ლიტერატურა

მილორად პავიჩი ,,მამის, ძისა  ანდა საძმოს სულის სახელით წერა“

თარგმანი შორენა კორტავასი

მთარგმენლისაგან

პოსტმოდერნისტი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მოცემული ესსე წარმოადგენს თვისით ადამიანური საქმიანობების, ლიტერატურაში თაობების, ავტორების და ზოგადად ადამიანური ტიპაჟების კლასიფიკაციას. გაზომვის კრიტერიუმად აღებული ათონის მთაზე მოღვაწე ბერების ორი ორდენი ,,კინოვიტები“ და ,,იდიორიტმიკოსები“ აქ არაა კონფესიონალური მნიშვნელობით ნახმარი, თუმცა ათონის მთაზე მწერლის ყოფნის შედეგად გაკეთებული ექსკურსი, ძალზედ შთამბეჭდავია. ესსე სოციოლოგიური თვალსაზრისით ერთობ საინტერესოა! სიამოვნებას გისურვებთ კითხვისას.

საბერძნეთის უკიდურეს ნახევარკუნძულზე, სახელად ხალკიდიკი,  1000 წელიწადზე მეტია არსებობს ბერ-მონაზონთა მართლმადიდებლური სახელმწიფო. მონასტერთა რიცხვი აქ დიდია, ხოლო ბერები, რომლებიც ამ მონასტრებში სახლობენ, არიან ურიცხვი: ბერძნები, სერბები (წმინდა მიწის ნახევარი უკავია მათ მონასტერს, ხილანდარს), რუსები, ბულგარელები და სხვანი. ის, ვინც ათონის წმინდა მთის მონასტრებს მოინახულებს, შეიტყობა, რომ აქ ბერების ორი ტიპი სახლობს: კინოვიტები (სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან xoivus bios, რაც ,,ერთობლივ ცხოვრებას“ აღნიშნავს) და იდიორიტმიკოსები – მარტოკაცნი. გაერთიანებული თავისებური სახის კომუნაში, ერთნი ცხოვრობენ საძმოს წმინდა აღთქმით, ხოლო სხვები თავისთვის და დანარჩენ ბერებთან თითქმის არ გადაიკვეთებიან. (ცხადია, ეს არის უბრალოდ ათონზე მიღებული სამონაზვნო ცხოვრების ორი ტიპი და ამ სამონაზვნო ორდენებიდან თითოეული – მოვიხსენიოთ ისინი მსგავსად – იმ ადამიანთა მოღვაწეობის იშვიათ მაგალითებს გვაძლევს, ვისაც აურჩევიათ განდგომილი ანახორეტების ბედი.) ამ ორ ორდენს, როგორც ჩვენ მათ მოვიხსენიებთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს, უფრო ზუსტად კი განსხვავება. მრავალი ასწლეული გავიდა, რაც თანამცხოვრებმა ბერებმა და მარტოკაცმა ბერებმა ერთმანეთში გადაინაწილეს საქმიანობის სფეროები, სხვადასხვა ხელობანი, სულიერი დისციპლინები. ადამიანური მოღვაწეობის სახეები დანაწილებულია დიდი სიზუსტით და მკაცრადაა დაცული მათი ამ ფორმით მიდევნება.

მარტოკაცები და საძმო

ძნელია განსაზღვრო, ათონში როდის და რა პირობებში გადასწონის ამათუიმ სამონაზვნო ორდენის ძალაუფლება. ყოველთვის, როცა კინოვიტების (თანამცხოვრებთა) ერთი თაობა მონასტერში დიდ ზეგავლენას მოიპოვებს, წინა პლანზე გამოდის მათი საქმიანობის სფეროები. კინოვიტები (თანამცხოვრებნი) ჩვეულებრივ სიამოვნებით და ხშირად ხდებიან მუსიკოსები (მგალობლები ეკლესიაში), მშენებლები და ქვისმთლელები, სამხედროები (თუკი ამას გარემოება მოითხოვს), ექიმები ან ექიმბაშები, ასტრონომები, მევენახეები, მწერლები – ყველა ეს საქმიანობა სწორედ მათ ორდენს უკავშირდება. ჩაუღრმავდებიან რა მათ არიან ყოველთვის შვიდი თავისუფალი მეცნიერების ფარგლებში, რომლებიც ჩვენთვის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი, განსაკუთრებით კი მათემატიკური მეცნიერებების (არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა). ჩემოთვლილ პოლულარულ დისციპლინათა გვერდით, პირველ ყოვლისა კი მუსიკასთან, არის ინტერესი სცენიური ხელოვნებისადმი, თუმცა ცხადია ათონში იგი არაა.

მონასტერში მოსვლამდე, კინოვიტები, როგორც წესი მსხვილ სახალხო მოძრაობებში მონაწილეობენ. ერესში ჩავარდნის შემთხვევაში ისინი დოგმატიკოსები ანდა ხატმებრძოლები ხდებიან.

პირიქით, თუკი ამათუიმ თაობაში იდიორიტმიკოსების (მარტოკაცების) მხარე გადასწონის და ისე ხდება, რომ სწორედ ისინი დაიკავებენ გავლენიან პოზიციებს, დაიწყებენ წმინდა მთაზე მონასტრის მართვას, პირველ პლანზე წამოვა მათთვის მახასიათებელი საქმიანობები. მარტოკაცები უპირატესად მისდევენ ხელოვნებას, ქადაგებას, მიწათმოქმედებას, პედაგოგიკას, ლინგვისტიკას, მეთევზეობას და ლოცმანობას. კინოვიტებისაგან განსხვავებით, იდიორიტმიკოსები უფრო მეტად ფართე საერთაშორისო მოძრაობებს მიეკუთვნებიან, ხოლო ერესში ჩავარდნილები ხდებიან კერპთაყვანისმცემლები. შვიდ თავისუფალ მეცნიერებათა შორის მათ ჩვეულებრივ აღაფრთოვანებთ ტრივიუმი, ანუ თავისი საქმიანობის სფეროდ  ზეპირ დისციპლინებს ირჩევენ: რიტორიკას, გრამატიკას (რომელნიც მოიცავენ  და იაზრებენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს) და დიალქეტიკას, კამათის წარმოების ხელოვნებას, ე.ი. ლოგიკას.

მონასტერში ერთი ორდენი მეორეს სულაც არ გადასწონის თავისთავად ანდა ზუსტი თანმიმდევრობით, რაც თაობათა ცვლაზეა დამოკიდებული. ეს ცვლილებები შედეგია ამათუიმ სამონაზვნო ცხოვრების მისწრაფებათა ჩამოშლისა. მე გამიჭირდება შეფასება იმისა, თუ რა გარემოებებში შემოდიან ასპარეზზე კინოვიტები, და რა გარემოებებში – იდიორიტმიკოსები. თუმცაღა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მშვიდობიან დროს მონასტრებს მართავენ კინოვიტები, როცა მეფობს აყვავება, ხოლო ყველაზე მძიმე და ბურუსიან პერიოდში პირველ პლანზე გამოდიან იდიორიტმიკოსები, ანუ, როდესაც დგება განსაცდელი. თავის მსგავსთან მიმართებაში კინოვიტები და იდიორიტმიკოსები იქცევიან სრულიად განსაზღვრული ფორმით, ერთმანეთისგან განსხვავებულად. იდიორიტმიკოსები ერთმანეთს არ ეცნაურებიან, თუკი დაკავებულნი არიან მწერლობით, ერთმანეთის ნაშრომებს არ კითხულობენ. კინოვიტები კი დაყოფას, რომელზეც აქ საუბარი გვაქვს,  არცკი ამჩნევენ. ეს ცხადია ზეგავლენას არ ახდენს კინოვიტების და იდიორიტმიკოსების თაობათა მონაცვლეობაზე, ხან ერთი, ხანაც მეორე ცხოვრების სტილია პირველ პლანზე, რაც საშუალებას იძლევა განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარდეს ბერების ორ გვარს შორის დანაწილებული ადამიანური საქმიანობები. ამრიგადაა წმინდა მთაზე საუკუნეების მანძილზე ორ დიდ ჯგუფში გაერთიანებული ყველა ადამიანური ცოდნა. მონაცვლეობით, ხან მოიკრებენ ძალებს, ხანაც მეორე პლანზე გადადიან, მეცნიერთ და ხელოვანთ საშუალებას აძლევენ თაობების ცვლასთან ერთად ერთ რიტმში ისუნთქონ. ჩვენ ვხვდებით, რომ კაცობრიობა ამ ბერების დახმარებით სრულყოფს თავის მიღწევებს, ხელობათა სახეობებს, ხელოვნებას, ცოდნას მოქცევათა და მიქცევათა რიტმში.

სამონაზვნო ორდენის შეცვლა

(განდეგილები)

ცხოვრება ადამიანის არჩევანში ხანდახან ცვლილებებს შეიტანს. ათონში ხანდახან ასეც ხდება, რომელიღაც იდიორიტმიკოსი, მარტოკაცი, უცებ ქვისმთლელი შეიქმნება (რაც მისი სულიერი საძმოსთვის სრულებითაც არაა ნიშანდობლივი), ანდა კინოვიტი გახდება პოლიგლოტი, რაც სხვა ორდენის პრეროგატივაა. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ასეთ ბერს გაუჭირდება მოწოდების განხორციელება, ვინაიდან იგი წარმოადგენს სხვათა პრივილეგიას. როცა ვიმყოფებოდი წმინდა მთაზე, დავინტერესდი, როგორ ხდება იდიორიტმიკოსი კინოვიტი? რა უნდა მოიმოქმედოს ბერმა, რათა ერთი ორდენიდან გადავიდეს მეორეში. მე ასე მპასუხობდნენ, მან უნდა შეიცვალოს სახელი, უარი თქვას მშობლიურ ენაზე, დატოვოს მონასტერი, სადაც ადრე იმყოფებოდა და წავიდეს რომელიღაც სხვაში… თუკი ბერი თავის თავში ასეთი ღვაწლისთვის საჭირო ძალას იპოვის – შეცვლის მთელს თავის ცხოვრებას და შეიცვლის მონასტერს, – მაშინ წამების გარეშე ახალ გარემოში, ახალ ორდენში შესძლებს თავისი მოწოდების რეალიზებას, რომელიც ელოდა მას წინარე ცხოვრებაში. მოწოდების ინტერესის თვალსაზრისიდან, ბერი გადარჩენილია, რაც შეეხება მისი სულის მთლაინობას, ამ თვალსაზრისით – არა. ვინაიდან ის, ვინაც საკუთარი თავისაგან განკურნება მოახერხა, ცუდად ამთავრებს.

მოვლენის ლიტერატურული სახეობა

აქ უკვე უნდა აღინიშნოს, რომ აწი ჩვენ სამონაზვნო ცხოვრების პრაქტიკას წმინდა მთაზე და არც სადმე სხვაგან არ შევეხებით. ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ შესაძლოა აღმოჩენილ იყოს არა მხოლოდ ათონის ბერებს შორის, არამედ სინაიზეც, არათუ ახლა, ადრეული ქრისტიანობის პერიოდებშიც.  რატომ გვაინტერესებს ეს ყველაფერი?   ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე დაგროვილი სამონაზვნო სიბრძნის გამოცდილება შესაძლოა გაცნობიერებულ იქნეს, იგი მოდის უხსოვარი დროიდან და ეხმარება მათ თაობათა ცვლის სიძნელეებს და მონასტერში თავინათ მოვალეობებს გაართვან თავი. ჩვენ, შეგვიძლია გამოცდილება გადმოტანილი წმინდა მთიდან, შემოვაბრუნოთ ერისაკენ, და არ ჩავუღმავდეთ მას უფორე, ვიდრე გაგვიკეთებია. მაგალითად ავიღოთ ლიტერატურული ცხოვრება. თვალში საცემია, რომ ლიტერატურა ყოველთვის არ იკავებს ,,პრივილეგირებული“ საქმიანობების რიცხვს. როგორც ნებისმიერი სხვა გვარი ადამიანური მოღვაწეობისა, ლიტერატურაც დროდარდო მოექცევა რაიმე სხვა საქმიანობის ჩრდილში, რომელიც მოცემულ მომენტში უფრორე ,,მნიშვნელოვანია“. ეს ცხადია მოსალოდნელია მაშინ, როდესაც საზოგადოებაში თავისი მნიშვნელადობით გადასწონის იდიორიტმიკოსების, მარტოკაცების თაობა (ცხადია არა ამ სიტყვის კონფესიონალური მნიშვნელობით), რომელთა მოღვაწეობის სფეროსთვის ლიტერატურა არის უცხო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწერლის მდგომარეობა თავის ასპარეზზე, განსაზღვრულია ისტორიული მომენტით, უფრო მეტად კი კუთვნილებაზე იდიორიტმიკოსების ანდა კინოვიტების თაობისადმი. ლიტერატურას უნდა შევხედოთ ცალკეულ თაობაში სალიტერატურო ხელოვნებისადმი მიდრეკილების ქონისა და არ ქონის ცვლილებათა ფონზე.

მკითხველი, რომელიც კითხვის წყალობით დაგროვილ ენერგიას არ ხარჯავს, ემგვანება ადამიანს, რომელიც საკვებიდან მიღებულ ენერგიას რა არ წვავს, სუქდება. მწერალთან სულ სხვაგვარადაა საქმე. მწერლებს მკითხველებთან ანათესავებთ წმინდა მთიდან აღებული ზემოთ აღწერილი უნივერსალური მოდელი. იგი შეიძლება განვავრცოთ ადამიანური საქმიანობის ყველა სახეობაზე, ხელოვნებისა და მეცნიერების ყველა დარგზე (რომელსაც კი ჩვენ განმანათლებლობის ეპოქის  შემდგომ შევეჩეხებით). თითოეულ ჩვენგანს შეეძლო საკუთარი თავისათვის დაესვა შეკითხვა, რომელ ჯგუფს განეკუთვნება თავად – მარტოკაცებს თუ საძმოს ადამაინებს, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული.  პასუხის პოვნის შემთხვევაში მივიღებდით შესაძლებლობას ცოტათი უკეთ გაგვეგო საკუთარი თავი, საკუთარი ეპოქა, ჩვენი საქმიანობა, უიღბლობები, სავარაუდო სირთულეები ანდა მიღწევები. ქცევის აღწერილი მოდელიდან ამოსვლისას თაობათა ცვლილებების დროს ადვილია შენთვის განსაზღვრო ,,ხელოვნებისა და მეცნიერების შედარებითი ისტორია“. ამ სფეროში შესაძლო გამოკვლევების შემდგომ მომავალში მსგავსი პლანის ნაშრომში შეიძლება დაიძებნოს პასუხი შეკითხვაზე: რომელ ჯგუფს განეკუთვნებოდა მაგალითად უილიამ შექსპირი და სერვანტესი? ანდა, იონგი და აინშტაინი?

დასაწყისისთვის მე შევეცდები ზოგიერთი ცალკეული შემთხვევის აღწერას, რომლთა წარმოდგენაც შესაძლებელია ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი ასეთი მიდგომის დროს.

საძმოს სულით წერა

ამ ჯგუფს განეკუთვნებიან ბედის ნებიერები, ვინაიდან მათი ორდენის შიგნით იფურჩქნება საქმიანობის ის სახეები, რომლისადმიც მათ  მიდრეკილება გააჩნიათ. თუკი ლიტერატურაზეა საუბარი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მწერალი კინოვიტთა საძმოს განეკუთვნება და  თავისი წმინდა საძმოს სულით წერს.  (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩვენ ამ სიტყვებს და გამონათქვამებს ვიყენებთ არა კონფესიონალური აზრით) გავთამამდები და დარწმუნებით ვიტყვი, რომ ამ უკაკასკნელთ საბრძოლო და სამწერლობო პლანშიც განეკუთვნება სერვანტესი, ისევე როგორც პლატონი ანდა ტოლსტოი, ჯარისკაცები და მწერლები იმვადროულად, გნებავთ ფილოსოფოსები. ყველა მათგანმა შეძლო ცხოვრებისეულ გზაზე თავისი სამწერლობო მოწოდების განხორციელება განსაკუთრებული წინაღობის გარეშე.  ანუ, დარჩნენ რა იმავე ჯგუფში, რომელსაც ბუნებრივი სახით განეკუთვნებოდნენ თავიანთი არსებითა და შემოქმედებითი მიდრეკილებებით, მათ შეძლეს თვითრეალიზება. მათ არ ესაჭიროებოდათ არანაირი მამა, საკმარისო იყო საძმოსადმი მიკუთვნებულობა. მათთვის დიდ ძალისხმევას არ წარმოადგენდა სუსტი მამის დაფიცება, ვინაიდან მათ მიმართ ძრწოლა არ ჰქონდათ. ასე იქცეოდა პლატონი, როცა იფიცებდა სოკრატეს, ერთ-ერთ ჭეშმარიტ მარტოკაცს, რომელიც ნამდვილად ჰქონდა ოიდიპოსის კომპლექსს, რამაც სიკვდილამდე მიიყვანა. რატომ და რისთვის, რამდენად დასჭირდა პლატონს – მწერალს, ჯარისკაცსა და საძმოს წევრს – ვიღაც ჭკვიანი ჰაზრების მბეჭველი, მქადაგებელი? იგი მისთვის მხოლოდ გამართლება, ფიცისმიცემის ობიქტი იყო, როგორც  ქრისტე ევანგელისტებისთვის.

სამწერლობო ხელოვნება – კიდევ ერთხელ ვთქვათ – განეკუთვნება სფეროს, რომელშიც მართავენ კინოვიტები. პლატონი, არის ადამიანი, რომელიც განეკუთვნება საძმოს, იგი იყენებს lege artis და არანაირ აუცილებლობას მისთვის არ წარმოადგენს საკუთარი პიროვნება დაუქვემდებაროს მარტოკაცი მასწავლებლის ტალანტსა და ოსტატობას, რომელიც იმ თაობის ნაწილია, ვისაც მწერლობასთან არანაირი კავშირი არ ქონია. პლატონი, უფრო მეტიც, მსგავსი ნიჭის, პოეტური ნიჭის წინააღმდეგიც გამოდის და შეიგრძნობს საკუთარ უფლებას. ეს ნიჭი მას და მის საძმოს ეკუთვნით, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების თაობას. თუმცაღა, პლატონი არისტოტელეს მისი დაცვის შესაძლებლობას უტოვებს. არისტოტელე ასევე იყო მარტოკაცი, და ეს ნიჭი არც საგანთა წესრიგიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდა და არც თაობისადმი კუთვნილებიდან. არისტოტელემ მიმართა მას ისე, რომ ,,მასზე უფლება არ გააჩნდა“ (იგულისხმება მწერლობა. _შ.კ.) ანალოგიურად, სერვანტესი არ იყო ვალდებული ქებათა ქება შეესხა თავისი საბრძოლო ამხანაგებისთვის. იგი ერთადერთი ჯარისკაცით, დონ კიხოტით დაკავდა, აქცია რა ეს უკანასკნელი მსოფლიოში ცნობილ მეომრად.

მამის სახელით წერა

(anti-oedipus)

თუკი მწერლების პირველი ჯგუფი დეტალური გამოკვლევის წარმოებას მოითხოვს, მეორე მარტოკაცთა თაობას განეკუთვნება და ჩაჭყლეტილია ორ მსხვილ საძმოს, მამების თაობასა და შვილების თაობას შორის, თუ ვიტყვით კონკრეტულად, მასწავლებელ პლატონსა და მოსწავლე ალექსანდრე მაკედონელს შორის. მსგავს ვითარებაში მავანს თაობისადმი კუთვნილების ძალით ლიტერატურულ შემოქმედებაზე უფლება არ გააჩნდა. ეს უფლება უნდა მოეპოვებინა ან შეზრდილიყო მამების თაობას, რომლებიც საძმოს სულით ცხოვრობდნენ, რის საფუძველზეც (გავიხსენოთ საქმიანობათა დაყოფა კინოვიტებში) ლიტერატური საქმიანობა ,,გადავიდოდა“ მასზე. ჩვენ ავღნიშნეთ, რომ  უფლება სალიტერატურო საქმიანობისთვის უნდა მოეპოვებინათ, ანუ გამოეგლიჯათ ბრძოლით. ორივე შემთხვევა ნაცნობია. აქ ჩვენ მხოლოდ ერთ შემთხვევაზე შევჩერდებით – როდესაც აღიარებას გამოითხოვდნენ ყოვლისშემძლე კინოვიტი მამებისაგან,  ვისაც ტრადიციის მიხედვით მიაკუთვნედბდნენ ლიტერატურით დაკავების ამ ,,უშუალო უფლებას“. ერთიდაიგივე მეცნიერება, ხელოვნება, უნარები მარტოკაცთა ხელში კინოვიტების ამხანაგური თაობისაგან განსხვავებით იქცევა ვასალურად, მითუმეტეს თუკი ეს დისციპლინები კინოვიტების სფეროს განეკუთვნება და თანაც ისინი მოცემულ მომენტში  საზოგადოების უპირატეს ფაქტორს წარმოადგენენ. გარკვეულ პერიოდში ოსტატობის, უნარებისა და მეცნიერების ზოგიერთი სახეობა ,,ეკრძალება“ ადამიანთა ერთ ჯგუფს და იქცევა სხვა ჯგუფის პრივილეგიად. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი მწერალი, არისტოტელესი არ იყოს, არის მოქცეული ჩაქუჩსა და გრდემლს შორის , კინოვიტების ორ მძლავრს თაობას შორისაა ჩაჭყლეტილი. თუკი იდიორიტმიკოსია და ეცდება წერას მიყოს ხელი (რისი უფლებაც თაობისადმი კუთვნილებიდან გამომდინარე არ გააჩნია) წერის უფლების გამოთხოვის ხარჯზე, მის წინაშე გადაშლილ სამწერლობო სფეროში  იგი იღებს კალამს ,,მამის სახელით“. ეს ის შემთხვევაა, როცა მწერალს ანტიოიდიპოსის კომპლექსი უჩნდება.

როცა სუსტ მამას იფიცებდნენ, როგორც ეს იყო პლატონთან, როცა იგი სოკრატეს იფიცებდა – ეს სხვა შემთხვევააა. აქ ლაპარაკია ძლიერი მამის დაფიცებაზე, რაც გვაქვს ქრისტეს შემთხვევაში. ქრისტე  თავისი ქცევით იძლეოდა მაგალითს, რომელშიც აისახებოდა ანტიოიდიპოსისეული კომპლექსი. მე-12 საუკუნის დასასრულსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში ათონზე ორი ბერი ცხოვრობდა, მამა-შვილი, ისინი მოგვიანებით სერბულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანთა დასს მიაკუთვნა. ნემანია, მამა, გახლდათ სახელოვანი მხედართმთავარი, ნემანიჩების სერბული სამეფო დინასტიის დამფუძნებელი და სერბული სახელმწიფოს მეთაური. მისი უმცროსი ვაჟი, უფლისწული, ხოლო მოგვიანებით კი განმანათლებელი, საბა, თავისი ძლევამოსილი მამის ჩრილში გაიზარდა. ჯერაც ახალგაზრდამ მიიღო სამონაზვნო წესი. წმინდა საბა სერბულ ლიტერატურაში ერთ-ერთი დიდი მწერალია. თუკი ორი წმინდანის მოღვაწეობის გვარს, ინტერესების მიმართულებას დავაჯამებთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ნემანია წარმოადგენს თაობას, რომელიც (აქ კონსტრუირებული სქემის თანახმად) საძმოს სულით მჭიდროდაა შეკავშირებული, მაშინ როცა შვილი თაობისამდი კუთვნილების და არა სამონასტრო ცხოვრების ძალით, შესაძლოა იყო იდიორიტმიკოსი. პრობლემამ იმ მომენტიდან იჩინა თავი, როდესაც საბამ, მეფის ვაჟმა და ბერმა, ლიტერატურით დაკავება გადაწყვიტა, ანუ კინოვიტების საქმიანობით, ჯგუფისა ანდა თაობისა, რომელთანაც მას ,,მიკუთვნებულობის“ ძალით მიმარება არ გააჩნდა. ხელოვნების მსგავს დარგში საქმიანობა მისი, როგორც იდიორიტმიკოსის სისხლის ჯგუფს არ შეესაბამებოდა. შეესაბამებოდა იგი მხოლოდ საკუთარი მამისა და მისივე თანატოლების, ანუ საძმოს სისხლის ჯგუფს. წმინდა საბას ორი გზა, ორი შესაძლებლობა ჰქონდა. ის შეუძლება მამის დამჯერე შვილად ქცეულიყო და სამონაზვნო წესზე სულაც უარი ეთქვა. მან აირჩია შემდეგი გზა. იდიორიტმიკოსის, ანუ თავისი ლიტერატურული მოწოდება დაუმორჩილა მამამისის საძმოს, კინოვიტების მიზნებს, გამოავლინა რა ამით ანტიოიდიპოსისეული კომპლესი. მწერალი-იდიორიტმიკოსის ინდივიდუალური მოწოდება მსხვერპლად გაიღო და ჩადგა მამამისის და ნემანიჩების დინასტიის სამსახურში და დაეხმარა ამგვარად მე-13 საუკუნეში სერბული სახელმწიფოს აღორძინებას, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი მე-14 საუკუნეში იქცა სამეფოდ. თავისი მონასტერი წმინდა მთაზე, ხილანდარი, მან ბერძნული კინოვიტური მონასტრის მოდელით მოაწყო და დააწესა ე.წ. თანამცხოვრებთა უსტარი…

მსგავსი დაკვნების მეოხეობით ჩვენ კიდევ რამდენიმე ნაბიჯს გადავდგამთ ამ ვარაუდებით სავსე გზაზე.

შვილის სახელით წერა  (oedipus)

დავსვათ ასეთი შეკითხვა: ვინ შეიქმნებოდა საბა თავისი სამწერლობო მოწოდება საზოგადო ინტერესებისათვის რომ არ დაექვემდებარებინა, ანუ მამისა და კინოვიტების საძმოს ინტერესებისათვის? მას შეეძლო აერჩია სხვა, მძიმე გზა, შეეძლო თავისი ნიჭი ბერი-კინოვიტების საჭიროებათა სამსახურში არ ჩაეყენებინა, იმათ სამსახურში, ვინც ლიტერატურას მოვალეობის გამო მისდევდა. ზემოხსენებულ ბერთა სიაში იყო მისი საკუთარი მამაც, ნემანია, ასევე მწერალი. თუკი აირჩევდა დაუმორჩილებლობის გზას, წმინდა საბა გამოავლენდა ოიდიპოსის კომპექსს. მან ეს არ გააკეთა. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, ვინც მსგავსად მოიქცა. აქ ჩვენ ვუახლოვდებით შექსპირის შემთხვევას. შექსპირი ჩვენს მიერ იდიორიტმიკოსებად, მარტოკაცებად შერაცხული თაობის ყველა თავისებურებაში კარგად ეწერება. დროდარდო მას უწევდა სამსახური გაეწია კინოვიტების მჭიდროდ შედუღაბებული თაობის საძმოსათვის და აქებდა მათ. ყველაფრის მიუხედავად შექსპირმა შეძლო საკუთარი ლიტერატურული თვითმყოფადობის შენარჩუნება. ჩემი შთაბეჭდილებით, შექსპირი მწერლის უაღრესად იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს, ვინაიდან იგი არ დაექვემდებარა თანამედროვე უფროსი კინოვიტების ლიტერატურულ ზეწოლას. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბერი სხვა სამონასტრო ორდენის ღირებულებებს ირჩევს, არ ყაბულდება ვასალურ მდგომარეობაზე. ასეთი არჩევანისთვის ის იხდის განსაკუთრებულად მაღალ საფასურს, ამას მოითხოვს მისი მოწოდების რეალიზება. შექსპირი არად დაგიდევდათ გარემოებებს, არ თანხმდებოდა თავისი დისციპლინა თუ მოწოდება დაექვემდებარებინა ღირებულებებისთვის, რომლებიც კულტივირებული იყო იმათ წრეში, მინც ამ  ღირებულებებზე  უფლებებს აცხადებდა  მათი დამცველისა და განმვრცობის როლში.

როდესაც შექსპირზე ვლაპარაკობთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ შექსირის თავდავიწყების მიზეზი მისი თანამედროვეებიც იყვნენ. დასკვნის სახით შეიძლებოდა გვეთქვა, ლიტერატურა უცილოდ იყო შექსპირის ნომერ პირველი მოწოდება, მაგრამ მისი თაობის, მარტოკაცების, იდიორიტმიკოსების ნომერ პირველი მოწოდება ნამდვილად არ იყო. ამოვდივართ რა მსგავსი გაგებიდან შეგვიძლია შექსპირის სონეტების ინტერპრეტირება. რაც შეეხება შექსპირის ეპოქის კინოვიტებს, მათ ვერ აპატიეს ამ უკანასკნელს პირველობა მწერალთა და პოეტთა წრეში, ვინაიდან ლიტერატურა მათი საძმოს პრივილეგიად ესახებოდათ. შექსპირი მათი წარმოდგენით, ერთ-ერთი მათგანი უნდა გამხდარიყო და არა მარტოკაცი. შექსპირი კიდევ ერთ საძმოში დამკვიდრდა, რომელიც ასევე სხვათა პრივილეგია იყო. ის დამკვიდრდა თეატრში და დარა იქ დღემდე. ამისათვის კინოვიტებისათვის კიდეც მოუწია საფასურის გადახდა. თავად მარტოკაცების ბუნება საშუალებას არ იძლევა ერთმანეთთან რაიმე საერთოს ქონის. ხდებიან რა მწერლები, ერთმანეთს არ კითხულობენ. მიმართავენ სახელდობრ მხოლოდ მომავალ თაობას, წერენ შვილის სახელით და არა მამის ან საძმოს წმინდა სულის სახელით. წერო შვილის სახელით არ ნიშნავს გქონდეს სწრაფი გაგების რაიმე გარანტია, არც სწრაფი აღიარების, შესაძლოა ეს საერთოდ არ მოხდეს. კინოვიტების ორ თაობას შორის ჩვეულებრივ იმყოფება იდიორიტმიკოსების, მარტოკაცების ერთი თაობა. ისინი ზეგავლენას განიცდიან როგორც თავიანთი მამების საძმოს მხრიდან, ასევე საკუთარი შვილების მხრიდან. მხედველობაში მისაღებია, რომ შვილებთან მიმართებაში არსებობს იგივე პრობლემა, რასაც მწერალი აწყდება მამებთან მიმართებაში. მწერლისათვის ცხადია სულერთი არაა უსწრებდა თუ არა მას წინ სუსტი შვილების (იდიორიტიკოსების) თაობა, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულების შემთხვევაში (სწორედ მათი მეშვეობით გამოჩნდნენ ისინი ,,სუსტებად“, მარტოკაცებად). სულერთი არაა ასევე თუკი წინ უსწრებს მჭიდროდ შეკავშირებული შვილების, ძლიერების თაობა, როგორიც იყო ჩვენს შემთხვევაში, ვინც დავიბადეთ დაახლოებით 1930 წელს, ძალზედ ახალგაზრდა ვიყავით ომისათვის, ხოლო ძალზედ მოხუცი 1968 წლისთვის, რომელიც ჩვენმა შვილებმა მოიმოქმედეს. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა საწინდარია ჩვენი რამდენიმე თაობა, კერძოდ კი იდიორიტმიკოსების თაობა, სუსტი შვილები. ჩვენ მათ მორჩილებაში ვრჩებოდით, სანამ ჩვენი შვილების, კინოვიტების ძლიერმა თაობამ, ,,საძმომ“  არ განგვსაზღვრა 1968 წელს. გერმანიაში, იაპონიასა და იტალიაში ომში დამარცხებამ სცენაზე გამოიყვანა ძლიერი შვილების ერთი-ორი თაობა, მათ საძმოში გაერთიანება შეძლეს ისე რომ მამების მხრიდან, რომელბმაც ომი წააგეს, შეფერხება არ ჰქონიათ. მათ შემქნეს გერმანული, იაპონური, იტალიური ეკონომიკური საუცრება. ამასთან, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების მთავრობაში მყოფ პირთა თაობაზე ისინი ერთი თაობით უმცროსები იყვნენ.

როგორც ყველა დანარჩენი, ლიტერატურაც ცხადია არ რჩებოდა ამ გარემოებებისგან  ხელშეუხებელი. მარტოკაცები, რომლებმაც სამწერლობო მომავალი აირჩიეს, იძულებულნი შეიქმნენ ძლიერი მამებისა ან შვილებისაგან გამოეთხოვათ ან გამოეგლიჯათ უფლება სიცოცხლეზე. ისტორია ყოველ ჯერზე უბრალოდ მეორდებოდა.

ყველაზე საინტერესო შემთხვევა მაშინ გვაქვს, როდესაც ერთსადაიმავე პერიოდში თანაარსებობს ძლიერი მამა, კინოვიტი, მსხვილი, მნიშვნელოვანი ფიგურა, პოლიტიკოსი და სამხედრო, როგორიც იყო დავუშვათ ტოლსტოი ან გოეთე, ხოლო წინა და მომდევნო თაობაში, სუსტი მამებისა და სუსტი შვილების, ანუ იდიორიტმიკოსების თაობაში, ვინმე დიადი მწერალი დოსტოევსკის (თუმცა, მის ორდენს არ შეესაბამებოდა სამწერლობო მოწოდება lege artis) ანდა ჰელდერლინის მსგავსი. მსგავსი ანალოგიით ალბათ საჭირო იყო შექსპირისათვის მოგვეძებნა ,,ძლიერი“ კინოვიტური წყვილი, მწერალი, რომელსაც შექსპირთან ექნებოდა (განუხორციელებელი) პატერნალისტური მიმართება და რომელიც ვერ შეძლებდა მისთვის საკუთარი ლიტერატური ნების თავსმოხვევას, როგორც ეს დოსტოევსკისთან მიმართებაში ვერ მოახერხა ტოლსტოიმ, ანდა გოეთემ ჰელდერლენთან მიმართებაში.

შესაძლოა მსგავსი ,,წყვილების“ გაჩენით შეისხამდეს ებრაელებთან ხორცს  ე.წ. ჰერმენტული საზრისის კანონი. იგი მოითხოვს წმინდა საიდუმლოში არა ერთი, არამედ ორი პირის მონაწილეობას.

ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის სახელით წერა

მკითხველს სრული უფლება აქვს დასვას შეკითხვა, რატომ არ აისახა ეს განყოფილება ჩვენი ნაშრომის სათაურში. პასუხი ძალიან მარტივია: მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მთა სამხელიანი  ღვთისმშობელს (ტრიხერუსას _შ.კ.) ეძღვნება, იქ მობინადრე ბერებმა თაობათა ცვლისას ადამიანური მოღვაწეობის თავიანთი დიფერენციაციის ჩარჩოებში  ვერ შეძლეს ქალების ჩართვა, ვინაიდან ქალებს ათონის მთაზე ყოფნა უბრალოდ ეკრძალებათ. სხვა მხრივ კი ამ შეკითხვაზე, რომელიც წმინდა მთაზე ღიად რჩება,  პასუხი თავადაც არ გამაჩნია. თაობათა მონაცველობის პროცესში კინოვიტებისა და იდიორიტმიკოსების საქმიანობაში განიხილო ქალის როლი, ძალიან ძნელია. რა რიტმით ვითარდება ქალის ცხოვრება, მამაკაცების მისწრაფებებსა და ინტერესებში ჯერაც ჩრდილში დარჩენილი? მე მგონი, ქალებთან მიმართებაში ბერებისათვის მახასიათებელი დიფერენციაცია ნაკლებად გამოსადეგია, თუმცა ,,ჩაით დანახული პეიზაჟის“ მკითხველი ბევრი ქალი იძახდა, რომ ისინი თავს შეიგრძნობენ მარტოკაცებად, ასევე ხშირად მომისმენია ქალისაგან, რომ ის თავისთავს კინოვიტების საძმოს ნაწილად აღიქვამს. ჯვარცმული, მოქცეულნი ძლიერ მამათა და სუსტ შვილთა შორის, ანდა პირიქით, ძლიერ შვილთა და სუსტ მამათა შორის, ისინი მუდმივად იძულებულნი იყვნენ  საკუთარი ოჯახის ,,სუსტ ნაწილზე“ ეზრუნათ (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის სუსტის მხარეს დგებოდნენ). ჩვენ გავქვს საფუძველი განვაცხადოთ, ლიტერატურაში, ისევე როგორც წმინდა მთაზე, ქალი ყველაზე თვალშისაცემ და იმავდროულად ყველაზე უჩინარ ფაქტორს შეადგენს. ამ თვალსაზრისით, მე ასე მგონია, სათანადო ზომით მწერლები ჯერაც ვერ აცნობიერებენ, ვისთვის წერენ და მათ შემოქმედებაში რა ადგილი განეკუთვნება მკითხველ ქალს. ამისდა მიუხედავად, ზოგიერთი ავტორი, როგორც ჩვენს, ასევე მსოფლიო ლიტერატურაში მიიჩნევა ,,ქალთა მწერლად. ჩვენთან ასეთია ვიოსლავ ილიჩი, იოვან დუდიჩი – პოეტები, თუმცა მათვე მიაკუთვნებენ ამ სტრიქონების ავტორსაც, ანუ, მე, ვინც უპირატესად დაკავებული გახლავართ პროზით. მე ვიცი ერთი შემთხვევა, როცა ვინმე პერსონამ მდედრობითი სქესისა ნახა სიზმარში მამაკაცი, რომელიც მას ყველა მხირდან, სხეულის ყველა ფორიდან ანაყოფიერებდა. ამასთან, მამაკაცი იყო მწერალი, რომელთანაც ქალბატონს მართლალია ნაცნობობა აკავშირებდა, მაგრამ რაიმეგვარი ახლო კონტაქტი არ ჰქონია. ქალბატონისათვის ეს იყო ,,ლიტერატურულ თესლებში თავისებური ჩაძირვა“, განაყოფიერება დეფლორაციის გარეშე. თავისებური აზრით, ასეც შეიძლება ითქვას: თითოეულ წიგნს თავისი მშობელი ჰყავს და მწერალმა კარგად უნდა გაიაზროს, ვინაა წიგნის დედა, რომელიც მან დაწერა, და ვინ მამა. უნდა გაიხსენოს, მწერლები გვერდზე ცოლით, რომლებიც წერენ თავისი მამების, ძისა და საძმოს წმინდა სულის და ასევე ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის სახელით. ასევე უნდა გაიხსენონ წმინდა მთის სახელგანთქმული მცველი, სამხელიანი ღვთისმშობელი (ტრიხერუსა _შ.კ.), რომლის მესამე ხელიც განეკუთვნება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიად პოეტს, იოანე დამასკელს.

XXX

დასკვნის სანაცვლოდ ვიტყვი, რომ ქცევის მოდელი, რომელზეც აქ საუბარი იყო და როგორც მე მესახება, გვეხმარება გავიგოთ მიმართება ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის თაობათა ცვლის პროცესში. შესაძლოა სინაიდან და ათონიდან ბერებმა   სფეროში, რომელიც განეკუთვნება არა ქიმიას, არამედ ადამიანური მოღვაწეობის მთელს კომპლექსს, ლიტერატურის ჩათვლით, აღმოაჩინეს პატარა ,,მენდელეევის სისტემა“.  ამ რთული მიმართებების საკვლევად ალბათ 20 წელია საჭირო. ასე, რომ ჩვენი ეპოქის მიერ დასმულ სხვა შეკითხვებთან ერთად, მივანდოთ ისინი შემდგომ ასწლეულს.

თუკი 21-ე საუკუნეში ამ სტრიქონებს ჩვენს შთამომავლებს წააკითხებენ, მათი ნაწილი წაკითხულზე რეაგირებას მოახდენს, როგორც კინოვიტი, კერძოდ კი, გააკეთებენ დასკვნას, რომ მთელი  ეს განსჯა ადამიანთა ორ ტიპზე, ორ ჯგუფზე მოკლებულია აზრს, ვინაიდან მათთვის უცხოა თაობებად დაყოფა. დანარჩენები კი, 21-ე საუკუნის იდიორიტმიკოსები იტყვიან, რომ აქ დაწერილი მართებულია, თუმცაღა შემდეგ დაივიწყებენ მოცემულ სტრიქონებს, რადგანაც იდიორიტმიკოსები ერთმანეთს არასოდეს ეხმარებიან. და თუ ეს სიმართლეა, რისთვის უნდა დაუჭირონ მათ მხარი ვიღაც იდიორიტმიკოსის ჰიპოთეზას მე-20 საუკუნიდან, სახელად მილორად პავიჩი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button