რიუნოსკე აკუტაგავა – გამონათქვამები
– არ გეშინია სიკვდილისა? ჰა?
– მეშინია, მაგრამ არ მიმძიმს. ჩემივე ნებით არაერთხელ გამიყრია ყულფში თავი და ოციოდე წამის ტანჯვის შემდგომ, ასე გასინჯე, რაღაც სასიამოვნო განცდაც კი მეუფლებოდა ხოლმე. მე უყოყმანოდ შემიძლია მოვკვდე არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავცქერი, არამედ მაშინაც, როცა რაიმე უსიამოვნო შემემთხვევა.
– თუ ეგრეა, რატომ არ კვდები? განა არ იცი, რომ კანონით დამნაშავედ ითვლები?
– გეთანხმები. დამნაშავე ვარ ისევე, როგორც ვერლენი, ვაგნერი, ანდა დიდებული სტრინდბერგი.
– მაგრამ შენ სულ არ ცდილობ საკუთარ ცოდვათა გამოსყიდვას.
– არ არსებობს ტანჯვაზე დიდი გამოსასყიდი.
„შესაძლოა სინდისი მორალის წყაროა, მაგრამ მორალი არასოდეს ყოფილა წყაროდ იმისა, რასაც სინდისის მიხედვით სიკეთედ თვლიან.“
„ჰო, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე.“
– ჰო, მაგრამ პასუხისმგებლობას რაღას უპირებ?
– ერთ მეოთხედზე ჩემმა წარმომავლობამ აგოს პასუხი, მეორე მეოთხედზე – გარემო პირობებმა, მესამე მეოთხედზე – შემთხვევითობამ, ჩემდა წილად პასუხისმგებლობის ერთი მეოთხედიღა რჩება.
„მე ვურიგდები საკუთარ ხვედრს!“
– რა წვრილმანი ადამიანი ხარ!
– ყველა ჩემსავით წვრილმანია.
„რაღაც ადამიანური ამავე დროს მხეცურიცაა.“
„მე არ გამაჩნია სინდისი. მე ნერვები მაქვს მხოლოდ.“
„ყოველგვარი ხელოვნება, როგორც უნდა შეიცვალოს მისი ფორმა, ხალხის საშოში ისახება.“
– შენ ახლაც გტანჯავს სიყვარული.
– სიყვარულიო? ეგ საკენკი პირტიტველა ლიტერატორებს დაუყარე. მე მხოლოდ წავიბორძიკე სიყვარულზე.
„ცნობილია, რომ ცხოვრება ყველასთვის შავბნელია, მხოლოდ „რჩეული უმცირესობაა“ გამონაკლისი. „რჩეულ უმცირესობას“ კი, სხვაგვარად, იდიოტებს და არამზადებს უწოდებენ.“
– სად გაქრა ღიმილი შენი?
– ღმერთებს დაუბრუნდა ცაში. ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო, საჭიროა, მქონდეს ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მე მაქვს.
„ბედისწერა გარდაუვალია, ვიდრე შემთხვევითობა. ბედისწერა ადამიანის ხასიათში დევს.“
„დესპოტს რომ დესპოტი უწოდო, ყოველთვის მოიცავდა საშიშროებას. დღევანდელ დღეს კი უფრო საშიშია მონას უწოდო მონა.“
„მე იგივე დავრჩები მარად. მხოლოდ პერანგს კი გამოვიცვლით, ვითარცა გველი…“
„ძლიერ ადამიანს არ ეშინია მტრების, მაგრამ ეშინია მეგობრების.“
„ყველაზე მძიმე დასჯაა, როცა არ გსჯიან.“
„ხელოვნება ყოველთვის რისკია.“
„ძლიერი გადადის მორალის ზღვარზე, სუსტი ეფარება მორალს, ხოლო ის, ვინც მისდევს მორალს, ყოველთვის დგას ძლიერსა და სუსტს შორის.“
„ცხოვრება ასანთის კოლოფივითაა: მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა სისულელეა, ზედმეტად არასერიოზულად აღქმა – საშიში.“
„შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე გაიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უნდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები.“
„გონებას ყოველთვის რომ მოვსდიოთ აუცილებლად მივალთ საკუთარი არსებობის უარყოფამდე.“
„ყველაზე ხშირად ვამაყოფთ იმით, რაც არ გვაქვს.“
„ტყუილი – ეს გუშინდელი სიმართლეა.“
„სინდისი მკაცრი ხელოვნებაა.“
„ჩვენი არსობის უღიმღამო სინამდვილის ცოცხალი განსახიერება.“
„იდიოტი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან.“
„მაშინ გზაზე დაგდებული ლეში ვიქნები.“
„არა, ყველაფერი როდი ვიცი… ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი.“
„ცხოვრება რომ ბედნიერად მოაწყო, უნდა გიყვარდეს ყოველდღიური წვრილმანი. ზეცის ნათება, ხეების შრიალი, ბეღურების ჭიკჭიკი, გამვლელთა სახეები – სწორედ ამ წვრილმანებში შეიძლება იპოვო უმაღლესი ბედნიერება.“