კოსმოსიმეცნიერება

“Cassini”-მ დაადასტურა ღრმა, ათასწლოვანი ტბების არსებობა სატურნის თანამგზავრზე

დედამიწასა და სატურნის თანამგზავრ ტიტანს ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება აქვთ – ორივე მათგანზე, განსხვავებით მზის სისტემის სხვა ობიექტებისგან, არის თხევადი ტბები და ზღვები. ჩვენს პლანეტაზე ისინი სავსეა მტკნარი ან მლაშე წყლით, ტიტანზე კი ისინი მეთანისა და ეთანისაგან შედგება, რომელთა ტემპერატურა -170-180 გრადუს ცელსიუსია. მცირე ხნის წინ მეცნიერთა ორმა გუნდმა შეისწავლა აპარატ Cassini-სგან მიღებული მონაცემები და აღმოჩენილ იქნა ტიტანის საინტერესო მახასიათებელი: თანამგზავრზე არის არა მარტო მცირე ზომის ტბები, რომლებიც მალე შრება, არამედ არის ღრმა აუზებიც, რომლებიც ათასობით წლის წინ ჩამოყალიბდა.

მცირე ზომის ტბების შესწავლით დაკავებული იყო მეცნიერთა ჯგუფი შენონ მაკენზის ხელმძღვანელობით. მკვლევარები მუშაობდნენ მონაცემებზე, რომელიც მოპოვებულ იქნა სპექტრმზომ VIMS-ისა და ინსტრუმენტ Imaging Science Subsystem-ის მეშვეობით. სამი პატარა ტბა, რომელსაც ისინი ზამთრის პერიოდში აკვირდებოდნენ, გაზაფხულზე უკვე გაქრა – ესენი იყო პატარა ტბორები, რომლებიც აორთქლდა. წყლის არხების აღმოჩენა, რომლებითაც შესაძლოა ტიტანის პატარა ტბები იკვებებოდეს, Cassini-მ ვერ შეძლო მათი მცირე ზომის გამო. 

მეცნიერთა მეორე ნაწილმა კი შეისწავლა ღრმა ტბები ინსტრუმენტ RADAR-ის მიერ მოპოვებული ცნობების საფუძველზე. კონკრეტულად ეს ცნობები მიღებულ იქნა Cassini-ს ტიტანთან მიახლოებისას 2017 წლის აპრილში. ეს ღრმა წყალსაცავები (დაახლ. 100 მეტრი) ძირითადად მეთანისაგან შედგება, ტიტანის უდიდესი ტბა ონტარიო კი (სამხრეთ ნახევარსფეროში) თანაბარი რაოდენობის მეთანისა და ეთანისაგან არის შედგენილი. თანამგზავრის ლანდშაფტი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტბები ათასობით წლის წინ შეიქმნა და კვლავ აგრძელებენ მოცულობაში ზრდას ძლიერი წვიმებისა და მინიმალური გადინების წყალობით. 

„ყოველ ჯერზე, როდესაც ტიტანზე რაიმე ახალ აღმოჩენას ვაკეთებთ, იგი კიდევ უფრო ამოუცნობი ხდება. თუმცა, აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს პასუხი გაეცეს უამრავ კითხვას და შევიცნოთ თანაგზავრის ჰიდროლოგია“ – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 

მომავალში NASA აპირებს ტიტანზე გაგზავნოს წყალქვეშა ნავი, რომელიც დაეშვება ზღვის ფსკერისაკენ. 2018 წელს უკვე ჩატარდა ცდა და გამოიყენეს მეთანითა და ეთანით სავსე ავზი. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close