
სიმღერის ტექსტები
საკენშია ერთი ქალი
საკენშია ერთი ქალი,
მე იმ ქალზე დამრჩა თვალი.
გულს მედება როგორც ალი,
გახდა ჩემი საფიცარი
ქალი, ოხ რა ქალი.
გიყურებ და ვერა ვძღები
მაგ ლამაზი გაღიმებით.
ერთი მითხარ შენი ვარო,
რად მაწვალებ ამდენს ქალო,
მაინც ჩემი იქნები.
გოგოვ გოგოვ დიდგულაო!
გულმა ჩემად გიგულაო.
შემეყარა მძიმე სენი,
მხოლოდ კოცნა მშველის შენი,
მაინც ჩემი იქნები.
მე უშენოდ სუნთქვა მიჭირს,
ვკვდები დედისერთა ბიჭი,
ღამღამობით მთვარეს გევხარ,
ინათებს და ჩემი მზე ხარ,
მაინც ჩემი იქნები.
შენმა ეშხმა დამწვა გული,
რაც მოგკარი ქალო თვალი,
ერთხელ მაინც შემომხედე,
სად მიგირბის ეგ თვალები,
მაინც ჩემი იქნები.