worldbeat, alternative rock, crossover prog
ტრეკლისტი:
- Ponti (Georgian Lullaby) (3;26)
- Kaia (3:47)
- Bindzuri Hands (3:31)
- Bien (3:25)
- Asea Sool (2:57)
- London (2:39)
- Monatreba (3:54)
- Immigrant Song (0:41)
- Way To India (3:30)
- Miambe (4:36)
- Spiritual (5:26)
- Tony (2:42)
- Jo Kang (3:51)
შემადგენლობა:
- Anita Kornelius – ვოკალი
- Bek Bekson – ვოკალი, გიტარა, კლავიშები
- Кирилл Мачинский – ბასი
- Алексей Гмыря – დასარტყამი ინსტრუმენტები
ახლა წარმოგიდგენთ ჯგუფს, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა. ეს პროექტი წინა დეკადის შუაში შეიქმნა და 2011 წელს თავისი პირველი ოფიციალური ალბომიც გამოსცა, თუმცა ქართველი მსმენელის ყურადღებას, როგორც სხვა ბევრი დანარჩენი, ესეც გამოეპარა. Asea Sool და-ძმისგან შედგება, რომელიც თავს Bek Bekson-ად და Atina Kornelius-ად მოიხსენიებს. ისინი ამჟამად უკრაინაში მოღვაწეობენ.
ჟღერადობის მრავალწლიანი ძიებისა და ექსპერიმენტების შედეგად Sazamtro FM-ზე წარმოდგენილია მულტიკულტურული გავლენის მატარებელი ეკლექტური worldbeat-ი. აქ ადგილი მოეძებნება ბევრი ერის ფოლკლორს (მათ შორის ქართულს), ალტერნატიულ როკს, შანსონს, ექსპერიმეტულ მუსიკას და რას აღარ. ეს კოქტეილი კი გადმოცემულია მსუბუქი, დინამიკური და მოსასმენად საინტერესო ფორმით, რომელსაც ამშვენებს ათინას ლამაზი და მოქნილი ხმა.
ალბომი, თავისი მრავალფეროვანი მიდგომით worldbeat-ის ფრანგი პიონერების, Lo’jo-ს მუსიკას მოგვაგონებს, თუმცა Asea Sool სტილური ინგრედიენტების საკუთარი, საინტერესო სინთეზით გამოირჩევა. ზოგჯერ ეს ეკლექტიზმი პრობლემას უქმნის ალბომის ორგანულობას, მაგრამ ამის საპირწონედ გვაქვს ლამაზი, მელოდიური სიმღერები და მსუბუქი, მაგრამ არაშაბლონური არანჟირება. განაკუთრებით წარმატებულია სიმღერები, სადაც ძირითადი აქცენტი ინსტრუმენტალურ არანჟირებაზეა გაკეთებული, ხმა კი ერთ-ერთ მელოდიურ ხაზადაა ჩართული (Ponti, Kaia, Monatreba, Way To India, Spiritual).
ესაა ალბომი, რომლის სიმღერებიც ალბათ ცალ-ცალკე უფრო ეფექტურად მოისმინება, ვიდრე მთლიანობაში, მაგრამ ეს ბევრი სადებიუტო ალბომის თანმდევი ამბავია. ალბომში წარმოდგენილი იდეებიდან კი ნათელია, რომ მუსიკოსებს, ცოტაოდენი დაღვინების და ფოკუსირების შემთხვევაში, დიდი მუსიკის შექმნის პოტენციალი აქვთ. ასე რომ, შეფასება იქნება 7,5/10.
რეკომენდებულია ყველასათვის – ნუ მოაკლებთ ყურადღებას ამ იმედისმომცემ ჯგუფს!
————————————————————————————————————
Now I’m gonna present you a band that comes from Batumi, Georgia. This project was created in the middle of the previous decade and had the debut release in 2012, but was overlooked, like much else, by Georgian public. Asea Sool is basically brother-and-sister duet, that call themselves Bek Bekson and Atina Kornelius, respectively. They now operate in Ukraine.
After many years of experiments and sound searching, “Sazamtro FM” presents its worldbeat style full with multicultural influence. Here the place can be found for multiethnic folklore (including Georgian). alternative rock, chanson, experimental music and whatnot. This cocktail comes along in dynamic and interesting form, embellished with Atina’s beautiful and flexible vocals.
The album, with its varied approach might recall French worldbeat pioneers, Lo’jo, although Asea Sool has its own characteristic mixture of ingredients. Sometimes this eclecticism comes in expense of musical focus, but it is compensated by beautiful, melodic songs with light, but non-template-bound arrangements. The most successful of them put instrumental arrangement in the spotlight and use vocals as mere melodic line (Ponti, Kaia, Monatreba, Way To India, Spiritual).
This is an album with songs that are better off listened alone than in combination, but this is the classical adverse effect of debut albums. From the album’s ideas it is clear that these two musicians have the potential to create something really grand, given more time for refining and adjusting focus. So the album rating is: 7,5/10.
Recommended for all – pay attention to this promising band!
გადმოსაწერი ბმული / download link: Asea Sool – Sazamtro FM (2011)