ფრანც კაფკა – კანონის წინ
კანონის წინ დგას კარის მცველი. კარის ამ მცველთან მოდის ერთი კაცი სოფლიდან და სთხოვს კანონთან შეუშვას. მაგრამ კარის მცველი კაცს ეუბნება, რომ ამ დროისთვის მისი იქ შეშვება ვერ მოხერხდება. კაცი მოიფიქრებს და მცველს ჰკითხავს, შესაძლებელი თუ იქნებოდა მისი იქ მოგვიანებით დაშვება. ,,შესაძლებელია’’ – მიუგებს კარის მცველი – ,,მხოლოდ ახლა არა’’. კარიბჭე კანონისკენ მიმავალ გზაზე როგორც ყოველთვის ღიაა და როცა მცველი გვერდზე გაიწევა, კაცი წაიხრება, რომ შიგნით შეიხედოს. კარის მცველი შენიშნავს კაცის ამ ქმედებას, სიცილს იწყებს და მიმართავს – ,,შენ თუ ეს ასე გიზიდავს, სცადე და შედი შიგნით, მიუხედავად ჩემი აკრძალვისა, მაგრამ გაითვალისწინე – მე ძალაუფლებით ვარ სავსე. და მე ყველაზე უკან მდგომი კარის მცველი ვარ. დარბაზიდან დარბაზში დგანან სხვა კარის მცველები, ერთიმეორეზე უფრო ყოვლისშემძლეები. უკვე მესამე მცველს კი მეც ვერ ვუსწორებ თვალს.’’ ასეთ სიძნელეებს თუ წააწყდებოდა, სოფლიდან მოსულ კაცს ნამდვილად არ ეგონა. კანონი ხომ ყოველთვის და ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი – ფიქრობს ის; მაგრამ ახლა უკვე, როცა ის მცველს ქურქზე აკვირდება, აკვირდება მის დიდ წვეტიან ცხვირს, გრძელ, თხელ, შავ ტარტაროზულ წვერს, გადაწყვეტს, უმჯობესია დაიცადოს, იმ დრომდე, სანამ შესვლაზე ნებართვას არ მიიღებს. კარის მცველი მას ტაბურეტს გაუწოდებს და კართან დასვამს. იქ ზის ის მრავალი წლის განმავლობაში. მცდელობებს არ აკლებს, რომ იქნებ როგორღაც შევიდეს შიგნით და მცველს დაღლამდე ემუდარება. მცველი არცთუ ისე იშვიათად პატარა დაკითხვებს უწყობს; გამოკითხავს მის სამშობლოზე და ბევრ სხვაზე; მაგრამ შეკითხვები სულ არ ჰგავს ისეთ შეკითხვებს, რომლებსაც დიადი ბატონები იძლევიან ხოლმე. სულ ბოლოსთვის კი მცველი კაცს ყოველთვის ეუბნება, რომ მას მისი კანონთან შეშვება არ შეუძლია. კაცი, რომელსაც რაღა არ წამოუღია თან სამგზავროდ, ყველაფერ ღირებულის გამოყენებას ცდილობს, რათა იქნებ როგორღაც მოქრთამოს კარის მცველი. ეს უკანასკნელი კი იღებს ყველაფერს და თან ეუბნება – ‘’მე ამას მხოლოდ იმიტომ ვიღებ, რომ შენ არ გეგონოს, ძალისხმევა დააკელი.’’ წლების განმავლობაში აკვირდება კაცი მცველს; თითქმის თვალმოუცილებლად ადევნებს თვალყურს. ის ივიწყებს ყველა იმ დანარჩენ კარის მცველს და ეს ერთი ჰგონია ერთადერთი დაბრკოლება კანონისკენ მიმავალ გზაზე. პირველ წლებში ხმამაღლა და ანგარიშგაუწევლად შეაჩვენებს უიღბლო შემთხვევითობას, შემდეგ კი როცა უკვე თანდათან ხანში შედის, მხოლოდღა ბურტყუნებს თავისთვის რაღაცებს. სრულიად ბავშვური ხდება, როცა მცველზე დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ ის მისი ქურქის საყელოზე რწყილებს შენიშნავს და ახლა უკვე რწყილებს ევედრება, რომ როგორღაც იქნებ დაიყოლიონ მცველი. ბოლოს მისი მხედველობა ძალიან სუსტდება და უკვე აღარც კი იცის, მის გარშემო მართლა ჩამოწვება ხოლმე ბინდი თუ ეს მისი დაქვეითებული მხედველობის ბრალია. მაგრამ ახლა უკვე წყვდიადში ის ნათლად შეიცნობს კარიდან გამომავალ ჩაუმქრალ ბრწყინვალებას. დიდხანს ვეღარც ცოცხლობს. სიკვდილამდე კი ყველა ის შეკითხვა იყრის თავს მის გონებაში, რომლებიც კარის მცველისთვის აქამდე არც დაუსვამს. სუსტად იშმუშნება მცველის მიმართულებით, რადგან უკვე აღარ ძალუძს თავისი გაშეშებული სხეულის წამომართვა. კარის მცველს მისკენ დახრა უხდება, რადგან სხვაობა მათ სხეულებს შორის არასახარბიელოდ კაცისთვის მომხდარა. ‘’ახლა კიდევ რაღა გინდა, რომ იცოდე?“ ეკითხება მცველი. ‘’შენ, ხომ ვერაფერმა დაგაკმაყოფილა’’. ‘’ყველანი ხომ კანონისკენ მიილტვიან’’ – ამბობს კაცი ‘’და როგორ ხდება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩემ გარდა არავის უთხოვია იქ შესვლა?’’ კარის მცველი შენიშნავს რა, რომ კაცი უკვე სულს ღაფავს და რათა სანამ ცნობიერება დაუკარგავს მას ხმა მიაწვდინოს იბღავლებს რაც ძალი და ღონე აქვს – ‘’აქ არც არავის შეეძლო, რომ შესულიყო, რადგან ეს შესასვლელი მხოლოდ შენთვის იყო გამიზნული. ახლა კი მივალ და ჩავრაზავ მას.’’Vor dem GesetzVor dem Gesetz steht ein Türhüter. Zu diesem Türhüter kommt ein Mann vom Lande und bittet um Eintritt in das Gesetz. Aber der Türhüter sagt, daß er ihm jetzt den Eintritt nicht gewähren könne. Der Mann überlegt und fragt dann, ob er also später werde eintreten dürfen. „Es ist möglich,“ sagt der Türhüter, „jetzt aber nicht.“ Da das Tor zum Gesetz offen steht wie immer und der Türhüter beiseite tritt, bückt sich der Mann, um durch das Tor in das Innere zu sehen. Als der Türhüter das merkt, lacht er und sagt: „Wenn es dich so lockt, versuche es doch trotz meines Verbotes hineinzugehen. Merke aber: Ich bin mächtig. Und ich bin nur der unterste Türhüter. Von Saal zu Saal stehen aber Türhüter, einer mächtiger als der andere. Schon den Anblick des Dritten kann nicht einmal ich mehr ertragen.“ Solche Schwierigkeiten hat der Mann vom Lande nicht erwartet; das Gesetz soll doch jedem und immer zugänglich sein, denkt er, aber als er jetzt den Türhüter in seinem Pelzmantel genauer ansieht, seine große Spitznase, den langen, dünnen, schwarzen tartarischen Bart, entschließt er sich doch lieber zu warten, bis er die Erlaubnis zum Eintritt bekommt. Der Türhüter gibt ihm einen Schemel und läßt ihn seitwärts von der Tür sich niedersetzen. Dort sitzt er Tage und Jahre. Er macht viele Versuche eingelassen zu werden und ermüdet den Türhüter durch seine Bitten. Der Türhüter stellt öfters kleine Verhöre mit ihm an, fragt ihn über seine Heimat aus und nach vielem andern, es sind aber teilnahmslose Fragen, wie sie große Herren stellen, und zum Schlusse sagt er ihm immer wieder, daß er ihn noch nicht einlassen könne. Der Mann, der sich für seine Reise mit vielem ausgerüstet hat, verwendet alles, und sei es noch so wertvoll, um den Türhüter zu bestechen. Dieser nimmt zwar alles an, aber sagt dabei: „Ich nehme es nur an, damit du nicht glaubst, etwas versäumt zu haben.“ Während der vielen Jahre beobachtet der Mann den Türhüter fast ununterbrochen. Er vergißt die andern Türhüter und dieser erste scheint ihm das einzige Hindernis für den Eintritt in das Gesetz. Er verflucht den unglücklichen Zufall, in den ersten Jahren rücksichtslos und laut, später als er alt wird, brummt er nur noch vor sich hin. Er wird kindisch und da er in dem jahrelangen Studium des Türhüters auch die Flöhe in seinem Pelzkragen erkannt hat, bittet er auch die Flöhe ihm zu helfen und den Türhüter umzustimmen. Schließlich wird sein Augenlicht schwach und er weiß nicht, ob es um ihn wirklich dunkler wird oder ob ihn nur seine Augen täuschen. Wohl aber erkennt er jetzt im Dunkel einen Glanz, der unverlöschlich aus der Türe des Gesetzes bricht. Nun lebt er nicht mehr lange. Vor seinem Tode sammeln sich in seinem Kopfe alle Erfahrungen der ganzen Zeit zu einer Frage, die er bisher an den Türhüter noch nicht gestellt hat. Er winkt ihm zu, da er seinen erstarrenden Körper nicht mehr aufrichten kann. Der Türhüter muß sich tief zu ihm hinunterneigen, denn der Größenunterschied hat sich sehr zu ungunsten des Mannes verändert. „Was willst du denn jetzt noch wissen?“ fragt der Türhüter, „du bist unersättlich.“ „Alle streben doch nach dem Gesetz,“ sagt der Mann, „wieso kommt es, daß in den vielen Jahren niemand außer mir Einlaß verlangt hat?“ Der Türhüter erkennt, daß der Mann schon an seinem Ende ist und, um sein vergehendes Gehör noch zu erreichen, brüllt er ihn an: „Hier konnte niemand sonst Einlaß erhalten, denn dieser Eingang war nur für dich bestimmt. Ich gehe jetzt und schließe ihn.“
(მთარგმელი: დავით კირკიტაძე)