სიმღერის ტექსტები

თეთრი გოგო

ქვა იყო და გამჩენისგან
არც არაფერს ელოდა,
მაგრამ მაინც სულდგმულივით
სუნთქვა ენატრებოდა.

იდგა თეთრი მარმარილო,
ფიქრი ნისლად წვებოდა,
“ადამიანს დამამსგავსე”
მხატვარს ევედრებოდა.

მოდიოდა თეთრი გოგო,
მერე დიდხანს რჩებოდა
და ნელ-ნელა ქვის ნატეხი
ქალ-ღმერთს ემსგავსებოდა.

ქვა იყო და სიცოცხლეზე,
სიყვარულზე ფიქრობდა,
თითქოს მართლა იცინოდა,
თითქოს მართლა ტიროდა.

დრომ თავისი გაიტანა,
მხატვრის თმებზეც დათოვა,
წავიდა და ქვადქცეული
უკვდავება დატოვა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button