Hi-Techკომპიუტერული ტექნოლოგიარობოტებიხელოვნური ინტელექტი

მოძველებული საბრძოლო მასალების გადამუშავებით რობოტები დაკავდებიან

ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების შემდეგ ადამიანების წინაშე დადგა მნიშვნელოვანი ამოცანა – ძველი საბრძოლო მასალების უტილიზაცია. ამ დრომდე კაცობრიობამ ვერაფერი მოიგონა იმაზე უკეთესი, რომ უბრალოდ დაწვას, მიწაში დამარხოს ან ზღვაში ჩაყაროს მოძველებული მასალა. ამგვარი მიდგომა კი მეტისმეტად აზიანებს ბუნებას. ამიტომ მეცნიერები მუდმივად ეძებენ უფრო უსაფრთხო ალტერნატივებს. Sandia National Laboratories-ის მკვლევარებმა წარმოადგინეს უტილიზაციის ახალი მეთოდი – საბრძოლო მასალების დემონტაჟისა და ლითონების ხელმეორედ გამოყენებისთვის გადარჩევა რობოტების დახმარებით განხორციელდება. 

ამ დავალების შესრულებისთვის მეცნიერებმა შექმნეს ცხრა რობოტი, რომლებსაც ლითონის უზარმაზარი ხელები აქვთ. ესენი სტანდარტული კომერციული მოდელებია, რომლებიც მომართულია საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფისკენ. რობოტები აგრეთვე ცალკე გამოარჩევენ ალუმინს, ფოლადს და სპილენძს გადამუშავებისა და ხელმეორედ გამოყენებისთვის. 

დემონტაჟის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელის, ბილი პრენტისის თქმით, მთავარ სირთულეს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ საბრძოლო მასალები 30 წელზე მეტი ხნისაა და მათ შესაძლოა ჰქონდეს სახიფათო დეფექტები, ამიტომ რობოტების მხრიდან საჭიროა უკიდურესი სიზუსტე, ასევე მათი მუდმივი კონტროლი ოპერატორებისგან. თუკი რობოტებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ისინი ექსპერტებს აცნობებენ და ადამიანები თავიანთ თავზე აიღებენ სამუშაოს. 

image.jpeg

უტილიზაციისთვის განკუთვნილი სამხედრო მასალების შემადგენლობაში შედის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რომლებიც ცივი ომის დროს შეიქმნა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ. ეს მასალები გადამუშავების ცხრა ეტაპს გაივლიან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button