სპორტიფეხბურთი

ზიდანი:„არ დაგავიწყდეთ როდრიგოს და ვინიციუსის ასაკი“

ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა…

„ვულოცავ არეოლას, ის შესანიშნავი მეკარეა. მნიშვნელოვანია, რომ ფრანგმა კიპერმა კარი მშრალად შეინახა.“

„გეგმა A, B და C არ არსებობს. მე მყავს 25 ფეხბურთელი. შანსს ყველას ვაძლევ.“

„ყოველდღიურად ვემზადებით და ვცდილობთ, თამაშის ხარისხის გავაუმჯობესოთ. ბურთთან ერთად მეტი აგრესიულობა გვმართებს.“

„ახლა პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მოგებების სერია გვჭირდება.“

„სიმშვიდით ბევრი რამე მიიღწევა, სწორედ ამიტომ ნერვიულობას არ ვაპირებთ. წასვლაზე ფიქრის დრო არ მაქვს, თუ პრეზიდენტს ჩემი გაშვება უნდა, ამის თქმა არ გაუჭირდება, ჩვენ ხშირი კომუნიკაცია გვაქვს.“

„არ დაგავიწყდეთ როდრიგოს და ვინიციუსის ასაკი. ისინი შესანიშნავები არიან და ვთვლი, რომ უდიდესი მომავალი აქვთ.“

„როტაცია გაგრძელდება, ვინაიდან ამის გარეშე 3 დღეში ერთხელ თამაში წარმოუდგენლად რთულია.“

Source
http://halamadrid.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button