ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – ორი თვითმკვლელობა

„ტანჯვა გონებიდანაა.“

„იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში – ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი – არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას!“

„დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს – და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება.“

„ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ – არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს – ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს.“

„რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი – ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია.“

„გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა… ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა:
„Je m’en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu’on
se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je
prie qu’on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu’il est tres
desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n’est pas
Chic!“
რაც შემდეგნაირად ითარგმნება :
„ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“
ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის – მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?… წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება – როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი…“

„ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button