სურათებიუცნაური

Jeju Loveland – ეროტიკული პარკი კორეაში (+18)

Jeju Loveland – ეს არის ეროტიკული ხასიათის სკულპტურების პარკი სამხრეთ კორეაში, რომელიც ჯეჯუს კუნძულზე, ღია ცის ქვეშ მდებარეობს. ამ ტიპის პარკი არამარტო უცნაურია, არამედ უჩვეულოც კი, თუ გავითვალისწინებთ კორეელთა მოკრძალებულ და თავდაჭერილ ხასიათს.

პარკში 140 ქანდაკებაა და თითოეული მათგანი სხვადასხვა სექსუალურ პოზას განასახიერებს. აქვე ხდება სექსუალურ საკითხებში საგანმანათლებლო ფილმების ჩვენება. კუნძულის მოსახლეობა და უამრავი ტურისტი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ დაკვირვებით გაეცნოს ამ შემოქმედებას.

საიდან დაიბადა Loveland-ის პარკის შექმნის იდეა?

როდესაც კორეის ომი დასრულდა, ცხოვრება თანდათან ძველ კალაპოტში ჩადგა. ხალხი მხიარულობდა, ქორწინდებოდა, ერთობოდა, ცხოვრება ჩვეულებრივად მიდიოდა.

სამხრეთ კორეა აზიური ქვეყანაა განსაკუთრებული ადათებით. წარსულ დროში ქალისა და კაცის შეუღლებას წყვეტდნენ საქმროსა და საცოლის მშობლები.

მაგრამ დრო ცვალებადია. ჩვენი საუკუნე ინფორმაციის საუკუნეა, ინტერნეტმა და ტელევიზორმა ხელი შეუწყო ამ ქვეყნის ძველი ტრადიციების შესუსტებას.

წარსულში თაფლობისთვე და ქორწილის პირველი ღამე იყო პირველი სიძისთვისაც და პატარძლისთვისაც.

გაურკვეველია, რა მიზნით, მაგრამ გადაწყდა, რომ ყველაზე პოპულარულ კუნძულზე თაფლობის თვეში მყოფთათვის ეს პარკი აეშენებინათ – შეიძლება ინტიმურ საკითხებში დასახმარებლად, შეიძლება შესაბამისი განწყობის ან ატმოსფეროს შესაქმნელად.

ასეა თუ ისე, ჯეჯუს თბილ კუნძულზე ქალაქ სეულის ჰონგიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიერ აშენებული პარკი ამოქმედდა და ყურადღების ცენტრშიც მოექცა. თუმცა სექსის თემა კორეაში სასაუბროდ დღემდე დახურულია, შეიძლება ითქვას, აკრძალულიც.

პარკის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2 წელში დასრულდა. 2004 წელს კუნძულზე გაიხსნა სექსის მუზეუმიც. პარკს სახელად ეწოდა ლავლენდი (Love Land), იგივე სიყვარულის მიწა.

ქანდაკებები ღია ცის ქვეშაა გამოფენილი და გამოხატავენ ხორციელ ტკბობას. მუდმივად ხდება მათი განახლება. პარკში მოსახვედრად საჭიროა იყოთ მინიმუმ 18 წლის, ბავშვების შესვლა აკრძალულია.

სტუმრებს აქვე ეძლევათ საშუალება, შეიძინონ მსოფლიო სექს-ინდუსტრიის ხარისხიანი საქონელი მაღაზიებში. პარკში ყოფნა კი მაქსიმუმ 1 საათითაა დასაშვები.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button