ისტორიაფლორა & ფაუნა

ცხოველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს

პეტერბურგში, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომში მონაწილე გმირი ცხოველების ბარათები გამოუშვეს. სერია შედგება 4 ბარათისგან, რომლებიც შესრულებულია შავ-თეთრ ფერებში. ავტორის სერგეი ჩინენოვას ჩანაფიქრით, ფერები კარგად გადმოსცემს 1940 წლის განწყობას და მას ლაკონურობას სძენს. ყოველ სურათზე ოთხფეხა გმირის პატარა ისტორიაა გადმოცემული.

პირველ ბარათზე გამოსახულია კოლის ჯიშის ძაღლი, სახელად დიკი. იგი ლენინგრადში ცხოვრობდა. მან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში, 12 ათასი ბომბი აღმოაჩინა, ასევე მონაწილეობდა სტალინგრადისა და პრაღას განაღვმის დროს. პავლოვის სასახლეში დიკიმ აღმოაჩინა 2,5 ტონა ნაღმი, რომელზეც დაყენებული იყო საათის მექანიზმი.

მეორე ბარათის გმირი ლენინგრადელი ტაქსა გახდა. ელიზაბეტა პეტროვნას ძაღლი მეორე მსოფლიო ომის დროს იჭერდა ვირთხებს და ამის სანაცვლოდ საკვებს იღებდა. ამგვარად, ის ოჯახს პროდუქტების გადარჩენაში ეხმარებოდა.

პრაღის ციხესიმაგრეები, ტაძრები ვენაში, სასახლეები დუნაისთან – ეს არქიტექტურული ძეგლები ჩვენამდე ძაღლი ჯულბარსის გმირული ქმედებების დამსახურებით შემორჩა. მან აღმოაჩინა 700-ზე მეტი ნაღმი და 100-ზე მეტი ჭურვი. 1945 წელს მიიღო მედალი “ბრძოლის დროს გაწეული ღვაწლისთვის”. გამარჯვების ისტორიულ აღლუმზე, წინ მიდიოდა ქვეყნის მთავარი კინოლოგი – პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე მახოვერი. მას ნება მისცეს, არ ევლო ნაბიჯი იარ და სამხედრო სალამი არ მიეცა მთავარსარდლისთვის, რადგან ხელში ჯულბარსი ეჭირა. ძაღლი სტალინის შინელში იყო გახვეული. ეს იყო რუსეთის მთავარსარდლის ბრძანება.

მეოთხე ბარათზე ერმიტაჟის კატაა ღბეჭდილი. ლენინგრადის ბლოკადის დროს გამოცხადდა “კატების მობილიზაცია”, რათა მათ ადგილობრივი მუზეუმები ვირთხებისგან დაეცვათ. პირველი მოხალისე იყო კატა ამური, რომელიც პატრონმა მუზეუმთან მიიყვანა იმისთვის, რომ ცხოველს მის შესანარჩუნებლად წვლილი შეეტანა.

წყარო: zooclub.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button