შტეფან ცვაიგი – გამონათქვამები
„ადვილი არ არის გაარჩიო განუსჯელი სიმამაცე ნამდვილისაგან, რადგან გმირობა მუდამ შეიცავს სისულელეს.“
„ვერც ერთი ექიმი დაღლილ სხეულს, დაცემულ სხეულს ისეთ მაცოცხლებელ წამალს ვერ გამოუწერს, როგორიც იმედია.“
„მსოფლიო ისტორია იწერება უსამართლო და ასოციალური პოზიციებიდან, რადგან თითქმის ყოველთვის გვიჩვენებს მბრძანებელთა ტანჯვას, ზეიმს, ტრაგედიას ძლიერთა ამა ქვეყნისა, გულგრილად უვლის გვერდს იმათ, ვინც წყვდიადში იყინება, თითქოს სატანჯველი და წამება ერთნაირად არ ფლეთდეს ყველა ცოცხალ სხეულს.“
„დიდი მოწყალება ღირსეულთ შეჰფერით, უღირსთათვის კი საშიშად იქცევა. რაც უფრო მეტი უფლებები ეძლევა, ძლიერი ხასიათი მტკიცდება, სუსტები კი იღუპებიან დაუმსახურებელი ბედნიერების ტვირთქვეშ.“
„გარე სამყაროს მოვლენები და შემთხვევები ვერასოდეს მისცემს ბედისწერას საბოლოო აზრსა და ფორმებს. მხოლოდ თანდაყოლილი კანონები ჩამოაყალიბებენ ან ანგრევენ ცხოვრებას.“
„სულით მამაც ადამიანს განვლილი საფრთხე ჭკუას ვერ ასწავლის, მხოლოდ შეაგულიანებს.“
„თუ გრძნობა მომწიფებულია, ანგარიშს არაფერს უწევს, არ ძუნწობს, არ ყოყმანობს, არაფერს ეძიებს. როცა მეფურად უხვი ბუნების ადამიანს უყვარს, იგი თავგანწირული და დაუზოგავია.“
„ბედი ძლიერისა და მამაცისკენ ილტვის. წლების მანძილზე ყურმოჭრილ მონად უხდებოდა ცალკეულ პიროვნებებს: კეისარს, ალექსანდრეს, ნაპოლეონს; უყვარს სტიქიური სულის ადამიანები, რომლებიც თვით მას- შეუცნობელ სტიქიას ჰგვანან. მაგრამ ზოგჯერ, საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ, ახირებული ვნებათაღელვით ატაცებული სულ უნრალო პატარა მოკვდავს მიეახლება. ზოგჯერ – და ეს კაცობრიობის ისტორიის უსაკვირველესი წუთებია – ბედის ძაფი ერთადერთი მთრთოლვარე წამით არარაობის ხელსი აღმოჩნდება გამომწყვდეული. ეს ადამიანები ყოველთვის თრთოლვას განიცდიან შიშისაგან, და არა ბედნიერებას. თრთიან სწორედ იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რომელმაც მათ მსოფლიოს საგმირო ასპარეზისაკენ უნდა გაუკაფოს გზა, და აკანკალებულნი თითქმის ყოველთვის ხელიდან უშვებენ კარზე მომდგარ ბედნიერებას. იშვიათია, რომ რომელიმემ მთელი ძალღონით აიტაცოს შესაძლებლობა და მასთან ერთად თავისი თავიც ზეაიმაღლოს. რადგანაც მხოლოდ ერთი წამით თუ ჩაუვარდება ხოლმე ხელში უბრალო მოკვდავს დიადი საქმე. და ვინც ამ ერთ წამს ვერ შეიფერებს, მისთვის იგი სამუდამოდ დაიკარგება.“
„ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს, ის არაფერს დაჰკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში, იმას ესმის ყველა ადამიანის გულისთქმა.“
„ეს არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, რადგან მწამს, ნამდვილ სიცოცხლეს ის განიცდის, ვინც თავისი ბედის იდუმალებით ცხოვრობს.“
„საჭიროა მხოლოდ გულის გადახსნა, რომ ადამიანიდან ადამიანისაკენ იდინოს ცოცხალმა ნაკადმა, მაღლიდან იჩქეფოს და აქაფებული სიღრმიდან უსასრულობას შეუერთდეს.“
„დროს უდიდესი ძალა აქვს, სიბერე კი საოცრად ფასს უკარგავს ყოველგვარ გრძნობას.“
„არავის უყვარდი ისეთი მონური ერთგულებით, ისეთი გატაცებით, როგორც იმ მხდალ არსებას, მაშინ მე რომ ვიყავი და როგორიც შენთვის სამუდამოდ დავრჩი, ვინაიდან ამქვეყნად განა რამე შეედრება ჩრდილში მიყუჟული ბავშვის იდუმალ, გამოუცნობ სიყვარულს…“
„ბოლოს ერთადერთი ადამიანური უფლება მაინც ხომ ყველას რჩება: ისე ჩაძაღლდეს, როგორც თვითონ მოეპრიანება… და თანაც გარეშეთა დაუხმარებლა.“
„თქვენ ადამიანებს გადაეჩვიეთ და ეს თავისებური ავადმყოფობაა.“
„სიკვდილი აღარ მიმძიმს, რაგდან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი, რომ მოეყენებიან, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი.“
„ვერანაირ დანაშაულს ვერ დაივიწებ, სანამ მის გამო სინდისი გქენჯნის.“
„საკუთარი თავის გარდა, ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს.“
„ადამიანებს, როგორც ცნობილია, თავის მოტყუება უყვართ ხოლმე მოახლოებული საფრთხის წინაშე. ქვეშეცნეულად გრძნობენ საშიშროებას და ცდილობენ იმით მოიცილონ თავიდან, რომ არარსებულად, არარეალურად აცხადებენ.“