
გურამ ჯაში – გიტარა
გიტარას, წინაპრის ნაქონებს
სათუთად შევახებ ხელს.
მაგონებს გიტარა, მაგონებს
აპრილის იმ ლამაზ დღეს.
შენს ბაგეს, შენს ღიმილს, შენს თვალებს,
ზღაპრულად იდუმალ წამს,
ო, როგორ ვჭირდებით ერთმანეთს,
დაბრუნდი, თუ ღმერთი გწამს.
გიტარა, გიტარა, გიტარა,
ჰანგები სწვდებოდა ცას,
გვიხმობდა, გვიხმობდა გიტარა,
დაბრუნდი თუ ღმერთი გწამს.
გიტარა, გიტარა, გიტარა,
ვუსმენდი ჯადოსნურ ხმებს.
მოსთქვამდა, სტიროდა გიტარა,
ვტიროდი, ვტიროდი მე.
მავსებენ სიმები იმედით,
მოვალ და გამიღებ კარს.
ვაი, რომ ეს მცირე იმედი
ქარს მიაქვს, ქარს მიაქვს, ქარს.
ვიგონებს შენს ღიმილს, შენს თვალებს,
ზღაპრულად იდუმალ წამს,
ო, როგორ ვჭირდებით ერთმანეთს,
დაბრუნდი, თუ ღმერთი გწამს…
გიტარა, გიტარა, გიტარა,
ჰანგები სწვდებოდა ცას,
გვიხმობდა, გვიხმობდა გიტარა,
დაბრუნდი თუ ღმერთი გწამს.
გიტარა, გიტარა, გიტარა,
ვუსმენდი ჯადოსნურ ხმებს.
მოსთქვამდა, სტიროდა გიტარა,
ვტიროდი, ვტიროდი მე.