სიმღერის ტექსტები

გულმართალი კაცი

ქუჩა-ქუჩა დავდივარ და
გულით სევდას დავატარებ, გულით სევდას დავატარებ ვაი…….
ვუფრთხილდები გულის წადილს
ნიავსაც კი არ ვაკარებ, ნიავსაც კი არ ვაკარებ ვაი…

ყველა ჩიტის ენა მესმის
მესმის ქარი რასაც მღერის, მესმის ქარი რასაც მღერის ვაი…
ქარის მესმის მაგრამ ქალებს,
ვერ გავუგე ვერაფერი, ვერ გავუგე ვერაფერი ვაი…

დელია დელიო დელიო დელა და
დელია დელიო დელიო დელა და…
ქარის მესმის მაგრამ ქალებს,
ვერ გავუგე ვერაფერი, ვერ გავუგე ვერაფერი ვაი…

დღეს ღიმილით სიტყვას მაძლევ,
ხვალ კი უცებ ზღაპარიყო, ხვალ კი უცებ ზღაპარიყო ვაი..,
გული მარტი ხომ არ არის,
წვიმდეს უცებ გადაიღოს, წვიმდეს უცებ გადაიღოს ვაი,

შენზე ფიქრში ბევრი ღამე,
თეთრად გამითენებია, თეთრად გამიტარებია ვაი….
ჩემი გული შენ მოგიკლავს
სხვისი გაგიხარებია,სხვისი გაგიხარებია ვაი…

დელია დელიო დელიო დელა და
დელია დელიო დელიო დელა და…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button