ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ოსკარ უაილდი – დორიან გრეის პორტრეტი

„ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია.“

„გამოვავლინოთ ხელოვნება ისე, რომ არ ჩანდეს ხელოვანი – აი, ეს არის ხელოვნების მიზანი.“

„ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეს ჰპოვებენ ბილწი სულის ადამიანები არიან. მათ არც მომხიბვლელობა გააჩნიათ.“

„ისინი, ვისაც შესწევთ უნარი სილამაზის მაღალ აზრს ჩასწვდნენ, განსწავლული ადამიანებია, ასეთები იმედის მომცემნი არიან.“

„რჩეული შეიძლება მხოლოდ იმას ვუწოდოთ, ვისთვისაც მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას ნიშნავს.“

„ყოველი სახის ხელოვნება უსარგებლოა.“

„ძალიან ცუდი და აუტანელია ის, რომ ადამიანი სალაპარაკო საგნად იქცევა ხოლმე, ის უფრო უარესია, როდესაც მასზე არავინ არაფერს ამბობს.“

„ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება.“

„ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის ორივე მხარისთვის.“

„გრძნობით შექმნილი ყოველი სურათი ხელოვანის სულიერი ჩანაფიქრის ანარეკლია და არა ნატურისა.“

„ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თავად გვაქვს.“

dorian-gray1„სიყვარულის ტრაგედიას მხოლოდი სინი ეზიარებიან, რომელთაც ვერაგობის უნარი შესწევთ.“

„საერთოდ ქალები სილამაზეს ვერ აფასებენ, მით უფრო სათნო და კეთილი საქმით დაინტერესებული ქალები.“

„სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა, აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად.“

„გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს, ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე.“

„თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ, მაგრამ შედარებით ცოტა, ვიდრე გსურთ რომ იცოდეთ.“

„მშვენიერება ისეთივე უდიდესი მოვლენაა სამყაროში, ვით მზის სინათლე, გაზაფხული, ან მთვარის ვერცხლისებრი პირსაბურველის ანარეკლი მრუმე წყალში. ის ღვთიური და ამასთანავე უზენაესი უფლების მატარებელია. და მეფური უფლებით აღჭურვა მხოლოდ მათ რგებიათ წილად, ვინც მისი მფლობელი იქნება.“

„მხოლოდ გონებადახშულ უბრალო ადამიანთა ჩვეულებაა, არ შეაფასონ და არ განსაჯონ გარეგნული მშვენება. სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო მხოლოდ ხილვადშია და არა უხილავში.“

„სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ ბოდვას, ნუ შეეცდებით გამოასწოროთ ის, რაზედაც მარადისობამ სამუდამოდ ხელი ჩაიქნია და სამარადჟამოთაც ასევე დარჩება. თქვენ პირად ცხოვრებას უმეცართ, უხამ და ბილწ, არაფრისმაქნის მდაბიოთ ნუ ჩაუგდებთ ხელთ. ნუ გაჰყვებით ჩვენი საუკუნის ავადმყოფურ მიზნებსა და მაცდურ იდეებს, იცხოვრეთ იმ წარმტაცი და მომხიბვლელი ცხოვრებით, რაც თქვენს არსებაში საიდუმლოდ შეუნახავს არსთაგამრიგეს, ხელიდან ნუ გაუშვებთ ამქვეყნიურ სიამეს. ეძიეთ ახალ-ახალი განცდანი და ნურაფრის შიშს გულში ნუ გაივლებთ…“

Dorian-Gray-dorian-gray-32847611-1181-787„სამყარომ მშობიარე ქალის მძიმე ტკივილები უნდა გამოსცადოს, რათა თუნდაც სრულიად უბრალო ყვავილმა გაახილოს ამქვეყნად თვალი.“

„უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური.“

„ამქვეყნიური ცხოვრების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ძიებაშია.“

„ჩვეულებრივი ქალები ვერ აღაგზნებენ ადამიანის წარმოსახვას. მათ ხომ არ ძალუძთ თავისი საუკუნის ჩარჩოებს გასცდნენ. მათ სულიერ გარდაქმნას ვერავითარი ჯადოქრობა ვერ მოახერხებს.“

„ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაშია, რომ ის ერთ-ერთ მხარეში აქრობს ეგოიზმს.“

„სამყაროში არსებული ყოველგვარი გრძნობა ფასდაუდებელია.“

„თუ გსურს ადამიანის ბუნება დაამახინჯო, მის გარდაქმნას და გამოსწორებას უნდა შეეცადო.“

„როგორც კი ბედნიერებას ვეზიარებით, ადამიანის სული კეთილშობილებით აღივსება ხოლმე. მაგრამ თვით ბედნიერება ხშირად არ არის კეთილშობილ ადამიანთა ხვედრი.“

„კეთილშობილს, ან ნამდვილ ადამიანს ვუწოდებ ისეთს, ვინც ახერხებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან თანხმობით არსებობას, – მაგრამ, გწამდეთ, ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button