გამონათქვამებისაკითხავი

ანტონ ჩეხოვი – გამონათქვამები

„მე არ მწამს ჩვენი თვალთმაქცი, ყალბი, გაუნათლებელი და ზარმაცი ინტელიგენციის, როცა ის იტანჯება და ჩივის. მათი სიბეჩავე, უგუნებობა და გულდამძიმებულობა შიგნიდან მოდის. მე ინდივიდუალური პიროვნებების მჯერა და ხსნას განცალკევებულ ინდივიდებში, ინტელექტუალებსა და გლეხებში ვხედავ, რომლებიც თვალუწვდენელი რუსეთის სხვადასხვა კუთხეში არიან მიმოფანტულნი. აი, სწორედ რომ მათ აქვთ ძალა და ძლევამოსილება, მაგრამ ისინი ცოტანი არიან.“

„ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი. პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და ამის შემდეგ კი თანახმაა იყოს მეგობარი.“

„პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობაც, სულიც და ფიქრებიც.“

„არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.“

„არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.“

„ნუთუ მართლა შეუძლია ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი, რაიმე სახის განსაკუთრებული პიროვნული ღირსებისა და დამსახურების გამოხატვა?“

„რუსეთის ტყეებს ყელზე აქვთ მიბჯენილი ნაჯახები და მილიარდობით ხე უმოწყალოდ იჩეხება და იჩეხება და ამით არა მარტო ბუნება ნადგურდება, არამედ ის ცხოველები და ფრინველებიც, რომლებიც იქ სულდგმულობენ. მდინარეები მეჩხერდებიან და უარეს შემთხვევაში შრებიან კიდეც, ჩინებული ლანდშაფტები სამუდამოდ უჩინარდებიან… ჩვენ, ადამის მოდგმისანი, დაჯილდოვებულნი ვართ შემოქმედებითი ნიჭით იმ მხრივ, რომ გავამრავლოთ ის, რაც ჩვენთვის განგებას მოუცია; მას არ შეუქმნია, მაგრამ ანადგურებს. სულ უფრო და უფრო ნაკლები ტყეებია შემორჩენილი, მდინარეები კი შრებიან, ველური ბუნება გადაშენების პირასაა, კლიმატი განადგურებულია და დედამიწა, როგორც არასდროს, უფრო და უფრო მეტად ღარიბი და მახინჯი ხდება.“

ანტონ ჩეხოვი

ანტონ ჩეხოვი

„მშობლიური ქვეყნის ჰაერი ყველაზე ჯანმრთელი და მაცხონებელია.“

„ძველ და ახალ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პიროვნება ამ ფორმებზე ფიქრის გარეშე წერს. ის წერს, რადგან აზრები თავისუფლად მოედინება მისი სულიდან.“

„უფრო ადვილია ფულის ღარიბი ადამიანისაგან სესხება, ვიდრე მდიდრისაგან.“

„მეჩვენება, რომ ცხოვრებაში ყველა ბოროტება უსაქმურობის, მოწყენილობისა და ფიზიკური სიცარიელისაგან მოდის, მაგრამ ყოველივე ეს გარდაუვალია, როცა ადამიანი სხვის ხარჯზე ცხოვრებას ეჩვევა.“

„კომფორტი და კეთილმოწყობის საშუალებანი ჯადოსნურ ძალაუფლებას ფლობს. ის ნელ-ნელა, თვით ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც კი თავისი გავლენის მორევში ითრევს.“

„გაცილებით ადვილია რაიმე სოკრატეზე დაწერო, ვიდრე ახალგაზრდა ქალსა თუ მზარეულზე.“

„თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ.“

„როცა ნაღდი ფულის იმედად ცხოვრობ, შენ გესმის ლიმიტი სამყაროსი, რომლის გარშემოც ყოველდღიურად გიწევს ნავიგაცია. კრედიტი კი მიგაქანებს უდაბნოსკენ, რომელსაც უხილავი საზღვრები აქვს.“

„ალუბლის ბაღი ახლა ჩემია!.. მე ვიყიდე ადგილ-მამული, რომელშიც ბაბუაჩემი და მამაჩემი მონობაში ცხოვრობდნენ. სადაც მათ სამზარეულოში შესვლის უფლებაც კი არ გააჩნდათ.“

„მდიდარი კაცი ის კი არ არის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც შეუძლია ადრე გაზაფხულზე დიდებულ მდგომარეობაში იცხოვროს.“

„ადამიანს უყვარს თავის ავადმყოფობაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ნაკლებად საინტერესო ეპიზოდია.“

„პირობას ვიძლევი იმისა, რომ ჩინებული ქმარი ვიყო, მაგრამ თუ ისეთი ცოლი მეყოლება, რომელიც ჩემს ცაში მთვარის მსგავსად ყოველდღე არ გამოჩნდება.“

„როცა დაქორწინდები, იყავი მკაცრი, მაგრამ მხოლოდ შენს ცოლთან, არ მისცე საშუალება, რომ მან თავისი თავი დაივიწყოს და როცა გაუგებრობა წარმოიშობა, უთხარი: „არ დაგავიწყდეს, რომ მე შენ გაგაბედნიერე“.“

„როცა მსახიობს ფული აქვს, ის წერილს კი არ აგზავნის, არამედ ტელეგრამას.“

„რაც უფრო მარტივად შევხედავთ საჩოთირო კითხვებს, მით უფრო მშვიდი იქნება ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობები.“

„თუ შენ არ შეგიძლია ადამიანთა ოთახის ძაღლებისაგან განსხვავება, მაშინ ფილანთროპულ სამუშაოს არ უნდა მოჰკიდო ხელი.“

„ლერმონტოვი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ შენსა და ჩემზე, ერთად აღებული, მეტი რამ აქვს დაწერილი. ტალანტი ადვილად საცნობი არა მხოლოდ ხარისხითაა, არამედ რაოდენობითაც.“

„ძვირფასი, ტკბილი, დაუვიწყარი ბავშვობა! რატომაა, რომ ეს შეუნაცვლებელი და სამუდამოდ წარსულში გადასული, უკან დაუბრუნებელი დრო, უფრო კაშკაშა, მხიარული და მდიდრული გვეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეში იყო?“

ანტონ ჩეხოვი

ანტონ ჩეხოვი

„იმ დროის განმავლობაში, როცა შენ ბანქოს თამაშობ ერთი შეხედვით წესიერ და ჩამოყალიბებულ კაცთან, ანდა მასთან ჭიქა ღვინოზე სადილობ, იგი მშვიდი, კარგი იუმორისა და არც მთლად გამოშტერებული ჩანს, მაგრამ როგორც კი ისეთ რამეზე დაიწყებ მასთან საუბარს, რაც საჭმელად უვარგისია, მაგალითად პოლიტიკა, მეცნიერება, იგი მაშინვე გონებადახშულად იქცევა და თავს გახვევს იმგვარ გონებაჩლუნგ და ყეყეჩ, გათახსირებულ ფილოსოფიას, რომ მხოლოდ ისღა დაგრჩენია, რომ მას დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნიო და გაეცალო.“

„კაცი, რომელიც არ სვამს, ჩემი აზრით, სრული კაცი არ არის.“

„ყველას მიაჩნია, რომ პიესა ადვილი დასაწერია. მათ არ იციან, რომ კარგი პიესის დაწერა საძნელო საქმეა, და ორჯერ უფრო მძიმე და მტანჯველია ცუდი პიესის დაწერა.“

ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close