– წვიმს გესმის?
– მაგრად წვიმს.
– ხომ მუდამ გეყვარები?
– მუდამ.
– წვიმა, ხომ არ შეუშლის ხელს?
– არა.
– რა კარგია! მეშინია წვიმის.
– რატომ?
– არ ვიცი, ძვირფასო. მუდამ მეშინოდა წვიმის.
– მე ისევ მიყვარს.
– წვიმაში სიარული მეც მიყვარს, მაგრამ სიყვარულისთვის ცუდის მომასწავლებელია.
– მე მუდამ მეყვარები.
– მეც მეყვარები, – წვიმაშიც, თოვლშიც… სეტყვაშიც… რა არის ხოლმე კიდევ?
– არ ვიცი, თვალები მელულება.
– დაიძინე, საყვარელო, მე შენ მუდამ მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს.
– წვიმის მართლა გეშინია?
– შენთან თუ ვარ, არა.
– მაინც რატომ გეშინია?
– არ ვიცი.
– მითხარი.
– არა.
– მითხარი.
– კარგი, გეტყვი იმიტომ მეშინია, რომ ზოგჯერ მკვდარს წარმოვიდგენ ჩემს თავს წვიმაშ.
– კარგი, ერთი!
– ხან შენც მომეჩვენები წვიმაშვი მკვდარი.
– ეგ უფროა ახლო ჭკუათან.
– არაფერიც. მე მოგივლი და გაგიფრთხილდები ნამდვილად! თავის თავს ვერაფერ უშველის კაცი, თორემ!..
– ეგ სისულელეა და მეტი არაფერი.
– ნამდვილად სისულელეა.
– სისულელეა. ნამდვილი სისულელეა.
– სისულელა, ნამდვილი სისულელე. სულაც არ მეშინია წვიმის. არ მეშინია წვიმის. ოო,ღმერთო, ნეტა მართლა არ მეშინოდეს.
„როცა ბევრი გაზეთი გაქვს, ვერ წაიკითხავ ინტერესით.“
„როცა არაფერს კარგავ, ცხოვრება არცთუ ისე ძნელი მოსაწყობია.“
„ერთმანეთი უყვართ, უკუღმართ ლაპარაკს დაიწყებენ, წაიკიდებიან და უცებ აღარ არიან ერთი არსება.“
„ვატყობ, რომ სიამაყეში ერთმანეთს ვერ გავექცევით.“
– თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი. თუ გინდა, რომ ჩემი მეგობარი იყო, გაჩუმდი.
– სულაც არ მინდა შენი მეგობარი ვიყო, მე უკვე ვარ შენი მეგობარი.
– მაშ, გაჩუმდი.
– კარგი.
„რაც გვაქვს, სულ დაბადებიდან გვაქვს დაყოლილი, ახალს არაფერს ვსწავლობთ, არც არაფერს ვიძენთ. ცხოვრებას უკვე დასრულებულები ვიწყებთ.“
„ვინც იმარჯვებს, ბრძოლა როდის შეუწყვეტია!“
– სხვის ტერიტორიაზე კი ყოველთვის უფრო ადვილია სტრატეგიული პრობლემების გადაწყვეტა.
– მართალია, საკუთარ მიწა-წყალზე ისე მეცნიერულად ვერ მოიმარჯვებ სტრატეგიას.
„უკან ვერ დაბრუნდები, თუ წინ არ წახვედი.“
„აკი ვხედავდი, როგორ მუშაობდა მათი ტვინი, თუკი ჰქონდათ საერთოდ ტვინი, ან თუ ამუშავებდნენ ამ ტვინს.“
„ხშირად კაცს მარტოობა მოუნდება ხოლმე, ქალსაც მოუნდება მარტოობა თუკი ერთმანეთის სიყვარული აქვთ, ამის გამო ერთიმეორეზე ეჭვიანობენ.“
„ვიცი, რომ ღამე სხვაა და დღე – სხვა: ყველაფერი გადასხვაფერებული გეჩვენება, ღამით მომხდარს დღისით ვერ ახსნი, რადგან დღისით ამისთანა რამე არ არსებობს. თუკი კაცს მარტოობის გრძნობა დაეუფლა, მისთვის ყველაზე საშინელი სწორედ ღამე იქნება.“
„როცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისათვის. წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გატეხოს, და კლავს კიდეც. წუთისოფელი ყველას ტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრებდა. ვისაც ვერ გატეხს, კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არც ერთი ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.“
„სხეული ბერდება. ზოგჯერ შემეშინდება, თითი არ წამტყდეს-მეთქი, როგორც ცარცს წასტეხენ ხოლმე წვერს. სული არ ბერდება, არც სიბრძნეს იძენს.“
„მინდა, თავი მოვუყარო იმ ქალებს, ვისაც შენ ოდესმე შეხვედრიხარ, და შენივე თანდასწრებით მასხრად ავიგდო.“
ერნესტ ჰემინგუეი
„ჩემო საბრალო ქეთ. რა ძვირი დაგიჯდა ლოგინში ჩემთან ერთად ძილი. აჰა, რა სცოდნია ხაფანგის ასხლეტას. რა სცოდნია ერთამანეთის სიყვარულს. მადლობა ღმერთს, ჟანგაბადი მაინც არის. აბა, უწინ რა იქნებოდა, სანამ ანესტეზიას მოიგონებდნენ? რაკიღა ერთხელ დაიწყებოდა, თითქოს დოლაბში მოჰყოლიხარო. ქეთრინს კარგი ორსულბა ჰქონდა. არა უშავდა რა. გულისარევა თითქმის არც კი ჰქონია. უკანასკნელ დღემდე ისე ძალიან არც შეწუხებულა, მაგრამ ბოლოს მაინც უწია. ტყუილია, ისე ვერ დააღწევ თავს. ჯოჯოხეთს ვერ დაუძვრები! ორმოცდაადჯერ რომ გვექორწინა, ბოლო მაინც ეგ იყო, რომ მოკვდეს?! არ მოკვდება. დღეს მშობიარობას ვინ მოუკლავს. ასე ფიქობენ ხოლმე ქმრები. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არ მოკვდება. რა ვუყოთ, რომ ცუდ დღეშია და ეგ არის. მერე გავიხსენებთ, რა ცუდ დღეში ვიყავითო, ქეთრინი მაინც იტყვის, მაგდენიც არაფერი ყოფილაო. მაგრამ მართლა რომ მოკვდეს? არა, არ მოკვდება. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არა-მეთქი, არ შეიძლება. რას ჩმახავ! რა ვუყოთ, რომ ცუდ დღეშია. კაცი წამებისთვის არის გაჩენილი. პირელი მშობიარობაა და ასე იმიტომ გაჭიანურდა. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არ შეიძლება მოკვდეს. რად უნდა მოკვდეს? რა მიზეზით. უბრალოდ, ბავშვი უნდა დაიბადოს – მილანში გატარებული ტკბილი ღამეების უნებური ნაყოფი. ვაი-უბედურებაში ჩაგაგდებს, დაიბადება, მერე ზედ უნდა გადაჰყვე და იქნებ შეგიყვარდეს. მაგრამ რომ მოკვდეს? არ მოკვდება. რა სჭირს სასიკვდილო. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? ჰო, მაში, მაშინ? რას იზამ, რომ მოკვდეს?“