ისტორიაკოსმოსი

50 წლის წინ ადამიანმა პირველად დააბიჯა ფეხი მთვარის ზედაპირს

20 ივლისს, 50 წლის წინ, „აპოლონ 11“-ის მისიის ფარგლებში ამერიკული პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი პირველად დაეშვა მთვარის ზედაპირზე. ეკიპაჟის მეთაური ნილ არმსტრონგი და პილოტი ბაზ ოლდრინი მთვარის მოდულით დაეშვნენ მთვარზე „სიმშვიდის ზღვის“ სამხრეთ-დასავლეთ რაიონში და მის ზედაპირზე დაჰყვეს 21 სთ 36 წთ და 21 წმ.

ჯერ კიდევ მთვარის მოდულიდან გამოსვლის წინ ბაზ ოდრინმა თქვა: „ლაპარაკობს მთვარის მოდულის პილოტი. მე მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და წუთიერი ყურადღება ვთხოვო ყველა ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს ის, ჩაუფიქრდეს ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და თავისებურად გამოხატოს მადლიერება“. ამის შემდეგ, კავშირის წყვეტის დროს, მან ისარგებლა და ჩაატარა საეკლესიო წირვა და წაიკითხა იოანეს სახარების ერთი-ერთი სტროფი: „მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.“ მისიის შემდგომ ოლდრინმა მინიატურული ნაკრები დააბრუნა უებსტერის ეკლესიაში, სადაც ყოველ წელს 20 ივლისთან ახლოს მყოფ კვირა დღეს აღევლინება სადღესასწაულო წირვა, რომელიც ეძღვნება მთვარის ევქარისტიას.

მთვარის ზედაპირზე გასვლა იყო შედარებით ხანმოკლე და გაგრძელდა 2 სთ 31 წთ და 40 წამი. პირველმა მთვარის ზედაპირზე ფეხი დაადგა ნილ არმსტრონგმა და, როდესაც მარჯვენა ხელით ჩაჭიდებული იყო კიბეს, ხოლო მარცხენა ფეხი დააბიჯა ზედაპირს, მან წარმოთქვა ცნობილი ფრაზა – „ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, ხოლო დიდი ნახტომი მთლიანი კაცობრიობისთვის.“ მთვარის გრუნტის მცირე ნაწილაკები წააგავდა ფხვნილს, რომელიც მცირე შრით ეკრობოდა ფეხსაცმელს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი 0,3 სმ-ზე მეტით არ ეფლობოდა გრუნტში, ნაკვალევი მაინც დატოვა. მთვარეზე სიარული იმაზე უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ეს დედამიწაზე იმიტირებული პირობების დროს ხდებოდა, როდესაც ხელოვნურად მიიღწეოდა დედამიწის გრავიტაციის 1/6.

15 წუთში მას შეურთდა ოლდრინიც, რომელმაც, ზედაპირზე დახტომისას, წარმოთქვა – „ლამაზი ხედი! შესანიშნავი უდაბნო!“ კოსმონავტებმა მთვარის მოდულის ერთ-ერთ საყრდენ ფეხზე მიმაგრებულ მემორიალურ დაფას ერთად ახადეს თავსახური, სადაც ეწერა – „აქ ადამიანებმა, პლანეტა დედამიწიდან, პირველად დააბიჯეს ფეხი. ახალი წელთაღრიცხვის 1969 წლის ივლისი. ჩვენ მოვედით მშვიდობით მთელი კაცობრიობის სახელით.“ ამის შემდეგ დაყენებულ იქნა მზის ქარის კოლექტორის ეკრანი (ალუმინის ფოლგის ფირფიტა, რომელიც იჭერს ჰელიუმის, ნეონის და არგონის იონებს) და აშშ-ის დროშა, რომელიც ჩაარჭეს 15-20 სმ სიღრმეში. მის ქვემოთ გრუნტი მყარი აღმოჩნდა. მთვარეზე ყოფნის დროს კოსმონავტებმა განათავსეს სამეცნიერო ხელსაწყოები და შეაგროვეს მთვარის გრუნტის ნიმუშები 21,55 კგ ოდენობით, რომლებიც შემდგომ ჩამოიტანეს დედამიწაზე (გრუნტის კვლევისას არ იქნა აღმოჩენილი მთვარის მიკროორგანიზმების ნაკვალევი). ამ დროს მისიის მესამე წევრი, მაიკლ კოლინზი, იმყოფებოდა კოსმოსურ ხომალდ „კოლუმბიას“ მთავარ მოდულში მთვარის ახლო ორბიტაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისიის მსვლელობისას ყველაფერი ადვილად არ ხდებოდა. მაგალითად, მთვარის მოდულში ხუთჯერ ჩაიროთო ავარიული სიგნალიზაცია, ხოლო დაშვებისას მოდულს იქეთ-აქეთ აქანავებდა. აპოლონ 11-ის მისიის წარმატება ნიშნავდა აშშ-ს სსრკ-ზე გამარჯვებას მთვარისკენ „რბოლაში“. შემდგომ წლებში მთვარეზე იმყოფებოდა აპოლონის კიდევ ხუთი მისია, უკანასკნელი – 1972 წელს. ამ დროისთვის მთვარის ზედაპირზე თორმეტმა ამერიკელმა კოსმონავტმა დატოვა თავისი ფეხის ნაკვალევი. კოსმოსის ათვისების მომხრეთა გულდასაწყვეტად, შემდგომ წლებში მთვარის მისია დაიხურა და პილოტირებადი მოდულები აღარ გაუშვიათ.

ცოტა ხნის წინა, ბაზ ოლდრინთან შეხვედრისას (ნილ არმსტრონგი გარდაიცვალა 2012 წელს), კოსმონავტმა გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება NASA-ში ბოლო 15 წელია, როდესაც, მისი აზრით, აშშ-ს კოსმოსური პროგრამა ახლოსაც ვერ მივიდა მისი განვითარების ადრეულ წლებამდეც კი და ახლაც ვერ ხერხდება კოსმოსური ხომალდების გაშვება მთვარის ორბიტაზე. საერთო ჯამში შეხვედრა პოზიტიური იყო, ბევრი ითქვა მარსის მისიის შესახებ.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

ასევე იხილეთ

Close
Back to top button
Close
Close