ავტომობილიხელოვნური ინტელექტი

Bosch-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემა ავტომობილში მძღოლსა და მგზავრებს მიადევნებს თვალყურს

კომპანია Bosch მუშაობს ავტომობილის სალონის მონიტორინგისთვის განკუთვნილ სმარტ სისტემაზე. ამ პროგრამულ-აპარატული კომპლექსის წყალობით საგზაო უსაფრთხოების დონე უნდა გაიზარდოს. 

image.jpeg

სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია კამერა, რომელიც ინტეგრირებულია საჭეზე. იგი მუდმივად აკვირდება მძღოლის ქცევებსა და მდგომარეობას. კერძოდ, კონტროლდება თავის მდებარეობა, მთქნარების სიხშირე და ა.შ. 

image.jpeg

კამერისგან მიღებული მონაცემები დამუშავდება ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით. თუკი სისტემა მივა დასკვნამდე, რომ მძღოლი დაიღალა ან ეძინება, გამოიცემა საგანგაშო სიგნალი. კონფიგურირების შესაბამისად სისტემა შეძლებს ჩაერიოს და იმოქმედოს ბორტის ელექტრონიკაზე – შეამციროს მოძრაობის სიჩქარე, ან ავტომობილი გადაიყვანოს გზიდან და გააჩეროს უსაფრთხო ადგილზე. 

image.jpeg

კიდევ ერთი კამერა განთავსდება უკანა ხედვის სარკის ზონაში. იგი ყველა მგზავრის ქმედებებს დააკვირდება. სისტემა გასცემს გამაფრთხილებელ შეტყობინებას, თუკი გზავრთაგან რომელიმეს არ ეკეთება უსაფრთხოების ღვედი ან თუ რომელიმე მათგანი ისეთ პოზაში ზის, რომ ავარიის შემთხვევაში ვერ დაიცავს ავარიული ბალიში. 

ახალი სისტემას გამოიყენებენ ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებებშიც. იგი განსაზღვრავს, არის თუ არა მძღოლი მზად კონკრეტულ მომენტში ხელში აიღოს საჭის მართვა თუ პირიქით – მეტისმეტადაა გართული სხვა საქმეებით. 

Bosch-ის ხელოვნური ინტელექტის სატრანსპორტო სისტემა კომერციულ ბაზარზე 2022 წელს გამოვა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button