ჩრდილოეთის ციალის ფოტოგალერეა
პოლარული ნათება ვარვარებს კანადის ქალაქ ჩერჩილის თავზე. პოლარული ნათება ჩნდება მაშინ, როცა ატმოსფეროს გარეთ მყოფი დამუხტული ნაწილაკები ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებულ ნაწილაკებს ეჯახებიან. შედეგად ცაზე მიიღება ხაზების, თაღებისა და რგოლების ფორმის ნათება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ფენომენის სახელია Aurora Borealis, სამხრეთისაში კი – aurora australis.კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიის ცა, რომელსაც პოლარული ნათება ერწყმის
კანადის ქალაქ მანიტობაში, ვაპუსკის ეროვნული პარკის თავზე, ჩრდილოეთის ციალი
ღამის ცას განსაკუთრებულ მწვანე ელფერს აძლევს
ჩრდილოეთ კანადის ცაზე ავრორას მოყვითალო-მომწვანო ხაზებია გადაჭიმული
ჩრდილოეთის ციალის ხაზი ცის გასწვრივ შებინდებისას
მზეზე მომხდარი აფეთქებებიდან 2 დღის შემდეგ ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტროას თავზე
პოლარული ნათება ციმციმებს
თოვლით დაფარული კანადური ფერმის თავზე ავრორა ცას ანათებს
ჩრდილოეთის ციალის თაღი ხეების რიგის თავზე კანადის ქალაქ ჩერჩილში
გამკრთალებული ავრორა ფარავს ცას მაკენზის მდინარის თავზე,
კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე
პოლარული ნათების კაშკაშა მწვანე ალი ციმციმებს კანადის ცაზე
ჩრდილოეთის ციალი ანათებს მარადმწვანე მცენარეებს კანადაში
პოლარული ნათება ქმნის მწვანე ფარდას ვაპუსკის ეროვნული პარკის თავზე,
კანადის პროვინცია მანიტობაში
ხანგრძლივი გადაღება აჩვენებს ვარსკვლავების კუდებს მომწვანო-მოწითალო ავრორას სიახლოვეს ჩრდილო-დასავლეთ კანადაში
ზურმუხტისფერი პოლარული ნათება ფარავს ჩრდილოეთ პოლუსის ცას
ავრორას ნათება კვალს ტოვებს იელონაიფში, კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიის დედაქალაქში
პოლარული ნათების მოვარდისფრო ზოლი გადაჭიმულია ჩრდილოეთ კანადის ცაზე