გამონათქვამებისაკითხავი

რიუნოსკე აკუტაგავა – გამონათქვამები

„ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს.“

„ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთს?“

„რისთვის დაიბადა ამ ტანჯვა-ურვით სავსე ქვეყანაზე? ბედმა რად არგუნა, მამად ჩემისთანა კაცი?“ (ეს გაიფიქრა მაშინ, როდესაც მისმა ცოლმა პირველი ბიჭი შვა)

– თქვენ ყველას, ალბათ, ჯერ კიდევ დიდი წყურვილი გაქვთ ცხოვრების, ჰა?
– დიახ, მაგრამ აკი თქვენც…
– არა, მე აღარ! შემოქმედების წყურვილი შემომრჩა მხოლოდ, მაგრამ…

„ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი.“

– ოცნებობ სიკვდილზე?
– დიახ… არა, სიკვდილზე კი არ ვოცნებობ, სიცოცხლემ მომაბეზრა თავი.

„თუ ადამიანს ძირისძირობამდე გავაშიშვლებთ, ყველა ჩემნაირი აღმოჩნდება.“

„განგება ყველა სიკეთით არ აჯილდოებს ადამიანებს.“

„ბუნება და ადამიანი… რაოდენ დაშორებულია ერთურთისაგან ეს ორი ცნება და რაოდენ შეუწონასწორებელი.“

„იშვიათად ხდება, როცა ჩანაფიქრის სრულ ხორცშესხმას ახერხებს მხატვარი.“

„ჩვენ ხომ წარსულსა და მომავალს შორის ვართ გამომწყვდეულები, ხელის განძრევაც არ ძალგვიძთ და მხოლოდ მაშინ წავდგამთ ნაბიჯს წინ, თუ ზურგში ვინმე გვიბიძგებს. თუმცა, მარტო ჩვენ არ გვიწერია ეს უბედურება; ასეთ დღეში იყვნენ ძველებიც. ალბათ, იგივე ელით იმათ, ჩვენ შემდეგ რომ მოვლენ.“

„წინ თუ არ წახვალ, აუცილებლად დაეცემი. ყველაზე მთავარია სცადო, ერთი ნაბიჯით მაინც წაიწიო წინ.“

„ხანდახან იფიქრებ: წიგნის დანიშნულება ხომ მკითხველის გართობაა, და მაინც ვერ ეთანხმები ამ აზრს.“

„ჭეშმარიტად, რა თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს ან ელვა.“

„მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ; თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი ჩანს, მაგრამ ის თქვენი მოკლულია და ვინ იცის, კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაული უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩემი.“

„ცოცხალი ვარ და ამით სულაც ვამაყობ.“

„ნამუსახდილი, სულერთია, ქმარს ვეღარ შეეგუები.“

„მამაკაცის მოკვლა ჩვეულებრივი ამბავია. როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ; თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით.“

„თავდაცვა არც ისე ადვილი საქმეა. ადვილი რომ იყოს, აღარც ვექილის პროფესია იარსებებდა.“

„ძლიერებს არ ეშინიათ, რომ დაკარგავენ იმას, რაც მიიღეს.“

„თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს.“

„ოდესღაც გარდასული ხანის ადამიანებიც თანამედროვენი იყვნენ.“

„ცხოვრებას რომ ღიმილი ვაჩუქო, საჭიროა, მქონდეს, ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მაქვს.“

– შენ იდეები არ გაგაჩნია. და თუ ზოგჯერ მაინც გაგიჩნდება, ისიც ურთიერთსაწინააღმდეგო იქნება.
– ეგ მხოლოდ ჩემს წინსვლაზე მეტყველებს. იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, რომ მზე კასრზე მცირეა ზომით.

„მე არ გამაჩნია ვაჟკაცობა. გულადი რომ ვიყო, ჩემივე ნებით კი არ ჩავუარდებოდი ლომს ხახაში, მოვუცდიდი, როდის გადამსანსლავდა თვითონ.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button