National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic: ცხოველთა წყვილები

ბუს ორი მართვე, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ გამოიჩეკნენ

გალაპაგოსის კუნძულზე ზღვის ლომი ახალშობილ ნაშიერს კოცნის

ენოტების წყვილი, რომელსაც სურათის გადაღების დროს
ცნობისმოყვარეობა და აღელვება ეტყობოდა

კანადაში, ვაპუსკის ეროვნულ პარკში, პოლარული დათვის ბელები თოვლში თამაშობენ

მსოფლიოში დაახლოებით 12 000 ავაზაა დარჩენილი და ეს რიცხვი თანდათან უფრო მცირდება, რადგან ადამიანების ჩარევით დიდ კატებს საცხოვრებელი უჩანაგდებათ

ორი ცხენი ერთმანეთს ეალერსება გასამრავლებელ ფერმაში

ცულნისკარტების წყვილი სკომერის კუნძულზე, უელსის სანაპიროზე დიდ ბრიტანეთში. ცულნისკარტები აქ მარტსა და აპრილში მოფრინავენ ბუდის გასაკეთებელად და შესაწყვილებლად, ბარტყების წამოზრდისას კი კუნძულს ტოვებენ

წლის ბოლოსკენ სამხრეთ ფლორიდა ივსება გადამფრენი ფრინველებით.
სურათზეა ლურჯი ყანჩების წყვილი შეწყვილების სარიტუალო ცეკვის შესრულებისას

ადამიანების მსგავსად ეს ძროხებიც დილით ერთმანეთს კოცნიან მდინარე ლუარას სანაპიროზე

კონეკტიკუტის სანაპიროზე დაბინავებული წითელი მელიის ლეკვები

ინგლისის სოფელი ჰედკორნი ვობურნის პარკში დაბადებული სამი აფრიკული ლომის თავშესაფარია

დაბლობის გორილები ბრონქსის ზოოპარკში, ქალაქ ნიუ-იორკში

სწორფრთიანი ნემსიყლაპიების წყვილი შეჯვარებისას გულის ფორმას იღებს

ლურჯი თუთიყუშების სასიყვარულო კოცნა

ჰიპოპოტამები წყალში

გარეული იხვების წყვილი მისეირნობს ოტავას მდინარის შენაკადის გაყინულ ზედაპირზე

ადრეულ გაზაფხულზე კურდღლები თამაშობენ კაზენტინოს ეროვნულ ტყე-პარკში

ფოლკლენდის კუნძულზე პინგვინების მასიური შეწყვილებისას გამოყოფილი წყვილი, რომელთა სხეული ხასხასა და ნათელი ფერისაა

აყვანილი მაწანწალა ძაღლი, სახელად ბადი, უმეგობრდება ერთი დღის თიკანს, დარლას

ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრის მიერ შეფარებული ზღვის სპილოს მიტოვებული და დაობლებული ნაშიერები კალიფორნიის სანაპიროზე

ბორნეოს ორანგუტანები სინგაპურის ზოოპარკში –
მამრი (მარცხნივ) და მდედრი (მარჯვნივ) ნაშიერით ხელში

სამხრეთ აფრიკული მანგუსტების წყვილი

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button