განხილვამუსიკა

ნექტარიოს ჩარგეიშვილი – სიმფონია (1971)

classical, avantgarde, expressionism

ტრეკლისტი:

  1. სიმფონია (22:46)

შემადგენლობა:

  • დიმიტრი ლისი – დირიჟორი

კომპოზიტორებს განსხვავებული ბედისწერები აქვთ. ხშირად ეს ბედისწერა არამუსიკალური ფაქტორებითაა გამოწვეული. ზოგის მუსიკა ყვავის, ხალხს უყვარდება და ლეგენდარული ხდება. ზოგის შემოქმედება კი მიზანმიმართულად იმალება და იშლება ხალხის მეხსიერებიდან. ნექტარიოს ჩარგეიშვილი მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებულთა იმ ოქროს თაობას მიეკუთვნებოდა, რომელმაც მუსიკალურ სამყაროს ალფრედ შნიტკეედისონ დენისოვი და სოფია გუბაიდულინა მისცა. ბევრის აზრით, ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კომპოზიტორი იყო.

ამ უდიდესი პოტენციალის რეალიზებას ხელი ერთადერთმა ნიუანსმა შეუშალა: ჩარგეიშვილი საბჭოთა ხელისუფლების ღია მოწინააღმდეგე იყო. ამის გამო იგი დაითხოვეს კონსერვატორიიდან და მისი მუსიკა უმალვე დაიმალა. მას აეკრძალა ყველანაირი ოფიციალური მუსიკალური საქმიანობა; საქმე იქამდე მივიდა, რომ ის ავტობუსის მძღოლადაც აღარ მიიღეს. ფაქტობრივად სახლში გამოკეტილი ჩარგეიშვილის მენტალური მდგომარეობა შეირყა; ასეთ პირობებში მან დაიწყო თავისი ყველაზე მასშტაბური ნაშრომის, სიმფონიის წერა, რომელიც მან 1971 წელს დაამთავრა.

ძველი კავშირების წყალობით მან მიაღწია სიმფონიის პრემიერას, მაგრამ უცნობ მიზეზთა გამო ღონისძიება ჩავარდა. იმავე წელს ჩარგეიშვილმა თავი მოიკლა, ამ სიმფონიის შესრულება კი საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაბლოკილი იყო. მხოლოდ 1991 წელს, ნახევრადცარიელ დარბაზში შედგა ამ ნამუშევრის განმეორებითი პრემიერა, სადაც დღეისთვის არსებული ერთადერთი ჩანაწერი გაკეთდა. თუმცა ეს სიმფონია დღესაც თითქმის უცნობია, გუბაიდულინასგან მან დაიმსახურა შეფასება: „გენიალურია“.

10 / 10.

————————————————————————————————————

Composers have different fates. This fate is often determined by non-musical factors. Ones’ music thrives, is loved, becomes legendary; while others’ is hidden on purpose and erased from people’s memory. Nektarios Chargeishvili belonged to the golden generation of Moscow Conservatioire graduates, which spawned the likes of Alfred Schnittke, Edison Denisov and Sofia Gubaidulina. He was often cited as one of the most talented composers of his generation.

There was the only nuance that hindered the realization of Chargeishvili’s enormous potential: he was openly against Soviet government. Hence he was dismissed from the Conservatioire and his music got immediately hidden. He was banned from all kinds of official musical work. He couldn’t even apply as a bus driver. As a result Chargeishvili’s mental health deteriorated. In such conditions, as he was stuck home, he started his most massive project, the symphony – which he finished in 1971.

Thanks to old acquaintances he was able to premier the symphony but the event was a total failure due to unspecified reasons. Chargeishvili committed suicide the same year and the symphony was repressed till the breakup of Soviet Union. It was only in 1991, when the symphony received its true premiere in a half-empty concert room. That’s where its only recording so far was made. Although this work is barely known today, it was described as “genius” by Sofia Gubaidulina.

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Nektarios Chargeishvili – Symphony (1971)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button