Hi-Techტექნოლოგიახელოვნური ინტელექტი

ხელოვნურ ინტელექტს პირველად გამოცდიან საჰაერო ბრძოლაში

მოწინავე თავდაცვითი პროექტების სააგენტომ (DARPA) რვა კომპანიასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის თანახმადაც საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოცდა ვირტუალურ საჰაერო ბრძოლებში. გამოცდის მთავარი მიზანია შედგეს სისტემისადმი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც გამოიყენებენ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებში – ნათქვამია DARPA-ს განცხადებაში. 

DARPA საბრძოლო დრონებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე 2019 წლის მაისიდან მუშაობს. ტენდერის პირობების მიხედვით სისტემას უნდა შეეძლოს სწავლა-ათვისება ადამიანი-პილოტის ანალოგიურად: დაიწყოს მარტივი მანევრირებითა და ეტაპობრივად მიაღწიოს უმაღლესი პილოტაჟის დონეს. 

პროექტში მონაწილეები მოელიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის პროცესის წარმართვას ადამიანზე უკეთ შეძლებს და პილოტს დატვირთვას შეუმსუბუქებს – ადამიან-პილოტს მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს უფრო მასშტაბური დავალებების შემთხვევაში. 

2019 წლის ბოლომდე სააგენტო აპირებს ჩაატაროს საჰაერო საბრძოლო სისტემის წინასწარი ტესტირებები ვირტუალურ რეალობაში. გამოცდაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კომპანიები: Aurora Flight Sciences, EpiSCI, Heron Systems, Lockheed Martin, Perspecta Labs, physicsAI, SoarTech და ჯორჯიას ტექნოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი. 

ტესტირება ჩატარდება ავიატრენაჟორ FlightGear-ზე, ახადებს DARPA. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button