რეცეპტები

ჩაშუშული კომბოსტო ხორცით და ტომატით

შემადგენლობა:

  •  1 თავი კომბოსტო
  • 200 გრ ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • 2-3 ს.კ ზეთი
  • 2 ს.კ ძმარი
  • 1 ს.კ ტომატი
  • 3 ჭიქა ცხელი წყალი
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • მარილი,პილპილი,დაფქვილი წითელი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

ხახვი დავჭრათ ნახევარგოლებად და მოვშუშოთ ზეთში. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად,

ჩავამატოთ ხახვს, დავახუროთ ხუფი და დავტოვოთ ცეცხლზე 20-25 წთ. შევურიოთ ტომატი,

თხლად დაჭრილი კომბოსტო, დავასხათ ცხელი წყალი, შევაზავოთ მარილით,წიწაკით, შაქრით,

ამოვურიოთ, დავახუროთ ხუფი და მოვამზადოთ კერძი ნელ ცეცხლზე 1 საათი.

ჩაშუშული კომბოსტო ხორცით და ტომატით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button