Hi-Techავტომობილი

Toyota ტესტავს ეფექტურ მზის პანელებს თავისი ელექტრომობილებისთვის

Toyota იწყებს Prius-ისთვის ახალი მზის პანელებიანი სახურავის ტესტირებას, რომელიც, კომპანიის თქმით, 44.5 კილომეტრი მანძილის გავლის მარაგს დაუმატებს ჰიბრიდულ ელექტრომობილს. მზის ელემენტები, რომელსაც Sharp აწარმოებს, მხოლოდ 0.03 მმ სისქისაა, თუმცა უზრუნველყოფს დაახლოებით 860 ვატ სიმძლავრეს და შეუძლია დატენოს ელექტრომობილი მოძრაობის პერიოდშიც. საყოველთაო გამოყენების გზებზე პანელების გამოცდა მიმდინარე თვეში დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის გამოვა კომერციულ წარმოებაში ასეთი ავტომობილი.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც Toyota თავის ავტომობილებში მზის ელემენტებს იყენებს. ჯერ კიდევ 2010 წელს კომპანიამ გაყიდვაში გაუშვა პანელები, რომლებიც გამოიყენებოდა ავტომობილის აკუმულატორის დამხმარე დამტენად. განსხვავება ის არის, რომ ახალი პანელები ბევრად ეფექტურია. ისინი გამოიმუშავებენ წინა მოდელზე ხუთჯერ მეტ ენერგიას, შედეგად კი შვიდჯერ იზრდება მოქმედების ხანგრძლივობა.

Toyota ამჟამად არ აწარმოებს „სუფთა“ ელექტრომობილებს (თუკი არ ჩავთვლით წყალბადზე მომუშავე Mirai-ს), ასე რომ მზის პანელები ამჯერად განკუთვნილია მხოლოდ ჰიბრიდებისთვის. Toyota-მ ახსნა თავისი გადაწყვეტილება, თუ რატომ არის ჰიბრიდებზე კონცენტრირებული – კომპანიის აზრით, თუკი გამოიყენებს თავის საწარმოო ძალებს დიდი რაოდენობით ჰიბრიდების გამოშვებისთვის, ამით იმაზე უფრო ეფექტურად შემცირდება მავნე აირების გამოყოფა, ვიდრე იმ შემთხვევაში, კომპანიას რომ სუფთა ელექტრომობილები ეწარმოებინა (საწარმოო ძალები ჯერჯერობით არ ჰყოფნის სუფთა ელექტრომობილების მასშტაბურ წარმოებას). თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს მთლიანად ელექტრო პლატფორმაზე მუშაობის გეგმაც: Subaru-სთან გამოცხადდა პარტნიორული შეთანხმება და შესაძლოა Toyota-ს მთლიანად ელექტრო ავტომობილი მიმდინარე წლის ბოლოსკენ გამოვიდეს. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button