მარსის კოლონიზაცია შეუძლებელია?!
აზრი, რომ ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზე წყალი არ არის, წარმოადგენდა იმ საშიშროებას, რომელზე საუბარსაც ბევრი მეცნიერი არიდებდა თავს. თუმცა ბოლო კვლევებით, მარსი უკვე რამდენიმე მილიარდი წელიწადია, მშრალია და ფაქტიურად 0-ია იმის შანსი, რომ განხორციელდეს ნასას ოცნება – გაიტანონ და განავითარონ მასზე სიცოცხლე.
მეცნიერების გარკვეული ნაწილი უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ მარსის გაცოცხლება სამუდამოდ ფანტაზიად დარჩება.
დოქტორი დევიდ ლევერინგტონი ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტიდან განიხილავს და ეჭვქვეშ აყენებს ფართოდ გავრცელებულ და აღიარებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც პლანეტის დიდი კანიონები კატასტროფულმა დატბორვებმა წარმოშვა.
ამის მაგივრად მას შემოაქვს თეორია, რომ მათი წარმომშობია დაბალი სიბლანტის მქონე ლავა, ისევე როგორც მოხდა ეს მთვარისა და ვენერას ანალოგიური რეგიონების შემთხვევაში.
წყლის არსებობის მტკიცებულება? დაოს, ნიგერისა და ჰარმახისის ხეობები ჰეკატესის ვულკანის გვერდზე მდებარეობენ. ეჭვქვეშ დგება თეორია, რომ დიდი კანიონები წყალმა წარმოშვა.
დოქტორ ლევერინგტონის ლავის თეორიას არ დაეთანხმა ბევრი ექსპერტი, მათი განცხადებით, დედამიწაზე არსებულ ყველაზე დიდ მდინარეებს გაცილებით აღემატებოდა წყლის ის ნაკადი, რომელიც მარსზე მოქმედებდა. სხვაგვარად კანიონები ვერ ჩამოყალიბდებოდა.
ამას ეწინააღმდეგება დოქტორ ლევერინგტონი და ამბობს: “კითხვა მდგომარეობს შემდეგში: საიდან წარმოიქმნა ამ რაოდენობის წყალი? როგორ შეიძლებოდა, ემოძრავათ ისეთი სიმძლავრით, რომ ასეთი არხები გაეჩინათ?”
ის ასევე აკრიტიკებს საზოგადოდ მიღებულ ახსნას იმის შესახებ, თუ რატომ არაა მარსზე გიგანტური ტბის ნარჩენების კვალი ამ არხების სიახლოვეს. მეცნიერთა თქმით, ეს იყო შედეგი უკიდურესად ფოროვანი, გამტარი მიწის მოულოდნელი დაბომბვისა მეტეორების მიერ, რამაც გამოიწვია ცხელი მაგმის გადაადგილება.
მაგრამ დოქტორ ლევერინგტონის თქმით, სხვა მკვლევარებმა გამოითვალეს და დაადგინეს, რომ მარსის ზედაპირის გამტარობა ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო 10 მილიონჯერ მეტი, ვიდრე ახლა არის.
ოკეანის ფსკერი? მარსის ოდისეის ხომალდიდან გადაღებული სურათები აჩვენებს ზედაპირის ფორმებს, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, წყლის ფართო სივრცეებმა წარმოშვა.
სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მისი თქმით, არის არხების დაწყების წერტილები, რომლებიც სათავეს ვულკანების სიახლოვეს იღებენ. დოქტორ ლევერინგტონის ვერსიით, ეს ვერ იქნებოდა იმის გამო, რომ წყლის ასეთი დიდი ნაკადი დაბალი წნევის ნაპრალებიდან გადმოვიდა.
მისი თქმით, ასევე მოიძევება ისეთი ნალექები და მინერალები, რომლებიც მხარს უჭერენ პლანეტის სიმშრალის თეორიას. მარსზე ნაპოვნი მინერალების უმეტესობა ისეთი სახისაა, რომ წყალთან კონტაქტს ვერ გაუძლებდნენ და გარდაიქმნებოდნენ სხვა სახის მინერალებად, თუკი პლანეტაზე მართლაც იყო მშრალი და სველი პერიოდების ციკლი.
ეს მინერალები ვერ მოაღწევდნენ დღემდე, მარსზე რომ წყალი ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო ახლო გეოლოგიურ წარსულში. “მე მიმაჩნია, რომ მონაცემების ერთიანობა მყარად მიუთითებს ვულკანურ მექანიზმებზე.”
ამის საწინააღმდეგოდ სხვა მეცნიერები აცხადებენ, რომ მარსზე წყლის არსებობის თეორიაში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეორია მთლიანად ხელაღებით იქნას უარყოფილი.
არიზონას მთვარისა და პლანეტარული ლაბორატორიის უნივერსიტეტის პროფესორი, ვიქტორ ბეიკერი ამბობს: “იხ განიხილავს მთვარისა და ვენერას მონაცემებს, როცა ამ ობიექტების მონაცემები არც კი გვაქვს კარგად შესწავლილი.”