Hi-Techკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

Smart-მოწყობილობები, რომლებიც ყველაზე ხშირად იჰაკება

ინტერნეტთან დაკავშირებული უსაფრთხოების კამერები იმ Smart-მოწყობილობების თითქმის ნახევარს წარმოადგენს, რომლებიც ყველაზე ხშირად ტყდება ჰაკერების მიერ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იყიდება ის „სუსტი“ მოწყობილობები, რომლებსაც უსაფრთხოების სისტემის უამრავი ნაკლოვანება აქვთ. 

კომპანია SAM Seamless Network-ის კვლევამ აჩვენა, რომ უსაფრთხოების კამერები ყველაზე ხშირად გატეხვადი ინტერნეტ-ნივთების 47%-ს შეადგენს. 

კვლევის მონაცემებით, საშუალოსტატისტიკურ ამერიკულ ოჯახში არის საშუალოდ 17 Smart-მოწყობილობა, ევროპულში – დაახლოებით 14. ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების სპექტრი ვარირებს კომპიუტერებიდან და სმარტფონებიდან დაწყებული – Smart-ტელევიზორებითა და სამზარეულოს ნივთებით დამთავრებული. 

ბიუჯეტური მოწყობილობები იდენტური სქემებით მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობის გატეხვის მეთოდი შესაძლებელია სხვა მოდელებშიც გამოიყენონ. 

„ყველაზე სერიოზული თავდასხმები მიმართულია IP-კამერების წინააღმდეგ.  შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანები ყიდულობენ არა თანამედროვე ძვირადღირებულ ხარისხიან კამერებს თავიანთი უსაფრთხოებისთვის, არამედ იაფფასიანებს“ – აცხადებენ მკვლევარები. 

კამერების შემდეგ ყველაზე ხელყოფადი მოწყობილობებია ინტელექტუალური კონცენტრატორები და მონაცემთა შენახვის ქსელური მოწყობილობები. მათზე მოდის 15% და 12% ყველაზე ხშირად გატეხვად მოწყობილობებს შორის. პრინტერები, Smart-ტელევიზორები და IP-ტელეფონებიც ხშირ სამიზნეს წარმოადგენს. 

„შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არავის არაფერი ესაქმება თქვენს Smart-ტელევიზორთან, მაგრამ როდესაც იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული, რომელშიც თქვენი მონაცემები და ექაუნთები ინახება, ეს ყველაფერი დაინტერესებას იწვევს“ – აცხადებს SAM Seamless Network-ის თანადამფუძნებელი და განერალური დირექტორი Sivan Rauscher. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button