
ვარსკვლავები საინტერესო გზავნილებს გვიგზავნიან 15 აპრილისთვის! ზოგადად, ეს დღე ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისთვის, გუნდური მუშაობისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
- ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) – თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ნუ მოახდენთ ზეწოლას და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ.
- კურო (20 აპრილი – 20 მაისი) – ვარსკვლავების განლაგება თავს პოპულარულ ადამიანად გაგრძნობინებთ – ყველას თქვენთან ურთიერთობა და თქვენი რჩევის მოსმენა სურს.
- ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი) – შესაძლოა, მეგობრებმა და თანამოაზრეებმა რაიმე თხოვნით ან წინადადებით მოგმართონ. სანამ უარს იტყვით, კარგად დაფიქრდით.
- კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) – გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება და შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი კრეატიულობა ან ლიდერობის უნარი გამოავლინოთ.
- ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო) – ხელსაყრელი დღეა ინდივიდუალური მუშაობისთვის. ინტუიცია გიკარნახებთ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ.
- ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი) – კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის – შესაძლოა ის, ვისაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენი სანდო მეგობარი გახდეს.
- სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი) – სამსახურში დადებითი ცვლილებების დრო დადგა. ეს შეიძლება ხელფასის მომატება ან მენეჯმენტის ცვლილება იყოს.
- მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი) – მშვენიერი დღეა შემოქმედი ადამიანებისთვის – ისინი შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ.
- მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი) – შესაძლოა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს – ეს სახლსაც ეხება და სამსახურსაც.