გართობავიდეოისტორია

ადამიანის მიერ განვლილი გზა

ადამიანის ისტორია შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად, რომელიც ძალიან ჰგავს მისივე ორგანიზმის განვითარების ეტაპებს.

წარსულში ჩვენ ვფართოვდებოდით, ვიპყრობდით, ვაშენებდით, ვანგრევდით, შემდეგ ხელახლა ვაშენებდით. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ადამიანი არ მოედო მთელ დედამიწას და ყველა კონტინენტზე არ დასახლდა. ჩანასახი განვითარების ამ ეტაპს 38-ე კვირაზე აღწევს.

დედის საშვილოსნო ნაყოფისთვის ძალიან კომფორტული ადგილია და შემდგომი პერიოდი განვითარების შუალედური რგოლია. ნაყოფის მთავარი მიზანი დაბადებაა, ამიტომ სამუდამოდ მუცელში გაჩერება უკვე შეუძლებელია. მშობიარობისას დედის სხეული დიდი რაოდენობით ადრენალინს გამოიმუშავებს, რომ შვილს დაეხმაროს დაბადებაში. სხვაგვარად ამ უკანასკნელისთვის ეს პროცესი რთული და მტკივნეული იქნება.

ამის მსგავსად, ადამიანებმა განვითარების ახალ საფეხურს მიაღწიეს და ძველებური პრინციპებით ვეღარ ივლიდნენ. იმის მიუხედავად, რომ იმ ბავშვივით არ ვიცით, რა გველის წინ, არ ნიშნავს იმას, რომ სამოქმედო გეგმა არ გვაქვს. ბუნებას თავისი კანონები გააჩნია, რომლითაც გვიბიძგებს და ჩვენს წინსვლას უზრუნველყოფს. ჩვენ ვიბადებით კატასტროფების, ომების, დაპირისპირებებისა და ეპიდემიების გამოვლის შემდეგ.

დაბადების შემდგომ ბავშვი განვითარებას განაგრძობს, ცხოვრობს აბსოლუტურად განსხვავებულ და უფრო საინტერესო სამყაროში, ვიდრე დედის მუცელში იყო. ასეთია ცივილიზაციის პროგრესის მომდევნო ეტაპიც.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button