
იმანუელ კანტის შეხედულებები ადამიანისა და სახელმწიფოს არსზე
გიორგი გოგუა
გამოჩენილი გერმანელი მოაზროვნის, გერმანული კლასიკური ფილოსოფიისა და იდეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის – იმანუელ კანტის შემოქმედებაში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოლიტიკასა და ზოგადად საზოგადოებრივ ურთერთობებში მორალური მაქსიმების კრიტერიუმს. კანტის პოლიტიკური მსოფლმხედველობა ზნეობრიობის განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეის გავლენით ჩამოყალიბდა. მისი რწმენით გონების კანონები ე.წ „იმპერატიულ კატეოგრიებს’’ გვკარნახობ, რომელთა შორის გადამწყვეტი „სხვა ადამიანის თავისთავად მიზნად და არა მხოლოდ საშუალებად აღქმაა’’. კანტის შემოქმედებაში განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა შემდეგმა ნაშრომებმა – „წმინდა გონების კრიტიკა“ (1781) „პრაქტიკული გონების კრიტიკა’’ (1788) და „განსჯის კრიტიკა“ (1790)
იმანეულ კანტის მსოფლმხედველობის გაგებისთვის, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მისი დამოკიდებულება ზნეობისა და ქარისტიანული რელიგიის ურთიერთმიმართების შსახებ. კანტის გაგებით, ზნეობა უნდა ქმნიდეს რელიგისათვის ფუნდამენტალურ საუფუძველს, რამეთუ რელიგია, როგორც ტრანსცენდენტური ღვთაების აღიარება და მისი კულტი, მხოლოდ ზნეობრივი ცხოვრების მოთხოვნებით მართლდება. პრაქტიკული გონების კრიტიკაში კანტი ამტკიცებს, რომ პრქტიკული გონების ბრძანებები განასახიერებენ წმინდა არსს ქრისტიანობისას, რომელიც უზენაესი ზნეობრივი კანონია. ზნეობრივი ბრძანებები, რომელთა საფუძველიც უეჭველად თავისუფლება, ანუ თავისუფლების ავტონომური შემოქმედებითობაა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღმერთის, ან სახარებისეული მითითებები. კანტთან უკვდავებისა და ღმერთის რწმენა ასაზრდოებს აბსოლუტური ზნეობისა და ბედნიერების სამყაროს შესახებ ადამიანის იმედს. ეს ბუნების სამყაროს საპირისპირო, სულის სამყაროა, რომელიც თავისი არსით განსხვავდება მაკიაველის შეხედულებისაგან სამყაროში – ინდივიდის სუვერენობისა და ნების თავისუფლების შესახებ. კანტის პარადიგმის ეს ნაწილი გამოკვეთს რწმენის ქმედით მნიშვნელობასა და უპირატესობას მეცნიერებასთნ შედარებით, რომელიც ბუნების მექანიცისტური განმარტებით შემოიფარგლება.
კანტის ეთიკის როლს, მისი დროის ეთიკურ მოძღვრებათა შორის, პირველ ყოვლისა მისი ავტონომიურობა განსაზღვრავს, ანუ ის რომ კანტისთვის მორალის დასაბუთება მხოლოდ ადამიანის გონების ძალით ხდება და არა ღვთიური მცნებების სახით. დღევანდელ დღეს კანტის ეთიკის ამ სახე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მეორეს მხრივ, კანტის ეთიკა გამორჩეულია იმითაც, რომ იგი ფორმალიზებულია მისი სტრუქტურით, რადგან მასში მორალი გაგებულია, როგორც ჩვენს მიერ ჯეროვანი მოქმედებების, ანუ კონკრეტული არჩევანის განსაზღვრის ფორმაში – იმაში, რომ ინდივიდი მისი ნებით ასრულებს მისგანვე მოაზრებულ კანონს. კანტისთვის ეთიკა, პრაქტიკულად, იმგვარი შემადგენლობის მქონე ერთადერთი ეთიკური მოძღვრებაა, რომელიც კაცობრიობამ იცის და რომელსაც სხვა ანალოგი არ გააჩნია. გარდა ამისა კანტის ეთიკა ყურადღებას იმსახურებს თავისი დასაბუთებითა და მკაცრი ლოგიკის სიღრმით. კანტის მიერ შექმნილი ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის პირველი და ძირითდი იდეაა ის, რომ ადამიანური აზროვნების შეზღუდულობის მიუხედავად – შემეცნების ფილოსოფიურ კვლევას მაინც აქვს აზრი. თავის პირველ წიგნში, „წმინდა გონების კრიტიკაში“ – კანტმა გაანალიზა ობიექტური ცოდნის, იგივე გონების მიერ ცოდნის აგების პროცესი. „პრაქტიკული გონების კრიტიკაში“ კი კანტმა დაასაბუთა, როგორც აგებს ჩვენი გონება, მეცნიერული დასაბუთების გზით, მორალის სისტემას ანუ სავალდებულო ნორმებს სხვა ადამიანებთთან და მთლიანად სოციალურ გარემოსთან ურთერთობას.
მაკიაველისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანის ბუნების ბიწერებებსა და დაკლოვანებებს რალისტური თვალით უყურებს და არა რელიგური პრიმატის ჩარჩოებში, იმანუელ კანტი გვთავაზობს თავისუფლების მისეულ გაგებას, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს არ დაიცვას ზენობრივი მოთხოვნები. ამდენად, კანტის თანახმად ადამიანი თავის ბუნებრივ, ინსტიქტურ მოთხოვნილებებზე ამაღლდა და ზნეობრივ კანონამდე მივიდა. კანტთან, ისევე როგორც თომას ჰობსთან, ადამიანისთვის ინსტინქტი, ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფობის აღმნიშვნელია. მაგრამ კანტისთვის ადამიანობის ნამდვილი არსი, ზნეობრივი კანონის ფარგლებში თავისუფლების სრული განხორციელების შესაძლებლობაა. ამიტომაც, რაც მეტი პროგრესი აქვს ადამიანს ვალდებულებისა და თავისუფლების აქტების განხორციელების თვალსაზრისით, მით უფრო შორდება ის ინსტინქტურობას, როგორც მიწიერ სიამოვნებათა დაკმაყოფილების ინსტრუმენტს. კანტის გაგებით, თავისუფლება აძლევს ადამიანს არჩევანის შესაძლებლობას, არ დაიცვას ზნეობრივი იმპერატივები. ეს შესაძლებლობა არ მიეკუთვნება არც მგრძნობიარობას, არც გონებას, ის თავისუფლებასთან არის თანშობილი, რომელსაც ზნეობრივ მაქსიმათა საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაც კი ძალუძს. ზნეობრივ პრინციპთა საწინააღმდეგოდ მოქმედების ამ დასაბამისმიერ შესაძლებლობას კანტი ,,რადიკალურ ბოროტებას“ უწოდებს, რომელსაც წმინდა წერილის ,,საწყის ცოდვასთან” აქვს კავშირი. მაგრამ საწყისი ცოდვა პირადად ადმის ცოდვა იყო და ის ადამიანებში შინაგანი სისუსტის სახით განივრცო, კანტის ,,რადიკალური ბოროტება” კი არსებითი და მუდმივი ვითარება ადამიანისა, როგორც მოქმედი პირისა, რომელსაც ზნეობრივ მაქსიმათა წინააღმდეგ მოქმედება შეუძლია.
პოლიტიკური მმართველობის შესახებ წარმოდგენებში, იმენაუელ კანტის შეხედულება იდეალისტურია და შეიცავს ლიბერალიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნების კომბინაციას: ინდივიდუალიზმს, თავისუფლებას, გონს, თანასწორობას, შემწყნარებლობას. კანტი კონცეფციის თანახმად, ადამიანი მისი ღირსებისა და შეგნების თვითსრულყოფას იმ ტიპის სოციალურ კავშირში ხედავს, რასაც „მეგობრობა“ ჰქვია. ღირსებისა და თავისუფლების ცნებებთან მიმართებაში, კანს მიაჩნია,რომ ორივე მათგანი საზოგადოებაში აღიარებული და პატივცემული უნდა იყოს. რაც შეეხება სახელმწიფოს აღმოცენების საფუძველს, კანტისთვის იგი თავისუფლების დაცვითაა განპირობებული. სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების საფუძველს კი ქმნის სამართალი, რომელიც წესრიგში აქცევს ადამიანთა თანაცხოვრების სამართლებრივ კავშირებს. გამომდინარე აქედან, კანტი ლიბერალური ტიპის სახელმწიფო მოწყობის მომხრეა, სადაც თანაბრადაა დაცული ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები, მეტიც ლიბერალური სახლემწიფო არის გარანტი, ინდივიდუალურად ყველა ადამიანის თავისუფლების დაცივსა.
კანტის ამ შეხედულებებიდან, კიდევ ერთხელ იკვეთება განსხვავება მისსა და მაკიაველის პლიტიკურ მსოფლმხედველობას შორის. მაკიაველი ამბობს, რომ მიუხედავად ადამიანის ღირსებისა, მისი პიროვნული და ინდივიდუალური თავისუფლება – მიზანშეწონილია შეიზღუდოს სახელმწიფოებრივი ინეტრესებიდან გამომდინარე. თუმცა ამ ორი მოაზროვნის გადაკვეთის წერტილს წარმოადგენს – გონის რწმენა. კანტთან, ისევე როგორც მაკიაველთან – ადამიანის რაციონალურ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფუნქცია აკისრია რეალობის შემეცნების კონტექსტში. რადგან რაციონალისტურმა მსოფლაღქმამ, როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის თეორიის შუასაუკუნეობრივმა ათვლის წერტილმა, კონკრეტული ისტორიული დინამიზმით გავლენა იქონია, როგორც აღორძინების ეპოქის მოაზროვნეების მსოფლმხედველობაზე, ისე „განმანათლებლობის“ შინაარსის ჩამოყალიბებაზეც.
ადამიანური მოთხოვნილებების შესახებ მჯელობისას კანტი ამობს, რომ ბედნიერება ვნებათა დაკმაყოფილებასა და მატერიალური კეთილდღეობის ფლობაში არ მდგომარეობს. შესაძლოა, ვფლობდეთ მიწიერ სიკეთეს, მაგრამ ეს ვერ იქნება ადამიანის რაციონალურობის თანაფარდი სიკეთე. ამ სვებედნიერების, როგორც ადამიანის კმაყოფილების მდგომარეობის ფლობისათვის საჭიროა, გავცდეთ დროს და ადამიანის განუსაზღვრელ არსებობას და მის გარეშე შევხედოთ სურათს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანტი უმაღლესი სიკეთეს სულის უკვდავებაში ხედავს.
ზემოაღნიშნული მოსაზრება, ადამიანური ვნებებისა და მისწრაფებების თანაბაფარდობის შესახებ ამ ნაწილშიც ეწინააღმდეგება ნიკოლო მაკიაველის დოქტრინას, სადაც გადაულახავი უფსკრული არსებობს ზნეობრიობასა და პრაქტიკულ მისწრაფებებს შორის.
კანტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჰიპოთეზა, შემეცნების გზით კაცობრიობის უმწიფრობის მდოგმარეობიდან გამოყვანას შეეხება. რომლის მიხედვითაც, ადამიანის არსებობის მთავარი მიზანია, შემეცნებასა და გონებრივ განვითარებას უნდა წარმოადგენდეს. კანტის თანახმად, სწავლა ყველას შეუძლია. ადამიანებს აქვთ რესურსი იყვნენ ბრძენნი და კეთილინი. თუმცა მხოლოდ განათლება არ კმარა გამოქვაბულის საზღვრების გადასაკვეთად. უმწიფარობიდან (გამოქვაბულიდან) გამოსასვლელად ადამიანს სჭირდება გამბედაობა, რათა იაზროვნოს ჩარჩოების გარეშე, დათრგუნოს ავტორიტეტები და შექმნას საკუთარი წარმოდგენები სამყაროზე. კანტი ადამიანთა ძირეულ შეცდომათ თვილს იმას, რომ ადამიანები გაუნათლებლობას, უმწიფარობას არ აღიქვამენ როგორც პრობლემას. აქედან გამომდინარე, არც პრობლემის გადაჭრის ხერხებს ეძებენ.
„გამოქვაბულიდან“, ანუ უმწიფრობიდან გამოსვლისთვის, კანტი განსაზღვრავს ორ ძირითად პირობას. რომელიც ერთდროულად მისტიციზმის, ინსტიუციონალიზმის და ეთიკურ-პოლიტიკური ელემენტებითაა გაჯერებული.
პირველი ამ პირობათაგან არის ის, რომ საჭიროა კარგად განვასხვავოთ ის, თუ რა შედეგი მოაქვს მორჩილებას და რა -გონების გამოყენებას. კანტს უმწიფრობის მდგომარეობის ლაკონურად დახასიათებისთვის მოჰყავს ლაკონური გამონათქვამი: „დამორჩილდით, ნუ მსჯელობთ“. – ეს ფორმა, კანტის გაგებით გამოხატულია სამხედრო დისციპლინის, პოლიტიკური ძალაუფლების და რელიგიური ავტორიტეტის კონტექსტში. კანტის აზრი, კაციობრიობა „ზრდასრული“ გახდება არა მაშინ, როცა მას დამორჩილება აღარ დასჭირდება, არამედ მაშინ, როდესაც იგი გახდება გონიერებაზე დამორჩილებული.
კანტის შემოქმედების უმეტესი ნაწილი ადამიანის შსახებ მსჯელობას ეხება. მის ნააზრევში, იგი პასუხს სცემს შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რა შეუძლია შეიმეცნოს ადამიანმა ჭეშმარიტების ძიების პროცესში, რა ზნეობრივ პრინციპს უნდა ექვემდებარებოდეს მისი მიმართება სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან, რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს მას, თუკი ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა. მაგრამ თუ უფრო დეტალურად ჩავუღრმავდებით ვითარების არსის, დავინახავთ, რომ რეალობასა და სასურველ შორის თანხხვედრა არცთუ ხშირი მოვლენაა ცხოვრებაში. კანტის ბოლო ფუნდამენტალური ნაშრომი, რომელიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ მისი მეცნიერული ხედვის გვირგვინად – იხილავს ადამიანურობისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს და ამ თვალსააზრისით ბრწყინვალე ანთროპოლოგიურ ნაშრომს წარმოადგენს. მისი სახელწოდებაა „ანთროპოლოგია პრაგმატული თვალსაზრისით“, რომელშიც კულტურული პროგრესი, რისი წყალობითაც ადამიანი იმეცნებს გარე სინამდვილეს, თავის მიზნად აქვს შეძენილი ცოდნისა და ჩვევების ცხოვრებაში გამოყენება. მაგრამ უმნიშვნელოვანესი საგანი, რომელსაც ადამიანს მიესადაგება არის თავად ადამიანი, რადგან ადამიანი თავისი თავის საბოლოო მიზანია. ამდენად, ადამიანის, როგორც თავისი ბუნებით, გონებით დაჯილდოებული მიწიერი არსების შემეცნება, განსაკუთრებით იმსახურებს მსოფლცოდნის წოდებას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მიწიერი არსებების მხოლოდ ერთი ნაწილია.
კანტის მიხედვით, ადამიანი მხოლოდ სოციუმში არსებობს და მხოლოდ მასში განიმარტება . ცნობილია ისიც, რომ კანტისათვის სიცოცხლე მექანიკური კანონებით ვერ აიხსნება. ეს ვრცელდება საზოგადოებაზე, რომლის გასაგებად ასევეა აუცილებელი მისი მაკონსტრუირებელი მიზნის გაგება. საზოგადოების, ისევე როგორც ხელოვნების გასაგებად აუცილებელია, მათში არსებითი მიზნის გამოკვეთა. კანტი ამგვარ მიდგომას ტელეოლოგიზმს უწოდებს. მისთვის მთავარი იყო ტელეოლოგიის პერსპექტივიდან გაეგო ბუნებაც და საზოგადოებაც. მისთვის ბუნების განვითარების საბოლოო მიზანი ადამიანია, ხელოვნების იდეალიც ადამიანის სახეა. კრიტიციზმის საფუძველზე სამყაროს განხილვის ყველა მეთოდს კვლავ ადამიანთან მივყავართ. ადამიანი მიზანია, როგორც მორალური, ანუ თავისუფალი არსება. მისი საკუთარი მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარი არსების განხორციელება, ე.ი. თავისუფლების უზრუნველყოფა. რამდენადაც ეს მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი, საზოგადოების განვითარების გაგებას და სასურველი წყობის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს განვითარება მაშინაა, თუ არსებობს პროგრესი თავისუფლების განხორციელებაში.
კანტი არც რომელიმე რეალურ სახელმწიფოს აიდეალებს და არც ადამიანის ბუნებას. ეს მოძრაობა შესაძლებლობას იძლევა პიროვნებაში არსებული დაპირისპირებული საწყისები პროგრესად იქნას მიჩნეული. საზოგადოებაში ანტაგონიზმის სახით მისი გამოვლენა მარადიული მოვლენაა. მას, როგორც მარადიული განვითარების აუცილებლობას, მაშინაც ექნება ადგილი, როცა კაცობრიობა მიაღწევს საბოლოო მიზანს – „საყოველთაო სამართლიან სამოქალაქო საზოგადოებას“.
საუკეთესო სახელმწიფო წყობილებად კანტი რესპუბლიკას მიიჩნევს. მაგრამ ამგვარი რამ ერთ სახელმწიფოში ვერ განხორციელდება, რადგან სახელმწიფოები პიროვნებებივით უპირისპირდებიან ერთმანეთს, ამიტომ მიზნისათვის აუცილებელია სახელმწიფოთა კავშირი (და არა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება), სადაც შენარჩუნებული იქნება ნაციონალური ენები და გარანტირებული იქნება რწმენის თავისუფლება. ამგვარად წარმოუდგენია კანტს მარადიული მშვიდობა. კანტის მოსაზრებით, მორალსა და პოლიტიკას შორის მუდამ იქნება ფაქტიური წინააღმდეგობა, მაგრამ არა შეურიგებელი ბრძოლა, რადგან ორივეს საერთო მიზანი აქვს. მისი შესანიშნავი ნაშრომი „სამარადისო მშვიდობის შესახებ“ დღესაც არ კარგავს აქტუალობას და იმ ქმედითი სოციოლოგიური და პოლიტიკური აზრის ნიმუშად გვევლინება, რომელიც საკაცობრიო პროგრესის მამოძრავებელია.