განხილვამუსიკა

ჯაზ-ტრიო “კავკასია” – დილა (1966)

contemporary jazz

ტრეკლისტი:

  1. დილა / The Morning (6:28)
  2. ნავთობის ქვები / Oil Rocks (5:19)
  3. შეხვედრა თბილისში / Meeting In Tbilisi (3:53)
  4. დაცვენილი ფოთლები / Fallen Leaves (4:50)
  5. შუაღამისას / In The Midnight Hour (5:27)
  6. ბორჯომის პარკი / Borjomi Park (4:43)

შემადგენლობა:

  • ვაგიფ მუსტაფაზადე – ფორტეპიანო
  • გენო ნადირაშვილი – ბასი
  • ფელიქს შაბსისი – დასარტყამი ინსტრუმენტები

ჯაზის სპეციალისტები ვაგიფ მუსტაფაზადეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც გენიალურ პიანისტსა და კომპოზიტორს, რომელმაც აზერბაიჯანულ ჯაზ-მუღამს ჩაუყარა საფუძველი. ამ აღწერას, რათქმაუნდა, ვერავინ შეედავება, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ სანამ ვაგიფი რამდენიმე სხვა მუსიკოსთან ერთად აღმოსავლური ჯაზის ამ ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად და საინტერესო სკოლას ჩამოაყალიბებდა, ის თბილისში მოღვაწეობდა. 1965 წელს მან დაამთავრა კონსერვატორია და თბილისში ჩამოვიდა. ის მალევე მიიწვიეს „ორერა“-ში, სადაც მან რამდენიმე წელი დაჰყო. იმავდროულად მან შექმნა ჯაზ-ტრიო “კავკასია“, რომელშიც მის გარდა შევიდნენ გენო ნადირაშვილი (ბასი) „ორერა“-დან და ფელიქს შაბსისი (დასარტყამები). ვინაიდან მაშინ „ორერა“ ლამის ერთადერთი ოფიციალური ანსამბლი იყო, რომელიც ფირფიტებს რეგულარულად გამოსცემდა, „კავკასია“-საც, „ორერა“-სთან ნათესაობის წყალობით, არ შეჰქმნია ჩანაწერების გამოშვების პრობლემები. ასე რომ, 1966 წელსვე, ტრიომ გამოსცა ერთი ალბომი და ერთი მინიონი. იმ პერიოდში ალბომების უმეტესობა სრულიად ანონიმურ კონვერტებში, ყოველგვარი წარწერის გარეშე გამოდიოდა-ხოლმე. თუმცა, ამისთვისაც მადლობა.

რაც შეეხება მუსიკას, აქ ჯერ კიდევ შორია ვაგიფის შემდგომი შემოქმედებისთვის მახასიათებელ მუღამ-ელემენტებამდე. მუსიკა ძირითადად ეფუძნება დასავლურ, საფორტეპიანო თანამედროვე ჯაზს. იმ რამდენიმე ნაწარმოებში, სადაც ეთნიკური შტრიხები შეიმჩნევა, უმეტესად ქართული ფოლკლორი ჩანს. ალბომის 6 კომპოზიციიდან 4 მუსტაფაზადეს ეკუთვნის. ერთი დასავლური ჯაზ-სტანდარტია, ბოლო ნაწარმოები კი გენო ნადირაშვილის დაწერილია, ძლიერი ქართული ელემენტის მატარებელი თემით, მისი აქტიური პოსტ-ბოპ ინტერპრეტაციით და დასასრულისკენ კონტრაბასის სოლო პარტიით.

მხოლოდ მუსიკალური ღირებულების გათვალისწინებით, ალბომი თავისუფლად შეფასდება, როგორც კარგი. მაგრამ აქ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი: 1) ეს საბჭოთა კავშირში გამოცემული ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ჯაზ-ალბომია და 2) ეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-პიანისტის პირველი ჩანაწერია. ჰოდა, ამიტომაც, შეფასებაა: 8 / 10.

————————————————————————————————————

When talking about Vagif Mustafazade, jazz-connoisseurs describe him as a genius piano player and one of the creators of Azerbaijani jazz-mugham. While this description is quite legitimate, many of them overlook the fact that before he would lead one of the most original and interesting sub-genres of oriental jazz, his recording career actually began in Georgia. In 1965, he finished his conservatoire studies and came to Tbilisi. Soon thereafter he was invited to “Orera”, the first official Soviet vocal-instrumental ensemble, where he stayed for a couple of years. Concomitantly, he created Caucasus Jazz Trio. featuring fellow “Orera” member Geno Nadirashvili on bass and Felix Shabsis on drums. Thanks to trio’s Orera relations, they had few problems releasing their recorded material. So, 1966 saw the release of their album and EP. In those times most vinyls were covered in totally anonymous “artwork”, without even presenting the performer; but it seems we still have to say thanks.

Now about music itself, here it is still quite far from Mugham elements characteristic of Vagif’s later music. Music is mostly rooted in western, contemporary piano jazz. Wherever some ethnic nuances creep in, they’re mostly of Georgian folk flavour. 4 from albums six compositions belong to Vagif. One is a jazz standard and album closer was written by Geno Nadirashvili. It is the most folk-oriented of all pieces and has a contrabass solo at the end.

Judging only musically, album can still be viewed as good. But there are two very important factors that has to affect the rating: 1) this is one of the first contemporary jazz LPs released in USSR and 2) the recording career of one of the most charismatic jazz geniuses began here. So considering all of this the rating is: 8 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Caucasus Jazz Trio – The Morning (1966)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button