვის შექმნეს, რომ პილოტს მთვარის ზედაპირი დეტალებში დაენახა. აპარატში ძირითადი ადგილი ეკავა კაბინას, დახურულ სატელევიზიო სისტემასა და მთვარის ზედაპირის სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ 4 დიდ სურათს. პილოტი სურათებს შორის მიიკვლევდა გზას და ასე ეცნობოდა ხომალდის მართვის ნიუანსებს.
ვერტმფრენს კოსმონავტ ალან შეპარდის კაფსულა ამოაქვს ოკეანიდან 1961 წლის მაისში.
იერუსალიმის სასამართლოს მინის გალიაში ადოლფ ეიხმანი გარშემორტყმულია მცველებით. მას მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო ასამართლებენ. ის მოსადის წევრებმა გაიტაცეს არგენტინიდან და ისრაელში ჩაიყვანეს, სადაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო 15 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ და 1962 წლის 31 მაისს სიკვდილით დასაჯეს.
1961 წლის 15 თებერვალს აღშფოთებული ბრბო გარს ერტყმის მანქანას, რომელიც ეკუთვნის ამერიკის საელჩოს ეგვიპტეში. ხალხი აპროტესტებს პატრის ლუმუმბას სიკვდილს კონგოში. ის დამოუკიდებელი კონგოს ლიდერი და კანონიერად არჩეული პირველი პრემიერ-მინისტრი იყო. ბევრის აზრით, ლუმუმბას სიკვდილში აშშ-ის მთავრობის ხელი ერია, თუმცა ბოდიში ოფიციალურად ბელგიის მთავრობამ მოიხადა 2002 წელს.
იაპონელი ულტრანაციონალისტები “პატრიოტიზმის დღეს” მართავენ ტოკიოში 1961 წლის 1-ლ მაისს. ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოვიდა მუშების რეკორდული რაოდენობა – 1 560 000 ადამიანი. მემარჯვენეებმა მიტინგი გამართეს ჰიბიას პარკში სვასტიკის დროშების ფრიალითა და სოციალისტური პარტიის დაშლის მოთხოვნით.
1961 წლის 17 მაისს ფრესნოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტები ცდილობენ, დაამყარონ მსოფლიო რეკორდი ერთ საწოლზე ადამიანების რაოდენობაში (73 სული). ამ ფოტოს გადაღების შემდეგ ზემოდან 5 გოგონა დასვეს და რეკორდი მოიხსნა.
აპაჩების ინდიელთა ტომის წევრები ხელზე ეამბორებიან რომის პაპს, იოანე XXIII-ს ვატიკანში, 1961 წლის 16 მაისს აპაჩების დელეგაციის აუდიენციის დროს.
მსახიობი მერლინ მონრო 1961 წლის დეკემბერში.
ძაღლი ცარიელ თაიმზ-სკვერში სამოქალაქო-საჰაერო თავდაცვის 10 წუთიანი გამოცდის დროს ნიუ-იორკში, 1961 წლის 28 აპრილს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი თითს იშვერს ლაოსის რუკისკენ პრესკონფერენციის დროს ვაშინგტონში, 1961 წლის მარტში. მისი თქმით, კომუნისტური მუქარა ლაოსის მიმართ იყო “რთული და პოტენციური საფრთხის შემცველი”.
1961 წლის მაისში გადაღებულ ფოტოში ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ირ სენი გარშემორტყმულია ობოლი ბავშვებით.
ჩხუბი ევროკავშირის ამერიკელ ჯარისკაცებსა და ჩრდილო კორეის ჯარისკაცებს შორის კორეის ბაზაზე, 1961 წლის 23 აპრილს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა კორეელმა გაარტყა პირველი კლასის რიგითს, ჯონ კლარკს.
მშენებლობა აღმოსავლეთ გერმანიაში – ბერლინის კედლის პირველი აგურები.
1961 წლის 15 აგვისტოს აღმოსავლეთ გერმანელი მუშები აღმოსავლეთ ბერლინის ფრანგულ რეგიონში კედელს აშენებენ.
1961 წლის 16 ოქტომბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლტოლვილი ცდილობს, ბერლინის დასავლეთ ნაწილი გადაკვეთოს.
ამერიკული ტანკი პოზიციას იკავებს ბერლინში, ციმერშტრასის ქუჩაზე და უმიზნებს აღმოსავლეთ ბერლინის საზღვარზე განლაგებულ საბჭოთა ტანკებს.
აშშ-ის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი სამსახურში.
კოსმონავტი ალან შეპარდი ჯილდოვდება პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ ვაშინგტონში.
აქლემზე შემჯდარი ლუი “საჩმო” არმსტრონგი, უკან სფინქსისა და გიზის უძველესი პირამიდის ფონით, 1961 წლის 28 იანვარს ქაიროში. მის ცოლს ლუსილს ეს ყველაფერი ფირზე გადააქვს.
8 წლის მესამეკლასელი ბილი სტენლი, ერთადერთი თეთრკანიანი მოსწავლე წმინდა ფილიპე მოციქულის სკოლაში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ალბანში. ბილის თქმით, აქ სწავლა მოსწონდა და “კლასელები კარგად ექცეოდნენ”.
ვილმა რუდოლფს ტენესის შტატის ქალაქ კლარკსვილიდან ხელში ყვავილები და მედალი უჭირავს. 15 ივლისს მან აშშ-რუსეთის შერკინებაში ორჯერ მოიპოვა გამარჯვება – 100 მეტრიანი მონაკვეთის 11.3 წამში გარბენით რეკორდი გაიმეორა, შემდგომ კი გაიმარჯვა ჯგუფურ ესტაფეტაში 400 მეტრიან მანძილზე 44.3 წამის მაჩვენებლით, რაც ახალი რეკორდი იყო.
ვიეტნამის რესპუბლიკის საზღვაო კორპუსის ჯარისკაცები ტყვიამფრქვევებითა და შაშხანებით იცავენ თავიანთ პოზიციას 1961 წლის 20 იანვარს. მათ მიღებული აქვთ ბრძანება, ებრძოლონ პარტიზანებს. ეს ჯარისკაცები მათ ამერიკელ კოლეგებს ჰგვანან – ისინი იყენებენ ამერიკულ იარაღებსა და მეთოდებს, რომლებიც შემუშავებულია ამერიკული საზღვაო ფლოტის მიერ. ბევრი ჯარისკაცი ამერიკულ ბანაკში, ვირჯინიაში გადიოდა წვრთნას.